FIABCI-GEORGIA - პირველი ეროვნული გალა-დაჯილდოება 2020 | Property Georgia

FIABCI-GEORGIA - პირველი ეროვნული გალა-დაჯილდოება 2020

FIABCI Georgia-ს, Property Georgia-სა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, GNARE-ს მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორების თანაორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება - უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული.

​29 აპრილს, საერთაშორისო უძრავი ქონების ფედერაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა - FIABCI-Georgia საქართველოში პირველად ჩაატარებს ეროვნულ გალა-დაჯილდოებას Prix d'Excellence Georgia, რომელსაც მოჰყვება დეველოპერთა გამოფენა, გამოფენა Caucasus Build, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) რიელტორთა გალა-დაჯილდოება, ქვეყნების პრეზენტაციები, კონფერენციები, საგანმანათლებლო ტრენინგები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები. უძრავი ქონების კვირეული უძრავი ქონებისა და მასპინძლობის სექტორთა წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებს და საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის პლატფორმას შექმნის.

​ხუთი დღის მანძილზე თბილისში თავს მოიყრის 5000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი (ექსპონენტები, სტუმრები და უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე პირები) 20-ზე მეტი ქვეყნიდან. 

​უძრავი ქონების კვირეულის მისია 2020 არის მდგრადი შენობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით ძალისხმევის გამოვლენა.

FIABCI Georgia Prix d’Excellence-ის გამარჯვებულები წარდგებიან FIABCI World Prix d’Excellence-ის საერთაშორისო კონკურსზე.

დაჯილდოების კატეგორიები

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

ჟიურის წევრები

2020 წლის ღონისძიების ჟიური შედგება უძრავი ქონებისა და მასპინძლობის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფისგან. ჟიური პასუხისმგებელია  FIABCI-Georgia Prix d'Excellence კონკურსისსხვადასხვა კატეგორიაში პროექტებისთვის ჯილდოს მინიჭებისთვის.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

 

propertygeorgia.ge

 

ძირითადი კრიტერიუმები 

ყველა კატეგორიისთვის (გარდა გენერალური გეგმისა)

1.განახლებული და აღდგენილი ისტორიული შენობების  შემთხვევაში უნდა იყოს გაშენების მთლიანი ფართის სულ მცირე 75%.

2.ყველა პროექტი უნდა იყოს დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული  2019 წლის 31 დეკემბრამდე და არაუმეტეს  ბოლო 7 წლისა.

გენერალური გეგმის კატეგორიისთვის

1. თუკი პროექტი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, სულ მცირე ერთი ეტაპი უნდა იყოს დასრულებული 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

მულტიფუნქციური ფართების კატეგორიისთვის

1. პროექტი უნდა მოიცავდეს სულ მცირე სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს (მაგ. საცხოვრებელ ფართს, ოფისს, სავაჭრო ფართს და ა.შ.). მისი დასრულებისა და ამოქმედების ბოლო ვადა არის 31 დეკემბერი, 2019 წ.

ვის შეუძლია დაჯილდოებაზე განაცხადის შეტანა?

1. ქონების მესაკუთრეს ან პროექტის დეველოპერს შეუძლია დაჯილდოებაზე თავისი პროექტის წარდგენა.

2. დაჯილდოებაზე პროექტის წარდგენა ასევე შეუძლიათ პროექტის არქიტექტორს ან სასტუმროს ადმინისტრატორს, თუკი მათ დაკისრებული აქვთ შესაბამისი პასუხისმგებლობა პროექტსა თუ ქონებაზე. 

3. FIABCI არასდროს თანამშრომლობს აგენტებსა თუ კონსულტანტებთან პროექტის წარდგენის მიმართულებით.

დაჯილდოების ცერემონია

20 აპრილამდე ჟიური  გამოავლენს თითოეულ ნომინაციში, მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. 

გამარჯვებული პროექტების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება  FIABCI Georgia-ს გალა-ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდება 29 აპრილს.

ნომინაციები

აღნიშნული კატეგორია განკუთვნილია მდგრადი და მედეგი ფართებისა და შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავლენენ განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით ძალისხმევას.

ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართის კატეგორია- კერძო დეველოპერის ან საჯარო სექტორის პროექტი. შენობა უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართის სახელმწიფო კრიტერიუმებს, ფასებსა და მითითებებს.

კულტურული მემკვიდრეობის კატეგორია - შესაბამისი უწყების/მფლობელის მიერ განსაზღვრულ ძველ შენობათა თავდაპირველი იერის აღდგენა ან მათი შენახვა. აღდგენილ შენობას შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერი დანიშნულება, გამომდინარე მისი მფლობელის სურვილისგან. მემკვიდრეობის კატეგორიაში წარდგენილი შენობა შეიძლება ასევე წარდგენილი იქნეს სხვა შესაბამის კატეგორიაში. მაგალითად, თუკი შენობა ასრულებს სასტუმროს ფუნქციას, მფლობელს შეუძლია მისი წარდგენა როგორც მემკვიდრეობის, ისე სასტუმროს კატეგორიაში. მისი შეფასება მოხდება ორივე კატეგორიის კრიტერიუმების მიხედვით.

სასტუმროს კატეგორია - დასვენებისა თუ ბიზნეს-დანიშნულების მქონე სასტუმრო ან აპარტამენტები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ კომერციული ფუნქცია.

გენერალური გეგმის კატეგორია - განვითარების კონცეფციური გეგმა, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი უწყების მიერ. გეგმის სულ მცირე ერთი ეტაპი ( მაგ. გარეუბნის განვითარება ან დასახლების განვითარება) უნდა იყოს დასრულებული.

მულტიფუნქციური ფართების კატეგორია - პროექტი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს (შენიშვნა: მხოლოდ მომსახურების გაწევის ან დამხმარე ფუნქციის მქონე ობიექტი არ მიიჩნევა ძირითად შემადგენელ ნაწილად). აღნიშნული ძირითადი კომპონენტები ფიზიკურად და ფუნქციურად უნდა იყოს ერთმანეთთან ინტეგრირებული და დაკავშირებული გადახურული საქვეითო არხებით. მაგ. პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და სავაჭრო ფუნქციებს.

საოფისე ფართების კატეგორია - საოფისე შენობები, საოფისე კომპლექსები, საოფისე პარკები.

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის / ობიექტების კატეგორია - მხოლოდ სახელმწიფო თანხებით დაფინანსებული და განვითარებული პროექტები, მაგ. სამთავრობო შენობები, საჯარო საავადმყოფოები, გზები, ხიდები, აეროპორტები, პარკები, სტადიონები და ა.შ.

მაღლივი საცხოვრებელი შენობების კატეგორია- აპარტამენტები, კონდომინიუმები და ა.შ. (17 ან მეტი სართული).

საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობების კატეგორია- აპარტამენტები, კონდომინიუმები და ა.შ. (5-ზე მეტი და 17-ზე ნაკლები სართული).

დაბალი საცხოვრებელი შენობების კატეგორია- დასახლებები, საცხოვრებელი კომპლექსები და ა.შ. (5 ან ნაკლები სართული).

კურორტების კატეგორია - კურორტი არის დასასვენებელი ადგილი, სადაც ადამიანები ატარებენ შვებულებას ან არდადეგებს, მაგ. ზღვის კურორტები, სამთო კურორტები, გასართობი პარკები, ნავმისადგომები და ა.შ. დამოუკიდებელი კურორტი დიდწილად აკმაყოფილებს დამსვენებლის მოთხოვნებს ისე, რომ ამ უკანასკნელს არ უწევს ობიექტის ტერიტორიის დატოვება (მაგ. უზრუნველჰყოფს კვებას, საცხოვრებელს, გართობას, მაღაზიებს).

სავაჭრო ფართების კატეგორია - სავაჭრო ცენტრები, ჰიპერმარკეტები და ა.შ.

მდგრადი განვითარების კატეგორია - პროექტი, კომპანია, ადამიანები.

აღნიშნული კატეგორია განკუთვნილია ეკო-მეგობრული,მდგრადი და მედეგი  შენობებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავლენენ განაშენიანებული გარემოსეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით ძალისხმევას.

ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები, მაგ. შენობები,რომლებსაც ახასიათებს ენერგიის დაზოგვა, მეტი ბუნებრივი სინათლის შეღწევა, წვიმის წყლის შენახვა / შეკრებადა შემდგომი გამოყენება, სიმწვანის სერტიფიკატო და ა.შ.

​რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 7 თებერვლიდან.

პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში თქვენ უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში

  • ეროვნული ოქროს ჯილდო გადაეცემა თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო ეროვნულ პროექტს

  • ეროვნული ვერცხლის ჯილდო გადაეცემა თითოეულ კატეგორიაში მეორე ადგილზე გასულ ეროვნულ პროექტს.

ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური განიხილავს განაცხადებსდა შეადგენს თითოეულ ნომინაციაში, მეორე ეტაპზე გადასული კომპანიების სიას. კანდიდატებს შესაძლებელია მოეთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

გამარჯვებულთა შერჩევა

ჟიური მიიღებს  გადაწყვეტილებას გამარჯვებულ პროექტებთან დაკავშირებით. სიაში მოხვედრილი კანდიდატები დაესწრებიან დაჯილდოების ცერემონიას, სადაც დასახელდებიან საბოლოოდ გამარჯვებულები.

დაჯილდოების ცერემონიის ლოგოს გამოყენება

გამარჯვებულებს შეეძლებათ FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards-ის პრესტიჟული ლოგოს გამოყენება საკუთარ ბიზნეს-მასალებში. ისინი ასევე მოხვდებიან FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards-ის ბეჭდვითი გამოცემისა და ვებ-გვერდის საპატიო სიებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით: [email protected]

რეგისტრაცია გაიხსნა: 8 თებერვლი, 2020
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 მარტი, 2020

სარეგისტრაციო ლინკი: რეგისტრაცია

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: