მარიამ ქვრივიშვილის განცხადება საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ტელეკომპანია CNN-ის ეთერში | Property Georgia

მარიამ ქვრივიშვილის განცხადება საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ტელეკომპანია CNN-ის ეთერში

ტელეკომპანია CNN-ის ეთერში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და იმ რეფორმებზე, რომელიც წარმატებით განახორციელა პანდემიის პერიოდში. ასევე ისაუბრა საქართველოში ჩამოსულ მგზავრებზე და განაცხადა, რომ ისინი მაქსიმალურად იქნებიან დაცულნი.

მისი თქმით, საქართველომ ყველას აჩვენა, თუ როგორ უნდა ებრძოლო პანდემიას, სწორედ ეს ქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე ყველა სხვა მოგზაურისთვის.

„ჩვენ კვლავ ვიქნებით ძალიან ფხიზლად, რათა ყველა თანაბრად დავიცვათ. მხოლოდ 2019 წელს საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონია, ჩვენ შევძელით ცხრა მილიონზე მეტი ტურისტის მასპინძლობა. საქართველოს ამოცანაა, დარჩეს უსაფრთხო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნა იყოს უსაფრთხო დღეს და მომავალშიც. ეს მოიცავს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყნის ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნას ითვალისწინებს. ეს მოიცავს საზღვრების გახსნას იმ სახელმწიფოებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვედებარება. ცხადია, ჩვენ ამ ქვეყნების ნუსხის გაზრდას ვიდემოვნებთ, იმედია, მსოფლიოში სიტუაცია სტაბილური გახდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

„ჩვენ წარმატებულად შევძელით ტესტირების გაფართოება და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი კერძო სექტორი სრულად არის მომზადებული საერთაშორისო მოგზაურების დასახვედრად. მინდა, განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი ჩვენი ტურიზმის სექტორის მნიშვნელობას და მათ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, როდესაც ისინი, ფაქტობრივად, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით რთულ პერიოდში, პანდემიის დროს. მაგალითად გეტყვით, რომ პანდემიის დროს ჩვენ ვიქირავეთ ასობით სასტუმრო და კარანტინის ზონად გადავაქციეთ. დღეს ეს პროექტი ცნობილია სახელით, „საქართველოს 5 -ვარსკვლავიანი კარანტინი“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა კერძო სექტორმა აამოქმედა უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი, როგორიცაა სოციალური დისტანციის დაცვის და ა.შ. რათა ეს ასახულიყო შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურობაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

TV

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: