ექსტრემალურ სიცხესთან ბრძოლა: ურბანული დიზაინი | Property Georgia

ექსტრემალურ სიცხესთან ბრძოლა: ურბანული დიზაინი

საიდუმლო არაა ის ფაქტი, რომ კლიმატის ცვლილებამ ექსტრემალური ამინდი და რეკორდული სიცხეები დააფიქსირა მთელ მსოფლიოში. გასულმა თვემ ევროპის ისტორიაში ყველაზე ცხელის სტატუსი მოიპოვა. მაგალითად, საფრანგეთში ქალთა მსოფლიო თასის მიმდინარეობის დროებით შეჩერება გახდა საჭირო, 4000ზე მეტი სკოლა კი დაიხურა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ ტემპერატურამ 90 ფარენჰეიტს მიაღწია, რაც საშუალო მაჩვენებელზე 20-ით მეტია. ყველაზე მაღალი ტემპერატურა სან-ფრანცისკოში დაფიქსირდა - 100 ფარენჰეიტი, რაც საშუალოზე 30 ფარენჰეიტით მეტია.

თუმცა, კლიმატის ცვლილება არ არის ერთადერთი ფაქტორი. ბოლო საუკუნის ურბანულმა დაგეგმარებამ და დიზაინმა ქალაქები ერთგვარ ღუმელებად აქცია. ურბანულმა განვითარებამ, ავტომობილების რიცხვის ზრდამ გამოიწვია ისეთი ავტოსადგომების, ასფალტისა და სახურავების გაჩენა, სადაც მწვანე სივრცესა და ხეებს თითქმის ვერ შეხვდებით.

იმისთვის, რომ კლიმატური ცვლილების რეალობასთან ადაპტაცია მოვახერხოთ, საჭიროა ავაშენოთ ქალაქები, რომლებიც მორგებულია ადამიანზე და ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე. საბედნიეროდ, არსებობს დადასტურებული, დაბალდანახარჯიანი საშუალებები იმისთვის, რომ მაღალი სიცხის ზემოქმედება შევამციროთ. ეს შესაძლებელია უფრო მეტი ჩრდილის შექმნით, გამწვანებითა და წყლის დამატებით, ზედაპირების ფერის სიმსუბუქით და შენობების დიზაინის ადაპტირებით.

ასეთ დროს ჩრდილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კომფორტისთვის. ახალი კვლევის მიხედვით, თუკი შენობების 40% ხის ზედაპირით იქნება დაფარული, ეს გამოიწვევს ტემპერატურის შემცირებას დაახლოებით 10 ფარენჰეიტით. ლონდონი, ნიუ-იორკი, მილანი - ეს ქალაქები ცდილობენ ხეების დარგვას, ახალი პარკების, მწვანე სახურავებისა და ვერტიკალური მწვანე კედლების შესაქმნელად, რათა ცოტათი მაინც გააგრილონ სივრცე. Nashville, TN, აშშ - ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია, რომელმაც გასულ წელს დაიწყო Root Nashville– ის კამპანიის ჩატარება, რომლის მიზანიცაა ქალაქის მასშტაბით 500,000 ხის დარგვა. ფოკუსირება კეთდება უბნების საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე და დაუცველი მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელზე.

გარდა გამწვანებისა, ქალაქების გაგრილების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წყალი. წყლის ისეთი წყარო, როგორიც მაგალითად შადრევანია, ხელს შეუწყობს ქალაქში მაცხოვრებლებს გაგრილებასა და რეჰიდრატაციაში. 

ქალაქებმა ასევე სტრატეგიულად უნდა აითვისონ საზოგადოებრივი ადგილები, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით 30-35% შეადგენს და შესაბამისად, შეამცირონ მუქი ზედაპირის მიერ სითბოს შთანთქმის ეფექტი. ლოს ანჯელესი გეგმავს ამრეკლავი საიზოლაციო მასალების გამოყენებას, რაც ზედაპირის ტემპერატურას დაახლოებით 16 ფარენჰეიტით შეამცირებს. 

გარდა ამისა, ლოს ანჯელესში პარკინგი დაახლოებით 17 მილიონზე მეტ კვადრატულ მეტრს იკავებს, ეს იგივეა რაც 1400 ფეხბურთის მოედანი. პარკინგის ზედაპირიც შეიძლება დაიფაროს ისეთი მასალით, რომელიც ხელს შეუწყობს ტემპერატურის შემცირებას.

ჩვენთვის აუცილებელია, რომ კლიმატურ ცვლილებებს სერიოზულად მოვეკიდოთ და მათთან ადაპტირება მოვახერხოთ, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახლდება ქალაქში, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაც და მომავალიც სწორედ ამ საკითხზეა დამოკიდებული. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: