წარმატებული განვითარების ხედვა “რედიქს ჯგუფისგან” | Property Georgia

წარმატებული განვითარების ხედვა “რედიქს ჯგუფისგან”

9 წელია უძრავი ქონების სექტორში წარმატებულად ოპერირებს, გამოწვევებს ინოვაციებით პასუხობს და ადგილობრივ ბაზარს მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების ახალი პროექტებით ანებივრებს - ეს “რედიქს ჯგუფია”- კომპანია განვითარების შეუქცევადი ხედვით.  Property Georgia ნინი ჩხეიძეს, “რედიქს ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის დირექტორს ესაუბრა.

- “რედიქს ჯგუფი” უძრავი ქონების ბაზარზე 9 წელია წარმატებულად ოპერირებს. როგორ შეაფასებდით სექტორის განვითარების მიმდინარე პერსპექტივებს?

- უძრავი ქონების სექტორი საქართველოში მზარდია და დინამიურად ვითარდება. ბოლო წლებში მოთხოვნა და მიწოდება, როგორც ეკონომ-კლასის უძრავ ქონებაზე, ასევე ექსკლუზიურ, ძვირადღირებულ პროექტებზე, შესამჩნევად გაიზარდა. პოტენციალი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისსა და ბათუმში იყრის თავს. სასურველი იქნებოდა მეტი ახალი პროექტი და განვითარება სხვა რეგიონებსაც შეეხოს.

- რით გამოირჩევა თქვენი კომპანია, რა დამატებით ღირებულებას  ქმნის “რედიქს ჯგუფი” ადგილობრივ ბაზარზე?

- “რედიქს ჯგუფის” ისტორია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან იწყება. კომპანიის თავდაპირველი საქმიანობის სფერო უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას მოიცავდა. “რედიქს ჯგუფმა” მალევე დაიმკვიდრა უნიკალური ადგილი ადგილობრივ ბაზარზე და გახდა პირველი დეველოპერი, რომელმაც საქართველოში ევროპული სტანდარტის შესაბამისი უპრეცედენტო პროდუქტი წარადგინა – საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართები დასრულებული რემონტით.

2008 წლიდან, უძრავი ქონების მართვისა და განვითარების პარალელურად, კომპანიამ ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვას და განვითარება შეითავსა; შეიქმნა ჰორეკა დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს ბუტიკ სასტუმრო „კაბადონს“ სიღნაღში, აპარტოტელ „ლე პორტს“ ბათუმში, რესტორნების ქსელს „რედ კაფე“ თბილისში. ჰოლდინგის პორტფოლიოში ასევე შედის პრემიუმ კლასის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი „კლუბი 71“, ტურისტული სააგენტო „რედიქს თრეველი“ და საბავშვო ბაღი.

- რომელი პროექტების წარდგენას გეგმავთ უახლოეს მომავალში ბაზარზე და რა ტიპის მომხმარებელზე გაკეთდება გათვლა/ თანამშრომლობა

- 2009 წელს “რედიქს ჯგუფმა" გახსნა A კლასის ბიზნეს ცენტრი „ტაბიძე 1“ თავისუფლების მოედანზე. ბიზნესცენტრმა დამსახურებულად მოიპოვა აღიარება და საპატიო ადგილი უძრავი ქონების ბაზარზე. 2016 წლის შემოდგომაზე კი დასრულდა და გაიხსნა „ტაბიძე 1“-ის მეორე ბლოკი. ფეშენებელური A კლასის ბიზნეს ცენტრის თანამედროვე დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგიები, სრულყოფილი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული მრავალფეროვანი სერვისები - ეს ყველაფერი საუკეთესო სამუშაო სივრცეს უზრუნველყოფს.  ცენტრის  ოპტიმალური და პრაქტიკული დაგეგმარება, დახვეწილი ინტერიერის დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ სამუშაო გარემოს გამორჩეულს და მეტად ეფექტურს ხდის.

ნოემბრის ბოლოს კომპლექსში რესტორნების ქსელი „რედ კაფეს“ ახალი რესტორანი გაიხსნება. „რედ კაფე“ მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს: დატვირთული გრაფიკის მქონე საქმიანი ადამიანებისთვის აქ წარმოდგენილი იქნება საუზმის, ლანჩისა და ვახშამის კომბინირებული მენიუები. სპეციალურად მორგებული ადგილი იდეალური იქნება ასევე ბიზნეს ლანჩებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის. რესტორანში მომხმარებელს დახვდება იდეაულური გარემო და საშუალება დაზოგოს დრო, ამავდროულად ისიამოვნოს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული საკვებით.

კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია თბილისში სასტუმრო “ჰილტონისა” და ექსკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომლის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე. კომპანია ასევე ახორციელებს სასტუმროების მშენებლობას თუშეთსა და აბასთუმანში.

“რედიქს ჯგუფი” პროექტების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონსულტანტებთან და პარტნიორებთან, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია უძრავი ქონების სექტორში ხარისხის, ინოვაციების, საერთაშორისო სტანდარტების და გამოცდილების გაზიარება, დანერგვა.

- როგორ აფასებთ Property Georgia- საქმიანობას და რას უსურვებდით პორტალს?

Property Georgia ძალიან დროული და წარმატებული პროექტია. მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი პორტალი, რომელშიც თავს იყრის ყველა საინტერესო ინფორმაცია და სიახლე უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გისურვებთ გაფართოებას და მრავალ ახალ გამოწვევას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: