„ლისი დეველოპმენტი“ სარეკრეაციო ზონაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს | Property Georgia

„ლისი დეველოპმენტი“ სარეკრეაციო ზონაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს

კომპანია “ლისი დეველოპმენტისთვის” ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზიანებული ხეების რიგი. კომპანია მიესალმება საზოგადოების ჩართულობას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით. კომპანია ხაზგასმით აფიქსირებს რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება არანაირი მშენებლობა და არსებული ტერიტორია არის რეკრეაციული ზონა, რომელიც მუდმივად იქნება შენარჩუნებული.

ლისი დეველოპმენტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მიზანმიმართულ ვანდალურ აქტს ხეების დასაზიანებლად. კომპანია დაარსების დღიდან ათასობით ხეს რგავს და ზრუნავს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამწვანებაზე. ბოლო სამი თვის განმავლობაში 3000 ზე მეტი ხე ჩავრგეთ.  ჩვენ ყოველწლიურად გვიწევს ბრძოლა მინდვრის სეზონურ ხანძრებთან, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2016 წლის სექტემბერში გამოვლინდა; ამ ფაქტს რეაგირება მოყვა შსს-ს და მერიის მხრიდან და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამავე წელს კომპანიამ მიმართა კომპეტენტურ ორგანოს რადგან მომხდარიყო დაზიანებული ხეების შესწავლა, მომზადდა ოფიციალური დასკვნა აღნიშნული ხეების მდგომარეობის შესახებ.

კომპანია ასევე გეგმავს პრევენციული და პროფილაქტირკური სამუშაოების ჩატარებას რათა მოხდეს აღნიშნული მწვანე საფარის აღდგენა და შემდგომში შენარჩუნება.

ლისი დეველოპმენტის მთავარი კონცეფციაა 80/20-ზე რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ჩვენი პროექტებისფარგლებში ტერიტორიის 80% ეთმობა გამწვანებას, დამატებით ინფრასტრუქტურას და მხოლოდ 20%-ზე შენდება საცხოვრებელი სახლები. კომპანია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე არ იგეგმება არანაირი მშენებლობა.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: