20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადება უკვე დასრულებულ პროექტში King David | Property Georgia

20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადება უკვე დასრულებულ პროექტში King David

დღეიდან King David-ში რეზიდენციების შეძენა 20 თვიანი 0%-იანი შიდა განვადებით არის შესაძლებელი! პროექტი  მიღებულია ექსპლუატაციაში და 1-ლი დეკემბრიდან King David-ში პირველი მაცხოვრებლები გადმოვლენ.

რეზიდენციის შეძენისთანავე მომხმარებლებს აქვთ საშუალება დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრული დაფარვის შემთხვევაშიც კი შეუძლიათ საცხოვრებლად გადმოსვლა.

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსში King David, საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა. პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას 32 და 19 სართულიან კოშკებს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences განთავსებულია საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნეს ცენტრი, რომელიც უკვე სექტემბრიდან ოპერირებს. კოშკები ერთმანეთთან 6 სართულით არის დაკავშირებული და სწორედ ამ სართულებზე არის განთავსებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მათ შორის - 28 მეტრის სიგრძის აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით, რესტორანი, კაფეტერია, ივენთ ჰოლი, მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ლობი საკუთარი ბარით, ბიზნეს ცენტრის ლობი და პარკინგი. 32-ე სართულზე კი გათვალისწინებულია 5 ვარსკვლავიანი რესტორანი 360 გრადუსიანი პანორამული ხედით თბილისზე.

King David  უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის -  International Property Awards-ის ფარგლებში უკვე მეორედ აღნიშნავს საერთაშორისო წარმატებას. King David-მა 2016 წელს უმაღლესი - 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსი საქართველოში“. წელს კი King David საქართველოში საუკეთესო მაღალსართულიან საცხოვრებელ პროექტად დასახელდა.

King David-ის კონცეფცია გათვლილია წარმატებულ და საქმიან ადამიანებზე, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

* შეთავაზება ძალაშია 2017 წლის 20 ნოემბრამდე.

"REZID Holding GmbH" | "Rezid Tbilisi" BIC: 205290219 | 12 M.Aleksidze St., Tbilisi | +995 322 00 18 18 | [email protected] | www. kdr.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: