#propertymedia მიმოხილვა: იპოთეკური სესხის პირობები საქართველოში | Property Georgia

#propertymedia მიმოხილვა: იპოთეკური სესხის პირობები საქართველოში

წარმოიდგინეთ, რომ ახლადაქორწინებული წყვილი ხართ და საკუთარი სახლის შეძენა გსურთ. პირველადი შენატანისთვის საკმარისი თანხა გაქვთ, მაგრამ დარჩენილი ნაწილისთვის  არ გყოფნით, ეს ის შემთხვევაა, როცა იპოთეკური სესხი გჭირდებათ.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ იპოთეკური სესხი უძრავი ქონების დაფინანსების ყველაზე გავრცელებული წყაროა, მაშინ როდესაც არ გაქვთ საკმარისი კაპიტალი, რომ მთელი ინვესტიცია ერთბაშად დააფინანსოთ.  ეს არის უზრუნველყოფილი სესხი, რადგან მასში იდება უძრავი ქონება. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სესხს, კრედიტორს უფლება აქვს ჩამოართვას საკუთრების უფლება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე. 

ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციისთვის, იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო კომპანია, მნიშვნელოვანია, კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და კლიენტის გადახდისუნარიანობის განსაზღვრა, შესაბამისად თავის მხრივ კლიენტისთვისაც არ არის იპოთეკური სესხის აღება მარტივი გადაწყვეტილება და მოითხოვს წინასწარ, გულდასმით შეფასებას. 

ამიტომ, მოდით მიმოვიხილოთ რა პირობებს სთავაზობენ საქრთველოში ბანკები მომხმარებლებს, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ პასუხები ზოგიერთ ძირითად კითხვაზე, რომელიც უნდა დაისვას მანამ, სანამ იპოთეკურ სესხს გამოიტანთ.

იპოთეკური სესხის პირობები

იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურად დგინდება ბანკების მიერ და თითოეული ბანკი განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს. იმისათვის რომ წარმოდგენა  შეგექმნათ იპოთეკური სესხების პირობებზე, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და ვითიბი ბანკის მაგალითებზე დაყრდნობით გამოვყოთ ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც აქ და თითქმის ყველა სხვა დანარჩენ ბანკშიც მსგავსია:

სესხის მოცულობა:  3 000 აშშ დოლარი ექვიალენტიდან ლარში იწყება სესხის მინიმალური ოდენობა. როგორც წესი მაქსიმალური ზღვარი არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია უძრავი ქონების ღირებულებაზე. თუმცა, აქაც საორიენტაციო ზედა ზღვარად 500 000 აშშ დოალრის ექვივალენტი ლარში უნდა მივიჩნიოთ.

ვალუტა: თანხის გატანა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, გასათვალისწინებელია ის რომ  200 000 ლარამდე სესხები, ნებისმიერ ბანკში, გაიცემა მხოლოდ ლარში.

სესხის ვადა: 6 – 240 თვე.

წლიური საპროცენტო განაკვეთი: 11,2 % - 11,7 %.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იწყება საშუალოდ 13 %-დან თუ სესხი ლარშია. ეს მაჩვენებელი ინდივიდუალურად დგინდება ბანკის მიერ. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მცირეა სესხის ვადა, მცირეა საპროცენტო განაკვეთიც.

იპოთეკურ სესხზე მოითხოვება უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით.

თანამონაწილეობა:  იპოთეკური სესხის აღებისას, კლიენტს უწევს უძრავი ქონების ღირებულების რაღაც ნაწილის პირადად დაფინანსება, როგორც წესი, თანამონაწილეობა შეადგენს უზრუნველყოფის ღირებულების 25%-30%-ს სესხის ლარში აღების დროს, ხოლო 70%-ს თუ უცხოურ ვალუტაშია.

სესხის გაცემის საკომისიო: უძრავი ქონების ღირებულების 0.4%.

შემოსავლის დადასტურება: იპოთეკური სესხის აღებისას აუცილებელია შემოსავლების დადასტურება. შემოსავლის წყაროდ ითვლება: ხელფასი, იჯარა, ბონუსი, გზავნილი ან დივიდენდი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პირობებისა,  ბანკები სხვადახვა განსხვავებულ მომსახურებებს და სიკეთეებს სთავაზობენ მომხმარებლებს, იმისათვის რომ არჩევანი სწორედ მათზე გაკეთდეს.  ასე მაგალითად, თიბისი გამოირჩევა სესხებისა და ბარათების მრავაფეროვნებით, რის საფუძველზეც მეტ მოქნილობას და თავისუფალ არჩევნას პირდება  მომხმარებელს.

საქართველოს ბანკი პროცენტის შემცირების შესაძლებლობის უპირატესობაზე აკეთებს აქცენტს. სპეციალურად შექმნილი  იპო ბარათით,  რაც კონკრეტულად იპოს მსესხებლებისთვის სესხის პროცენტის 2-ჯერ შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

ვითიბი ბანკი კი, თავისი იპოთეკური სესხის უპირატესობას , გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკში და სესხის აღების მარტივ პროცედურაში ხედავს, რაც გადაწყვეტილების 1 დღეში მიღებას გულისხმობს.

ფინანსების საგულდაგულოდ დაგეგმვა და გრძელვადიანი სესხის შედეგების კარგად გაცნობიერება არსებითად მნიშვნელოვანია იპოთეკური სესხით სარგებლობისას . აუცილებელია მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება რომელიც შეესაბამება არა მხოლოდ თქვენს მოთხოვნილებებს, არამედ ფინანსურ შესაძლებლობასაც. მიუხედავად სიკეთეებისა, სესხთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილება რისკთან ასოცირდება ამიტომ  სესხის აღებამდე, გაეცანით ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს და დაფიქრდით – ყველა შესაძლო არასწორად განვითარებულ სცენარზე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs