FIABCI Georgia-სა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა | Property Georgia

FIABCI Georgia-სა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას FIABCI Georgia-სა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” შორის 2019 წლის 14 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს FIABCI Georgia-ს პრეზიდენტმა, ქეთევან ტაბატაძემ და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სააგენტოსაწარმოე საქართველოშიდირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა.ხელმოწერას ესწრებოდა FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი ბატონი ვალიდ მოუსა, რომელიც 13-15 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმის ფორუმის “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა” ფარგლებში.

FIABCI Georgia-სა და სსიპ “აწარმოე საქართველოში” შორის გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის მიმზიდველობის ცენტრის პოზიციების გამტკიცებას მსოფლიო რუკაზე. 2020 წლიდან FIABCI Georgia-ს 20-ზე მეტი წევრი კომპანია და ორგანიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე და სხვადასხვა ტიპის გლობალურ ღონისძიებებზე ერთიანი სახელით წარსდგებიან. სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერას უცხადებს უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ორი მთავარი სექტორის, უძრავი ქონების და ტურიზმის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციაში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: