“Dreamland Oasis Chakvi" 2019 წლის საზღვაო სეზონისთვის მზად არის | Property Georgia

“Dreamland Oasis Chakvi" 2019 წლის საზღვაო სეზონისთვის მზად არის


სასტუმრო და აპარტამენტები ერთ სივრცეში "Dreamland Oasis Chakvi"-ის შეთავაზება ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებლებს

შავი ზღვის სანაპიროზე პირველი პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი "Dreamland Oasis Chakvi" 2019 წლის საზღვაო სეზონისთვის მზად არის. ადგილობრივ სასტუმროებს შორის ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული სივრცე სასტუმროს გარდა საცხოვრებელ ზონასაც მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმროს დამსვენებლებთან ერთად აპარტამენტების მაცხოვრებლებსაც ემსახურება. „2014 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კონცეფცია, რომელიც უპრეცედენტო იყო იმ პერიოდში, საქართველოში არ არსებობდა მსგავსი განვითარება. გადავწყვიტეთ 10 ჰა ტერიტორიაზე შეგვექმნა ისეთი კომპლექსი, სადაც ერთ სივრცეში იქნებოდა თავმოყრილი ყველა ის აუცილებელი ინფრასქტუქტურა, რაც დამსვენებლებს სჭირდებათ სასტუმროდან გაუსვლელად. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა სასტუმრო და აპარტამენტები ერთ სივრცეში მოისაზრებოდა. მართვის კუთხითაც ეს იყო უპრეცედენტო. თავიდან მოგვიხდა სწავლა. შევისწავლეთ ხორვატიის, ბულგარეთის, ესპანეთის გამოცდილება. ადაპტირება გავუკეთეთ და დღეს სასტუმროს სტუმრების და აპარტამენტების მეპატრონეების თანაცხოვრება ერთ სივრცეში ჰარმონიულად მიმდინარეობს.“ - ნიკოლოზ გეგუჩაძე, "Dreamland Oasis Chakvi"-ის მმართველი პარტნიორი.

სასტუმროს მომსახურების გარდა, კომპლექსი დამსვენებელს ერთსაძინებლიან, ორსაძინებლიან და სტუდიოს ტიპის აპარტამენტებს სთავაზობს, რომელთა საერთო ფართი 33-დან 120 კვ.მ -მდე მერყეობს. თითოეული საცხოვრებლად გამზადებულ მდგომარეობაში იყიდება და განსაკუთრებული ხედი აქვს - შავ ზღვაზე, ბათუმის ღირსშესანიშნაობებზე და ევკალიპტების ტყეზე გამავალი. ასევე, ტერასა და საკუთარი ბაღი ახლავს. კომპლექსის მენეჯმენტი, მფლობელის სურვილის შემთხვევაში აპარტამენტის გაქირავებას თავად უზრუნველყოფს. აპარტამენტების ფასები ფართის გარდა სეზონურობასა და სხვა გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

"Dreamland Oasis Chakvi“ 10 ჰა გადაჭიმული დასასვენებელი კომპლექსია, რომლის განვითარებაში 70-მდე მილიონი დოლარი ჩაიდო. როგორც "Dreamland Oasis Chakvi"-ის, აღმასრულებელი დირექტორი უძრავი ქონების მიმართულებით, ნინო ბუჟგულაშვილი PROPERTY GEORGIA-ს  მმართველ პარტნიორსა და საქმიანი დილის  PROPERTY GEORGIA- ს რუბრიკის წამყვან ლიკა ქარდავასთან  საუბარში აცხადებს, კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს საბავშვო გასართობ ზონებს, საცურაო აუზებს, აკვაპარკს, 500 მეტრიან კერძო სანაპირო ზოლსა და ბარ-რესტორნებს. ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში დაცვის სამსახური ემსახურება.

„მუდმივად ვზრუნავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. თითოელი ხე-მცენარე ჩამოტანილია ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან, რათა ეს კოპლექსი სრულად ამართლებდეს თავის სახელს და წარმოადგენდეს ოაზისს რეგიონში. სპეციალურად გვაქვს შემუშავებული პროგრამა, როგორც პასიური, ისე აქტიური დასვენებისთვის. კიდევ ერთი სერვისი რაც გვემატება, ეს არის საბავშვო ბაღი, შემეცნებითი აქტივობებით, სადაც მშობელს შეუძლია დატოვოს ბავშვი და თვითონ სრულფასოვნად დაისვენოს. გაირუჯოს ან ესტუმროს ბარ-რესტორნებს, სადაც მრავალფეროვანი მენიუ დახვდება“ - აცხადებს "Dreamland Oasis Chakvi"-ის, აღმასრულებელი დირექტორი უძრავი ქონების მიმართულებით, ნინო ბუჟგულაშვილი.

მიუხედავად შემდგარი ოაზისისა, ამჟამად პროექტის მხოლოდ ორი ეტაპია დასრულებული. ტერიტორიის განვითარება კვლავ გრძელდება. 2023 წლამდე მისი მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 94 მილიონ დოლარს მიაღწევს. კომპლესის მენეჯმენტი ახალი საცურაო აუზების დამატებას და აპარტოტელების მიმართულების განვითარებას გეგმავს, რომლის მომხმარებლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: