,,ლისი დეველოპმენტმა“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო | Property Georgia

,,ლისი დეველოპმენტმა“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო

,,ლისი დეველოპმენტისაქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს. B+ კორპორაციული საკრედიტო რეიტინგილისი დეველოპმენტსსაერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ - Scope Ratings GmbH-მა მიანიჭა. რეიტინგის მიღებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მომსახურებათიბისი კაპიტალმა“ განახორციელა, რომელიც თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა.

მოხარული ვარ, რომთიბისი კაპიტალიაქტიურად თანამშრომლობს სექტორის წამყვან მოთამაშესთან იმისათვის, რომ კომპანია გახდეს კაპიტალის ბაზრის მონაწილე. Scope-ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი ამ მხრივ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც  ნათლად ადასტურებსლისი დეველოპმენტისფინანსური მართვის სიძლიერესა და კომპანიის საბალანსო უწყისის სიჯანსაღეს“, – განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალისდირექტორმა.

„Scope Ratings GmbH”-მალისი დეველოპმენტისუმთავრეს ძლიერ მხარეებად შემდეგი ფაქტორები დაასახელა: კარგი საბაზრო პოზიციონირება, ძლიერი ბრენდი, მშენებლობის და გაყიდვების გამოცდილება, უძრავი ქონების მიმზიდველი ლოკაციები და ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადები.

ლისი დეველოპმენტისმიზანია თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, ისევე როგორც საქართველოში სრულიად ახალი და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა. საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მინიჭება კომპანიისათვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.  ეს ფაქტი ადასტურებს, რომ კომპანია მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზეგანაცხადა ნოდარ ადეიშვილმა, „ლისი დეველოპმენტისგენერალურმა დირექტორმა.

ლისი დეველოპმენტისპირველი პროექტი სახელწოდებითმწვანე ქალაქი ლისზე,  ეფუძნება 80/20 კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე მშენებლობის განხორციელებას, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონებისათვის გამოყენებას.

ლისი დეველოპმენტიმრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2012 -2017 წლებში კომპანიამ International Property Awards-ის 10 ნომინაციაში გაიმარჯვა. ამის გარდა „ლისი დეველოპმენტი საქართველოში ზედიზედ სამჯერ გახდა Golden Brand-ის გამარჯვებული.

Scope Ratings–ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: