Tbilisi Hills Golf & Residences – FIABCI-Georgia Prix d’ Excellence 2022 დაჯილდოების ოქროს ჯილდოს მფლობელია კატეგორიაში „ენერგოეფექტური და მწვანე პროექტი“ | Property Georgia

Tbilisi Hills Golf & Residences – FIABCI-Georgia Prix d’ Excellence 2022 დაჯილდოების ოქროს ჯილდოს მფლობელია კატეგორიაში „ენერგოეფექტური და მწვანე პროექტი“

ასეთი პრიზის მიღება ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია. ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასევე მშენებლობისა და ტერიტორიით სარგებლობის შესაბამის მეთოდებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად. ზედმეტი ენერგიის გამოყენების თავიდან აცილებით, ჩვენ ბევრად ეფექტურსა და მდგრადს ვხდით მშენებლობის პროცესს. აღნიშნულ მდგრად მიდგომებში შედის შენობების ინფორმაციული მოდელირება, მოედნის გარეთ მშენებლობა და მშენებლობის მონიტორინგი. ასევე ვიყენებთ მზის ენერგიას და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს, რომლებიც ლიცენზირებულია ევროპაში. ვახორციელებთ ჩვენს ხედვას, და სწორედ ასე დაიწყო ამ ტერიტორიაზე 500 კილოვატიანი მზის პანელების პარკის მშენებლობა. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის ზოგიერთი ვილა უკვე ადაპტირებულია მზის პანელების ენერგიის მოხმარებაზე.

Tbilisi Hills Golf & Residences-ის ტერიტორია 331 ჰექტარს შეადგენს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აქ ხელმისაწვდომი იქნება 3000 ქონება. ჩვენი ინფრასტრუქტურა უკვე მოიცავს გოლფის აკადემიას, რესტორანსა და გოლფის კლუბს, ასევე პრემიუმ კლასის სასტუმროს ღია და დახურული აუზებით, ფიტნეს ცენტრითა და სპათი. უახლოეს მომავალში მოვაწყობთ მულტიფუნქციურ პარკს სპორტული და საბავშვო მოედნებით, დასასვენებელი სივრცით და მაღაზიებით.

„თბილისი ჰილსის“ ტერიტორიის 90% დაფარულია პარკებით, რეკრეაციული ზონებითა და გოლფის მოედნებით. შესაბამისად, პროექტის მხოლოდ 10% შედგება ინფრასტრუქტურისგან. ტერიტორიაზე ყველა ღობე უნდა იყოს მარადმწვანე, დაუშვებელია ბეტონი. ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია დამტენები ელექტრომობილებისთვის, რომელთა გამოყენება შესაძლებელია უფასოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ ეკოლოგიურად სუფთა პროექტის მაგალითი საქართველოში.


Tbilisi Hills Golf & Residences-ის სოციალური პასუხისმგებლობაა გარემოს დაცვა და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების პოპულარიზაცია.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: