FMO-მ ლისი დეველოპმენტს 12 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო | Property Georgia

FMO-მ ლისი დეველოპმენტს 12 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო

კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან  12 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება პროექტის „მწვანე ქალაქი ლისზე“ განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას.

სასესხო ხელშეკრულებას ხელი 20 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი და FMO-ს  საინვესტიციო ოფიცერი, ეიუინ თიქენსი (Eowyn Teekens)  დაესწრნენ.

„ლისი დეველოპმენტს“ ჰოლანდიის განვითარების ბანკმა სესხი უკვე მეორედ გამოუყო. პირველი სესხი, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, კომპანიამ თითქმის სრულად დაფარა.

„ასეთი ოდენობის ახალი სასეხო რესურსის მოზიდვა ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტისგან, როგორიცაა “FMO”, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს უძრავის ქონების ბაზრისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.  ჩვენ ვინარჩუნებთ  80/20 კონცეფიციას და მომავალში ჩვენს  მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ და თანამდროვე არქიტექტურას შევთავაზებთ,“ - განაცხადა  „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა,  ნოდარ ადეიშვილმა.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: