2019 წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები რედიქსისგან | Property Georgia

2019 წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები რედიქსისგან

Property Georgia   "რედიქსის" გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს,  ქეთი ჭითანავას ესაუბრა,კომპანიის მიმდინარე  პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

2019 წელი "რედიქსისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა და ერთგვარი ტრამპლინი იყო, როგორც სამომავლო პროექტების სამოქმედო გეგმის დასახვის მხრივ, ასევე მიმდინარე პროექტების გათვალისწინებით, რომლებზე მუშაობაც აქტიურ ფაზაშია, ნაწილი უკვე სრულდება და ნაწილის დასრულება უახლოეს წლებში არის დაგეგმილი.

კომპანიამ განახორციელა ფართო მასშტაბაიანი ინვესტიციები უძრავი ქონების სხვადსხვა მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურად აისახა, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ, ასევე უძრავი ქონების სექტორის განვითარებაზე. ვეცდები მოკლედ შევაჯამოთ ჯგუფის მასშტაბით მიმდინარე პროექტები:

ბიზნესცეტრი „CH64”- კლასის თანამედროვე ბიზნესცენტრია, რომელიც ქალაქის ცენტრში- ჭავჭავაძის გამზირზე, 64 ნომერში მდებარეობს. აღნიშნული ბიზნესცენტრი წინგადადგმული ნაბიჯია არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის. CH64 პირველი ბიზნესცენტრია საქართველოში, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო NFPA სტანდარტს აკმაყოფილებს. უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით, აღნიშნულ ბიზნესცენტრში უკვე განთავსდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი და ასევე უახლოეს მომავალში იგივე ბიზნესცენტრში ბინას დაიდებს საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები. ბიზნესცენტრის პირველ სართულზე კი თანამედროვე მხატვრის- ნინიკო მორბედაძის საავტორო გალერეა გაიხსნება.

ბიზნესცენტრი „CH64“ ორგანულად ერწყმის სასტუმრო "ჰილტონს გარდენ ინნს", რაც ქვეყნის ბიზნეს ტურიზმის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. Hilton Garden Inn 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

რედიქსის“HORECA მიმართულება წლიდან წლამდე იზრდება და 2019 წლიდან კომპანიის ოჯახს ახალი სასტუმრო "სამზეო" შეემატა, რომელიც თუშეთში, კერძოდ ომალოში მდებარეობს და საერთაშორისო სასტუმროების ჯგუფის “Preferred Hotels & Resorts”- ის წევრია.

აქვე 2019- 2020 წლების ჭრილში არ შეიძლება არ აღინიშნოს "რედიქსის" აქტივობა აბასთუმანში, სადაც კომპანია 2014 წლიდან მუშაობს უნიკალურ პროექტებზე. ბოლო პერიოდში აბასთუმანში გააქტიურებულმა პროცესებმა ხელი შეუწყო რედიქსის პროექტების სწრაფ განვითარებას:

სასტუმრო “აღობილი”- მაღალი სტანდარტის, თანამედროვე სასტუმრო, რომელიც 2021 წელს დასრულდება.

სასტუმრო “ვარძია”- ისტორიული სასტუმრო "ვარძიის" რეაბილიტაციის პროექტი, დასრულების სავარაუდო პერიოდია 2022 წლის გაზაფხული 

ისტორიული აბანო „სამეფო აბასთუმანი“- რომანოვების სამეფო აბანო, რომლის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2021 წლისათვის დასრულდება

უძრავი ქონების მიმართულების გარდა, ჯგუფის მასშტაბით პარალელურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულება, რომელიც მოიცავს რძის, თაფლის, ღვინის და ყველის წარმოება.

2019 საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო რედიქსისთვის და 2020-ის მოლოდინებიც შესაბამისია. კომპანია დღითიდღე ვითარდება და რა თქმა უნდა პოზიტიურად, შემართებით ვუყურებთ მომავალ წელსაც.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs