მანჰეტენი “თბილისი გარდენსში”

„აქ თქვენ ცხოვრობთ პარკში და არა ჩვეულებრივ შენობაში ქუჩაზე”, ვინსენტ ვულფი, ინტერიერის დიზაინერი.

მისი კომპანია უკვე 35 წელია მანჰეტენის დიზაინის ინდუსტრიის ლიდერთა შორისაა და მის ხელწერას მსოფლიოს ყველა კუთხეში ცნობენ. ვინსენტ ვულფის უახლესი გამოწვევა „თბილისი გარდენსია“. როგორია ინტერიერი ნიუ-იორკული ხედვით? კუბელ-ამერიკელ ინტერიერის დიზაინერს, რომლის რჩევებსაც ცხოვრების სტილის მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებში ნახავთ, პასუხი ყველა კითხვაზე აქვს.

Property Georgia

ქეთი ტაბატაძე

- პროექტის დეველოპერის, კომპანია Quadrum Global-ის თქმით, „თბილისი გარდენსი“ პირველი ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ნიუ-იორკის სტანდარტებს. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს?

მნიშვნელოვანია დეტალებისა და ბალანსის შეგრძნება. მთავრი არა მხოლოდ ფართის განლაგებაა, არამედ ისიც, თუ როგორ გრძნობს აქ თავს ადამიანი. „თბილისი გარდენსი“ არის ადგილი, სადაც ერთიანი ინტერიერის შემადგენელი ყველა კომპონენტი სწორად არის დაგეგმილი. ჩემთვის ეს არის ნიუ-იორკის სტილი. პროექტი მორგებულია ქართველ ხალხზე.  ფერებსა და სხვა დეტალებს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ აქ ყველაფერი ბუნებრივია, ამავდროულად კი უცხო ქართული ეთნოსისთვის. ჩემი მიზანი იყო ნიუ-იორკული ხედვით  ქართული სივრცე შემექმნა თბილისში.

თბილისი გარდენსს“ გააჩნია შვიდი სხვადასხვა ტიპის ბინა. აღნიშნული განსხვავებები გამოიხატება ბინების ზომებში, მათ ფუნქციებსა და მომხმარებლისთვის შესაძლებლობების თავისუფლებაში. არის ქვეყნები, სადაც ადამიანებს სურთ, რომ მათ უთხრან, რა უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს ასე არ არის, და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ „თბილისი გარდენსის“ გარემოს შექმნისას. ქართველი ადამიანისთვის მოქნილობა მნიშვნელოვანია.

- რამ დაგაინტერესათ „თბილისი გარდენსის“ პროექტში?  

პირველ რიგში ჩამოვედი თბილისში და ვნახე რა შენდებოდა. მაშინვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ადგილი გარდამექმნა. პროექტი მომეწონა და ჩემი დარწმუნების საჭიროება არ იყო. აქ ყოფნამ, ხალხის გაცნობამ და მშენებლობის დონის დანახვამ მომცა იმის შეგრძნება, რომ უკეთესის მიღწევა შემეძლო. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ რაიმე მნიშვნელოვანის შექმნა შეგიძლია.

- რა არის ინტერიერის დიზაინის პროექტის პირველი ნაბიჯი?

ფანქარს და ქაღალდს მოვიმარჯვებ, და ვიწყებ მუშაობას. ყველა პროექტს გააჩნია თავისი ფარგლები. თავიდანვე საჭიროა ამ ფარგლების დადგენა და მათი გათვალისწინებით მოქმედება. პირველი, რაც გავაკეთე, იყო, რომ ჩამოვედი თბილისში და მშვენებლობის ადგილი მოვინახულე. გავესაუბრე გაყიდვებში მომუშავე ადამიანებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დავაკვირდი მშენებლობის პროცესს. ასევე, დავაკვირდი ქართველი ხალხის ჩაცმულობას, მათი ქალაქში გადაადგილების ჩვევებს. ასე შემექმნა ადგილის პროფილი, რის შემდეგაც შემეძლო პროექტის დიზაინზე მუშაობის დაწყება. კაზუალური, ოჯახზე ორიენტირებული და მარტივი ცხოვრების წესის მიმდევარი ხალხი ჩემთვის იდეალურია. დიზაინის ჩემეული სტილი მარტივია. ქართველ ადამიანს უყვარს ბუნება და თავისი ოჯახი. შესაბამისად, მე შევქმენი ისეთი ფართები, სადაც ოჯახებს შეუძლიათ თავმოყრა და კომფორტულად ცხოვრება.

დეკორატიული თვალსაზრისით, რაც უფრო ნაკლებს შეინარჩუნებ, მით უკეთესი. დიზაინზე მუშაობას საჭმლის კეთების პროცესს შევადარებდი - ყველაფერი ერთ ქვაბში რომ ჩაყარო, საუკეთესო კერძი არ გამოგივა. მთავარია გემო და არომატი, სხვა ყველაფერი კი უკანა ფონზე გადადის. სილამაზე სიმარტივეშია.

- სახელი „თბილისი გარდენსი“ მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის მთავარ პრიორიტეტს ბუნება და ეკოლოგია წარმოადგენს. „კვადრუმ გლობალს“ 2 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია აქვს ჩადებული ამ პროექტში. ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით, როგორ უყურებთ ამ მწვანე მიმართულებას?

თბილისი გარდენსში“ ყველა დეტალი უკავშირდება ბუნებას. აქ თქვენ ცხოვრობთ პარკში და არა ჩვეულებრივ შენობაში ქუჩაზე. გარე ბუნების ინტერიერში ინტეგრირების შეგრძნება ყველა ოთახში შეინიშნება. აქ მთავარია არა მხოლოდ ერთი შენობის, არამედ ფიგურებიანი თავსატეხის შექმნა, სადაც ყველა შემადგენელი ნაწილი იდეალურად ერგება ერთმანეთს და ერთ მთლიან სურათს ქმნის. ასე აზროვნებს გონიერი ადამიანი და ამაში გამოიხატება “თბილისი გარდენსის” შემქმნელების  უნიკალურობა- ისინი ფიქრობენ ჩარჩოებს გარეთ.

- Quadrum Global-მა რომ თქვენზე გააკეთა არჩევანი, ეს პირდაპირ მიუთითებს პროექტის სერიოზულობაზე, და არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის კუთხით. პირველად ხუთი წლის წინ ჩამოხვედით საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რასაც აკვირდებით, რამდენად შეცვლის “თბილისი გარდენსი” ქალაქს?

თბილისი გარდენსში” ქალაქის სხვა საცხოვრებელ კორპუსებთან შედარებით, ადამიანს განსხვავებული ცხოვრების შეგრძნების შესაძლებლობა გააჩნია. საცხოვრებელი ფართის ხარისხთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოთხოვნები მომავალშიც გაიზრდება. ისეთ პროექტებს, როგორიცაა „თბილისი გარდენსი“, ხალხისთვის საგანმანათლებლო ხასიათი აქვს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. დაბალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს არჩევანს - მთავარია გონივრული ინვესტიციის განხორციელება. ადამიანს სურს იცოდეს, სად აბანდებს ფულს.

დეველოპერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საჭიროა განსხვავებულად აზროვნება. თუ ყველაფერი სხვების მსგავსად გააკეთე, ბევრი კონკურენტი გეყოლება. უნიკალური მაშინ ხარ, როდესაც  რაიმე განსაკუთრებულს აკეთებ. „თბილისი გარდენსი“ სწორედ რომ ასეთი უნიკალური პროექტია.

- გაქვთ თუ არა დაგეგმილი Quadrum Global-თან ერთად სხვა პროექტებზე თანამშრომლობა საქართველოში ან სხვა ქვეყნებში?

თბილისი გარდენსი” საკმაოდ მსხვილი პროექტია. მომავალში აქ სხვა შენობების აშენებაც იგეგმება, და ჩვენ შემდეგ ეტაპებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: