Axis Towers-ი  A-კლასის არჩევანი

Axis Towers-ი A-კლასის Aრჩევანი

გოგა კაპანაძე, Axis-ის გენერალური დირექტორი: “ბიზნეს-ვიზიტორებზე გათვლილი სასტუმრო Pullman-ი ჭავჭავაძის გამზირს სრულიად ახალ - ტურისტულ ფუნქციას შეძენს.”

საცხოვრებელი,  სასტუმრო, საოფისე და კომერციული ფართები და გასართობი ინფრასტრუქტურა - Axis Towers-ის უნიკალური პროექტი დეველოპმენტის 5 მიმართულებას აერთიანებს. Property Georgia გოგა კაპანაძეს, კომპანიის გენერალურ დირექტორს ვაკის ცენტრალურ გამზრიზე მშენებარე ტყუპი კოშკების შესახებ ესაუბრა.    

ქეთი ტაბატაძე

- საცხოვრებელი ფართის შეძენა დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, პოტენციური მობინადრე ბინის შერჩევისას ყურადღებას პირველ რიგში სამშენებლო პროექტის სანდოობაზე აკეთებს. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ამ კუთხით მომხმარებელზე Axis Towers-ში მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ფრანგული ქსელის Accor-ის 5-ვარსკვლავიანი ბრენდის Pullman Hotel განთავსება?

Axis Tower-ში მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ფრანგული ქსელის Accor-ის 5-ვარსკვლავიანი ბრენდის Pullman Hotel განთავსება ცხადია საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პროექტზე, სანდოობის, მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის მხრივ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს შემოსვლა დადებითად იმოქმედებს Axis Towers-ის მაცხოვრებლებზე.  ყველასთვის სასიამოვნოა, რომ კომპლექსში, რომელშიც ცხოვრობ განთავსებულია ხუთვარსკვლავაინი სასტუმრო და შენ, როგორც კომპლექსის მაცხოვრებელს გაქვს შესაძლებლობა სასტუმროს გარკევული სერვისებით ისარგებლო. ეს ყოველივე კი თავად პროექტს მეტ კომფორტულობასა და პრესტიჟულობას სძენს.

- როგორ შედგა Axis-ის და Pullman Hotels and Resort-ის თანამშრომლობა? რა ძირითადი კრიტერიუმებით მოიხიბლა სასტუმროების სფეროს საერთაშორისო მოთამაშე ქართული ბაზრით და კონკრეტულად თქვენი კომპანიით?

პირველ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე მსხვილ მოთამაშეს დავუკავშირდით. დიდხანს ვარჩევდით სასტუმროს , რომელიც თავსებადი იქნებოდა Axis Towers-ის ბრენდთან, იმიჯითან და სხვა მონაცემებით.

თავად სასტუმროსთვისაც მომხიბლავი აღმოჩნდა ქართულ ბაზარზე შემოსვლა. საერთაშორისო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევებითაა დადასტურებული, რომ ქართულ ბაზარზე, ტურიტული ინვესტიცია საკმაოდ მომხიბვლელია. ამას ადასტურებს ქვეყანაში სასტუმროების დაკავებულობის კოეფიციენტი, ფასები, მოთხოვნა და არნახულად ზრდადი ნაკადები. გარდა ამისა, Pullman-ის წარმომადგენლები ძალიან მოხიბლა უშუალოდ Axis Towers-ის არაორდინალურმა და თანამედოვე არქიტექტურამ, შიდა გეგმარებებმა, რომელიც უახლეს საერთაშორისო სტანდარტებთანაა შესაბამისობაში. ყველაფერთან ერთად უნიკალურმა პროექტმა და პრემიუმ ადგილმდებარეობამ, საბოლოო ჯამში შეთანხმებადმე მიგვიყვანა.

კომპლექსში ყველა საერთაშორისო სტანდარტია დაცული, იქნება ეს უსაფრთხოება, სახანძრო ნორმები, საკონფერენციო ოთახების რაოდენობა და ზომები,  შიდა გეგმარებები და ოთახის ზომები, რესტორნების რაოდენობა, აუზი, დიდი სპორტული დარბაზი, სპა. მნიშვნელოვანია, რომ არის მიმართულებები, რომლებშიც არათუ ვიცავთ, არამედ ვჭარბებთ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და სწორედ ამის გამო გვინდა ვიყოთ გამორჩეულები.

- 2018 წლისთვის, როდესაც Pullman Hotel-ის გახსნაა დაგეგმილი, რა სურათი იქნება სასტუმროების ბაზარზე თბილისში? ვინ იქნებიან 5-ვარსკვლავიან სეგმენტში თქვენი მთავარი კონკურენტები და რა უპირატესობებს შესთავაზებს თქვენს კომპლექსში განთავსებული საერთაშორისო ბრენდი სტუმრებს?

2018 წლისთვის, ცხადია ბაზარზე გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები. გაიზრდება სასტუმროების რიცხვი, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, თუმცა ეს ფაქტი არ გვაშინებს , რადგან ვეყრდნობით მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება ტურისტების ნაკადი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამორჩეულ, ბიზნეს სეგმენტზე ვართ ორიენტრიებული.

Pullman-ი არის საქმიანი ადამიანების ბრენდი. აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ში წარმატებითაა გაერთიანებული დეველოპმენტის 5 მიმართულება.  აქ თავმოყრილია რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც  ავესებენ ერთმანეთს და სინერგიულ ეფექტს ქმნის. სავარაუდოა, რომ შენობაში არსებული ოფის ცენტრის სტუმრები ამ სასტუმროში გაჩერდებიან, გამოიყენებენ საკონფერენციო თუ შეხვედრების ოთახს საქმიანი  ურთიერთობისთვის. თუმცა მათ ამავე შენობაში ექნებათ დასვენებისა და გართობის საშუალება, რასაც კომპლექსში განთავსებული სპორტული დარბაზი, სპა, რესტორნანი, სქაი ბარი თუ საფეხმავლო ქუჩის კაფე-ბარები უზრუნველყოფს.

- განსაზღვრავს თუ არა 5-ვარსვლავიანი სასტუმრო Axis Towers-ის კომპლექსში არსებული საცხოვრებელი ფართების მიზნობრივ სეგმენტს, როგორც მაღალშემოსავლიან ადამიანებს?

Axis Towers-ის საცხოვრებელი ფართების მიზნობრივ სეგმენტს არ განსაზღვრავს მხოლოდ 5 ვარსკვლავაინი სასტუმროს შემოსვლა. თავისთავად პროექტი თავიდანვე განსაზღვრული იყო ამ მიზნობრივ სექმენტზე. თუმცა ცხადია, ასეთი ტიპისა და ხარისხის სასტუმროს შემოყვანა ეხმარება პროექტს ამ პოზიციის გამყარებაში. საინტერესოა, რომ მოლაპარაკებების დროს, ბევრი შემოთავაზება მივიღეთ 4 ვარსკვლავიანი, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სასტუმროებისგან, თუმა პროექტის იმიჯიდან გამომდინარე საბოლოოდ არჩევანი მაინც სასტუმრო Pullman-ზე შევაჩერეთ.

- როგორია გაყიდვების სტატისტიკა? რა ტიპის საცხოვრებელი ფართებია ყველაზე მეტად მოთხოვნადი?

საინტერესოა, რომ გაყიდულ საცხოვრებელი ფართებში არ არის გამოკვეთილი ბინის ტიპი. Axis Towers-ში ადამიანები სხვადასხვა მიზნებისთვის ყიდულობენ ბინებს. ერთნი საინვესტიციოდ და ამ შემთხვევაში ფართის ზომა შედარებით მცირეა, მეორენი კი საცხოვრებლად ოჯახისთვის შედარებით დიდ ბინას არჩევენ. რაც შეეხება მოთხოვნას, რაც დრო გადის გაყიდვების ტემპი მატულობს. დიდი გავლენა იქონია საცხოვრებელი კოშკის სტრუქტურის დასრულებამ, რომლის მოპირკეთებაც გვიან შემოდგომით დაიწყება. მშენებლობის პროცესის პარალელურად იზრდება გაყიდვების მაჩვენებელი და ვიმედოვნებთ რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

როგორია Axis Towers-ის საფასო პოლიტიკა?

პროექტის უნიკალურობიდან გამომდინარე, ცხადია ეს არ არის იაფფასიანი პროდუქტი. თუმცა, კომპანიის შიდა გადაწყვეტილებით, შევიმუშავეთ დემოკრატიული საფასო პოლიტიკა. შედარებით დაბალ სართულებზე მომხმარებელს ვთავაზობთ მცირე ზომის ბინებს (სართულზე 6 ბინა) , რომელთა ჯამური ღირებულება ხელმისაწვდომია.

საცხოვრებელი ფართები იწყება მე-7 სართულიდან. აქ მინიმალური ფასი კვ.მ-სთვის არის 1500$,  ფასები იზრდება სართულების ზრდის შესაბამისად 30$-ით. Axis Towers-ში საცხოვრებელი ფართის მინიმალური ზომა არის 45 კვ.მეტრი.

- Axis Development-მა საქართველოში პირველი ტყუპი ცათამბჯენის მშენებლობას საფუძველი 2006 წელს ჩაუყარა, პროექტის მშენებლობა 2015 წელს “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით განახლდა. დღეს რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები და როდის უმასპინძლებს  Axis Towers-ის პროექტი მობინადრეებს და სტუმრებს? 

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ეტაპზე საცხოვრებელი, ქვის კოშკის სტრუქტურა დასრულებულია. გვიან შემოდგომით დაიწყება მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 2017 წლის ბოლოს კი დასრულდება საცხოვრებელი კომპლექსი. რაც შეეხება შუშის კოშკს, სტრუქტურის ნახევარზე მეტი უკვე აშენებულია. სასტუმროსა და ოფის ცენტრის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ზაფხულზე და ამ დროს მაცხოვრებლებს შეეძლებათ ბინებში გადასვლა.

- Pullman Hotel-ის გარდა Axis Towers -ში განთავსდება საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები. როგორია კომპლექსის ინფრასტრუქტურა და მომსახურება, რაც საერთო ჯამში მომხიბვლელს ხდის Axis Towers-ის პროექტს?

არაერთხელ ვახსენეთ , რომ Axis Towers-ი უნიკალური პროექტია, რადგან ის თავის თავში აერთიანებს დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას: საცხოვრებელი,  სასტუმრო,საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. საცხოვრებელი მიმართულება გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, დიდი ვიტრაჟებით, ნათელი ბინებით, Smart House -ფუნქციით, კეთილმოწყობილი ეზოთი, სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ხუთვარსკვლავიანი მომსახურებით.  ბევრი ვისაუბრეთ ბიზნეს ტურისტებზე გათვლილ სასტუმრო Pullman-ზე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს სრულიად ახალ - ტურიტულ ფუნქციას სძენს. მნიშვნელოვანია, რომ Axis Towers-ში განთავსდება პირველი A კლასის ოფის ცენტრი საქართველოში, რომლის განკარგულებაშიც იქნება 1000კვ.მ-იანი საკონფერენციო დარბაზი და მთლიანი სართული შეხვედრების ოთახებისთის. რაც შეეხება კომერციულ მიმართულებას კომპლექსში შემოდის საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტი და სხვადასხვა მიმართულების მაღაზიები.  ამ ყველაფერს კი ნამდვილად ავსებს პროექტის გასართობი ფუნქციები. აქ გაიხსნება ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზი, სპა, 25 მეტრიანი აუზი, მოძრავი გადახურვით, Sky Bar , Music Hall და კაფე-რესტორნები საფეხმავლო ქუჩაზე.მნიშვნელოვანია რომ მიწისქვეშა 3 სართულზე მოეწყობა ავტოსაგომი, რომლის საერთო ზომა ოთხი ფეხბურთის მოედნის ზომას უტოლდება.

- დავუბრუნდეთ ისევ ბრენდებს - საოფისე და კომერციულ ფართები. რომელი ცნობილი კომპანიები არიან წარმოდგენლინი Axis Towers-ში?

დღეისათვის სხვადასხვა საერთაშორიო და ადგილობრივ კომპანიებთან ვართ მოლაპარაკების სხვადასხვა ეტაპზე. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით კონიდეფციალურია.

- ერთ წელიწადში Axis-ს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების 20 წელი უსრულდება. ორი დეკადის განმავლობაში კომპანიამ 15 პროექტი განახორციელა. როგორი იყო Axis-ი 1998 წელს და რა გამოწვევები მიიღო და გადალახა კომპანიამ დღემდე? როგორია ინოვაციური პროექტების ამბიციის განმცხადებელი დეველოპერის სამომავლო გეგმები?

1998 წელს Axis -ი იყო პატარა კომპანია დიდი გეგმებით, ორიენტირებული პატარა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.

კომპანიან მიიღო უზარმაზარი გამოწვევები, გადალახა 2008 წლის ომი, უპრეცედენტოდ მასშტაბური მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, რაც ბევრმა ქართულმა კომპანიამ ვერ მოახერხა.

Axis-ის სამომავლო გეგმები ცხადია განვითარება და გაფართოებაა. ვგეგმავთ გრძელვადიან ინვესტიციებს და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, სასტუმროებისა და ოფის ცენტრების პროექტებზე მუშაობას და საკურორტო ზონების განვითარებას. 

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: