საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა | Property Georgia

საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა

ბოლო წლებში, თბილისში და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო. საინტერესოა რამდენად შეიცვალა საცხოვრებელ მიწებზე მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის მიწის ნაკვეთებზე და როგორი ტენდენცია შეინიშნება ფასების მხრივ. ამ მიზნით, კოლიერს ჯორჯიამ მიმოიხილვ გააკეთა საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბაზარზე თბილისსა და მის შემოგარენში. კვლევის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა, საშუალო ფასი და ბაზრის მოცულობა არის გააანალიზებული. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2019, 2020 წლებს და 2021 წლის პირველ ნახევარს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ საკვლევ არეალში ლიდერობენ წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.

წყარო: RECOV.GE

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: