აქსის თაუერსი მომხმარებელს მოქნილ საოფისე გეგმარებას სთავაზობს | Property Georgia

აქსის თაუერსი მომხმარებელს მოქნილ საოფისე გეგმარებას სთავაზობს

პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხად უსაფრთხო გარემო რჩება, რის გამოც კომპანიების დიდი ნაწილი ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნა  პატარა, მაგრამ წარმომადგენლობით და  პრესტიჟულ ოფისებზე. შეცვლილ მოთხოვნას სრულად პასუხობს აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრი, რომელიც განთავსებულია კომპლექსის პედესტალში და მინის კოშკში მე-19 სართულამდე, საერთო ფართით - 16 720 მ2.  აქ დაგვხვდებათ A კლასის ოფისები დაგეგმარების მოქნილი სისტემით:

  • ოფისები 60 მ2 - დან
  • ომხმარებელზე მორგებული გეგმარება
  • ვიტრაჟები მთელ ფასადზე, რაც განაპირობებს ნათელ ოფისებს
  • მცირე ზომის საოფისე სივრცე სტანდარტულზე მეტი სამუშაო ადგილის განთავსების შესაძლებლობით, რის საშუალებასაც  შენობის კონსტრუქცია იძლევა

“აქსის თაუერსის” ოფისებზე არჩევანი გააკეთეს და ბიზნეს ცენტრში დღეს წარმოდგენილები არიან ისეთი ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, როგორებიცაა: პაშა ბანკი - საქართველო, ალკონი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, ტერმინალი, აქსისი, LSG Solutions.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აქსისი 22 წელია ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველმა ააშენა ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ საქართველოში.

 

გთავაზობთ, Property Georgia | ფროფერთი ჯორჯიას საინფორმაციო ვიდეო - ტურს Axis Tower | აქსის თაუერსში

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: