აპარტოტელი გუდაურში - „საქართველოს ბანკისა“ და „რედ-კოს“ შეთავაზება | Property Georgia

აპარტოტელი გუდაურში - „საქართველოს ბანკისა“ და „რედ-კოს“ შეთავაზება

საქართველოს ბანკი“, დეველოპერულ კომპანიარედ-კოსთანერთად საკუთარ მომხმარებელს გუდაურში ბინის შეძენას, 9%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. შეთავაზება ძალაშია 15 ნოემბრამდე. „რედ-კოსგანცხადებით, კურორტზე უძრავი ქონების ფლობის მიღმა, ეს არის შესაძლებლობა, მომხმარებელმა, ჩარევის გარეშე მიიღოს შემოსავალი და დაიბრუნოს ბინაში გადახდილი თანხა 5-6 წელიწადში. ამისათვის, დეველოპერულ კომპანიის აპარტოტელის სისტემას იყენებს.

ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითიდღე იზრდება  და შესაბამისად მატულობს ტურისტების ნაკადი სამთო-სათხილამურო კურორტზე, რაც ნათლად ჩანს კურორტ გუდაურის განვითარების პროცესებში.

2023 წელს, საქართველო თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდინგში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ცხადს ხდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, უძრავი ქონების ფლობის მნიშვნელობას. აპარტოტელის სისტემის თავისებურებებისა თუ პროექტთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ, „რედ-კოსმარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - კატია აბსანძეს ვესაუბრეთ:

- რას მოიცავს აპარტოტელის სისტემა რომელსაცრედკოგუდაურში იყენებს?

უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ღირებული ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ადამიანს შეუძლია. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება ბინების ფასიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ადგილებში ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეველოპერებმა შექმნეს უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი - აპარტოტელი, რომელიც ორი კონცეფციის - საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში აპარტოტელების სისტემა ძალიან გავრცელებულია, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვლიდერობთ ამ სფეროში.

- რა გამოცდილება არსებობს აპარტოტელებს კუთხით საქართველოში?

აპარტოტელების სისტემა ბოლო წლებში საქართველოშიც, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, აქტიურად ვითარდება. აპარტოტელების პოპულარიზაცია, პირველ რიგში, თავად კურორტების განვითარებამ გამოიწვია. გუდაურისა და ბათუმის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურისტების ყოველწლიურ ზრდასთან ერთად, დაიწყო ამ სისტემის განვითარებაც. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი კანადური კომპანიაეკოსაინისმიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება. „ეკოსაინიმსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომლის სპეციალიზაცია კურორტების განვითარებაა.

- რა უპირატესობები აქვს "რედკო" აპარტოტელებში ბინის შეძენას და როგორ ზრუნავს კომპანია მომხმარებელთათვის ინვესტიციის დაბრუნებისთვის?

ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში "რედკო" მფლობელებს სთავაზობს: კლიენტების მოძიებას, ჯავშნების ადმინისტრირებას, სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას, აპარტამენტების დასუფთავებას,, ინვენტარის მოვლასა და დაზიანების შემთხვევაში, განახლებას. სისტემა ძალიან მოქნილია, რადგან ჩვენი კლიენტების უმეტესობა თბილისში საქმიანობს, ან უცხოელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. მათ პრაქტიკულად არაფერზე უწევთ ზრუნვა, მიღებული შემოსავალი კი ბევრად აღემატება შესაძლო შემოსავალს საბანკო დეპოზიტიდან.

- დაახლოებით, რა ფასებშია შესაძლებელია ახალ გუდაურში, „რედკოსმიერ აშენებულ აპარტოტელში აპარტამენტის შეძენა?

ეს დეტალი რა თქმა უნდა დამოკიდებულია სხვადასხა მონაცემზე, საშუალოდ 25 000 დოლარიდან იწყება აპარტამენტის ფასი.                                  

- როგორიარედკოსროლი გუდაურის როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების საკითხში?

რედკომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გუდაურის განვითარების პროცესში. აღსანიშნავია ძალიან საინტერესო ფაქტი - სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30- წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე, აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი ეკავა. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს რაც მოიცავს აპარტოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს. ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებთან და მსოფლიო დონის საპროექტო ფირმებთან, მათ შორის Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. კომპანიის ბიზნესპორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს, გუდაურის შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა: კურორტი ახალი გუდაური - 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი.

- სამომავლოდ რა აქციებსა თუ სიახლეებს შემოგვთავაზებსრედკო“?                                                   

წინ ცხელი სეზონი გვაქვს და ჩვენ ჩვენს დამსვენებელს ვთავაზობთ სხვადასხვა სიახლეებს. ასევე იგეგმება ბევრი ღონისძიება დამსვენებლისთვის, რომელსაც მალე დავანონსებთ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: