ალიანსის A კლასის ბიზნეს  ცენტრი - უძრავი ქონების მომავალი თბილისში | Property Georgia

ალიანსის A კლასის ბიზნეს  ცენტრი - უძრავი ქონების მომავალი თბილისში

2017 წლის პირველ კვარტალში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე A კლასის ბიზნეს ცენტრის საზეიმო გახსნა იგეგმება. ამ წლის დასაწყისი უკვე აღნიშნიშნულია ლოკალური და საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებისთვის, როგორც "ალიანს ცენტრის" გახსნის თარიღი, რომელიც სრულიად ახალ სამუშაო ადგილს შესთავაზებს ქალაქს, გამორჩეულს საუკეთესო ლოკაციითა და სრული სერვისის მქონე ფართებს ტენანტებისთვის.

Cushman & Wakefield | Veritas Brown (CW|VB) მთლიანად უზრუნველყობს მარკეტინგისა და გაყიდვების კამპანიას "ალიანს ცენტრისთვის". „ჩვენ მოხარულები ვართ რომ მოვიწვიოთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია "ალიანს ცენტრში", ჩვენს გამოცდილებისა და გლობალური გავლენის გამოყენებით. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს საერთშორისო ბაზრის ცოდნას ამ პრესტიჟული პროექტის განხორციელებაში გამოვიყენებთ, რის შემდეგაც  ტენანტებს თბილისის საუკეთესო საოფისე სივრცეებს შევთავაზებთ“ - აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ, CW|VB-ის ადგილობრივმა პარტნიორმა და ინვესტორებთან სერვისების განყოფილების დირექტორმა. მან გაგვიზიარა ინფორმაცია მომავალი ალიანს ცენტრის და ქართული საოფისე სექტორის შესახებ.


ბატონო გიორგი, რა იქნება ამ ცენტრის უნიკალური და უპირატესი მხარეები?

"ალიანს ცენტრი" ყველაზე გამორჩეული A კლასის ბიზნეს ცენტრი იქნება თბილისში,  რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, ეს ადგილი ქალაქის კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური მოძრაობების ძირითადი ჰაბი იყო საუკუნეების განმავლობაში.  ბიზნეს ცენტრი მოიცავს 5530 კვ.მ საოფისე ფართს. იგი ახლოს მდებარეობს როგორც საქართველოს პარლამენტთან ასევე კანცელარიასთან, იუსტიციის სახლთან და ქალაქის მაღალი კლასის სასტუმროებთან. დეველოპერი ტენანტებს სთავაზობს ფართებს ყველა მნიშვნელოვანი საჭიროებიბის შესაბამისად.

- მნიშვნელოვანი ლოკაცია ქალაქის ცენტრში
- დასრულებული ფართების მაღალ ხარსიხს
- რეცეფციის მომსახურებას
- 24/7 დაცვის სამსახურს
- 24/7 ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებას
-  ლიფტის ტექნიკურ კონტროლს
- ვენტილაციის სისტემის ტექნიკურ კონტროლს
-  მანძილი: 15 წუთი აეროპორტამდე

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც სხვა ბიზნეს ცენტრებთან ურთერთბისას მივიღეთ, თავისუფლად, შეგვიძლია ვთქვათ რომ "ალიანს ცეტნრი" ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს რომელიც თანამედროვე A კლასის ბიზნეს ცენტრისთვისა მნიშვნელოვანი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბევრმა ქართულ ბაზარზე ოპერირებადმა ბიზნეს კომპანიამ სწორედ ჩვენთან გადაწყვიტა რელოკაცია. ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა ტენანტის მოთხოვნას და ასევე, იმასაც რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფასები იქნება, ამიტომაც მათ კონკურენტუნარიანს და ადეკვატურს ვინარჩუნებთ ბაზართან მიმართებაში.

როგორ მოელით საოფისე ფართების სექტორის განვითარებას საქართველოში?

წლების განმავლობაში თავად მე ვიყავი ტენანტი სხვადასხვა A კლასის ბიზნეს ცენტრში, ვიცი რომ ძალიან ბევრი წლის შრომაა საჭირო, რომ A კლასის ბიზნეს ცენტრის სტანდარტებთან ახლოს იყო.  საერთაშორისო კოპანიებიდან მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მიწოდებაც შესაბამისად გაიზარდა და კონკურენტუნარიანი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბიზნეს ცენტრების უკვე რამდენიმე არჩევანია, ვფიქრობ რომ მსგავსი პროექტი არ არის, რომელსაც კონკურენტად მივიჩნევდით. ჩვენ სრულიად ვპასუხობთ A კლასის კრიტერიუმებს, ჩვენი შიდა კონცეფციით, ხარისხითა და სერვისებით და რაც მთავარია - ლოკაციით.

შეგიძლიათ ალიანსის A კლასის ბიზნეს ცენტრის,  მთავარი მახასიათებლები გვითხრათ?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ლოკაცია და შენობის ხარისხია. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს, მშენებლობის დასაწყისიდან დამთავრებამდე. "ალიანს ცენტრს" გასაოცარი გეგმარება და ფასადი გააჩნია, ცენტრი ასევე თანამედროვე საინჟინრო სისტემას ფლობს,  კომუნიკაციები და სხვა ქსელები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ვენტილაციის სისტემა, ტემპარატურის რეგულაცია, ხანძრის საშიშროების აღმოჩენის სისტემა და მიწისქვეშა პარკინგი - ეს ყველაფერი "ალიანს ცენტრის" შენმადგენელი ნაწილია.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: