წყლის გზატკეცილები, საჰაერო ტაქსი და კოსმოსური სასტუმროები - მომავლის სამყარო | Property Georgia

წყლის გზატკეცილები, საჰაერო ტაქსი და კოსმოსური სასტუმროები - მომავლის სამყარო

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - 2019 წლის 29 აგვისტო - ბრიტანეთის ექვსი წამყვანი აკადემიკოსი და ფუტურისტთა ექვსი ჯგუფი ერთად იკრიბება, რათა შექმნან მომავლის გეგმა - როგორ ვიცხოვრებთ 50 წელიწადში. თუკი ექსპერტებს დავუჯერებთ, 2069 წელს დრონის ტიპის ტაქსები და ავტობუსები, კოსმოსური სასტუმროები და წყლის მაგისტრალები გვექნება.

სახლი, რომელიც თვითონ სუფთავდება, სხეულის იმპლანტანტები, რომლებიც აკონტროლებენ ჩვენს ჯანმრთელობას და საჰაერო ტაქსები - ბრიტანელებს სურთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეალობად აქციონ.  

თუმცა ეს ყველაფერი არაა. სივრცეში სარაკეტო მოგზაურობა ლონდონიდან ნიუ-იორკში 40 წუთში იქნება შესაძლებელი. ქვიდიჩის სტილის საჰაერო სპორტული მატჩები ჩატარდება მთელ მსოფლიოში და მოეწყობა ყოველდღიური გასეირნება ცაში თვითმფრინავის ტიპის ტაქსებისა და ავტობუსების მეშვეობით;

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანდაცვის და კვების სფეროში:

ვირტუალი მომვლელი: გვექნება შესაძლებლობა გვყავდეს ციფრული „მეგობარი“, რომელიც გაეცნობა ჩვენს ცხოვრებას და ჯანმრთელობას. სპეციალური სენსორების მეშვეობით, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას აკონტროლებს, ვირტუალი მომვლელი სადაც არ უნდა წავიდეთ ყველგან დაგვეხმარება მივიღოთ ყველაზე ჯანმრთელი გადაწყვეტილებები.

სასიცოცხლო ორგანოების 3D ბეჭდვა: დაუყონებლივი ჩანაცვლების უზრუნველყოფა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ორგანოებიც ისეა დაზიანებული, რომ ვეღარ აღდგება. ახალი ორგანოები შეიძლება იმაზე უფრო ხარისხიანი და სიცოცხლისუნარიანი იყოს, ვიდრე ისინი, რომლითაც დავიბადეთ. მაგალითად ღამით გაუმჯობესებული ხედვა, ან ახალი გული და ფილტვები.

გართობის სახეებიც შეიცვლის ფორმებს, მაგალითად:

საჰაერო სპორტული მატჩები: ჩვენს საყვარელ სპორტულ გუნდებს იმ დროს ვულშემატკივრებთ, როცა ისინი სტადიონზე ჰოვერბორდებით იფრენენ ქვიდიჩის სტილის ოთხგანზომილებიან სპორტულ მატჩებში.

ინტერაქტიული ფილმები და კომპიუტერული თამაშები: როდესაც საქმე სახლში ფილმის ყურებასთან გვექნება, შესაძლებელი იქნება ჩავიცვათ სპეციალური კოსტუმები, რომლებიც ქმნიან შეხების შეგრძნებებს, ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს ფიზიკურად ვიგრძნოთ ფილმი ან ვიდეო თამაში.

არდადეგები კოსმოსში: ჩვენ ვიღებთ ჩანთებს და მივდივართ მდიდრულ კოსმოსურ სასტუმროებში, რომელიც მთვარის ან რომელიმე სხვა პლანეტის ორბიტაზე იმოძრავებს და საკუთარ გრავიტაციას შექმნის.

TechUK– ის პრეზიდენტი და კოდირების ინსტიტუტის თანათავმჯდომარე, ჟაკლინ დე როჟასი, ამბობს, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში  უდიდესი ტექნოლოგიური ცვლილებები და ინოვაციები განხორციელდება, თანაც ისეთი, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ციფრული რევოლუცია, ისევე როგორც ინდუსტრიული რევოლუცია 250 წლის წინ, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და მომავლის შეხედულებებს ცვლის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: