უძრავი ქონების ჰაბი, Property Georgia 21 ივნისს ბათუმში, სასტუმროში Courtyard by Marriott Batumi გეპატიჟებათ ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის ზაფხულის მთავარ ღონისძიებაზე - PROPERTY EXCLUSIVE 2025 Batumi - Summer specials. ღონისძიების მთავარი პარტნიორია FIABCI-Georgia.
PROPERTY EXCLUSIVE 2025 Batumi ერთ სივრცეში B2B/B2C ფორმატში წარმოაჩენს სხვადასხვა შეთავაზებებს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანიებისგან: სამშენებლო-დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტურული ბიუროები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტები, HVC, ელექტრო და სმარტ ტექნოლოგიების კომპანიები და ა.შ.
PROPERTY EXCLUSIVE 2025 Batumi მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას:
- B2B სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს;
- გაზარდონ კომპანიის ცნობადობა;
- მოახდინონ გაყიდვების სტიმულირება;
- წარმოჩნდნენ, როგორც მსოფლიოს პრემიუმ უძრავი ქონების ნაწილი საქართველოდან;
ღონისძიება გაიხსნება უძრავი ქონების თემატური საუბრებით Property Talks, რომელიც წარმოადგენს პანელურ დისკუსიას: ,,ინვესტიციების, ვაჭრობის და ტექნოლოგიების მომავალი უძრავ ქონებაში.”
დამსწრე აუდიტორია და ვიზიტორები:
- უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები;
- უძრავი ქონების ექპერტები;
- ინვესტორები;
- უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
- საბროკერი კომპანიების წარმომადგენლები;
- უძრავი ქონების სექტორისთვის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები;
- თავისუფალი ვიზიტორები;
მონაწილეობის ან დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/1gGYqM2nnifMVXdr5