Marazzi TG შოურუმი თბილისში | Property Georgia

Marazzi TG შოურუმი თბილისში

თბილისში, კარტოზიას ქუჩის 10 ნომერში ცნობილი იტალიური ბრენდის - Marazzi შოურუმი გაიხსნა.

კერამიკული მასალების ინდუსტრიაში Marazzi გამორჩეულია და ლიდერია.  იგი წარმოდგენილია მსოფლიოს 140ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე და ასოცირდება უმაღლესი ხარისხის კერამიკულ ფილებთან.

Marazzi დაარსდა 1935 წელს სასუოლოში, იტალიაში და მალევე ჩამოყალიბდა საერთაშორისო დონის ბრენდად, რომელიც ერთგვარი სიმბოლოა იტალიური სტილის, დიზაინის და ტექნოლოგიის სინთეზის.

კარტოზიას 10ში მდებარე შოურუმი - Marazzi TG არის იტალიური კომპანიის პირველი ევროპული სტანდარტის შოურუმი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია Marazzi  ჯგუფში შემავალი სამივე ბრენდის - Marazzi, Ragno და Grande კერამიკის და კერამოგრანიტის იტალიური ფილები.

Marazzi TG შოურუმში აცხადებენ, რომ მათი მიზანია მომხმარებლებს გააცნონ Marazzi-ის პორტფოლიოში არსებული 6000-ზე მეტი მოდელის მახასიათებლები და მათი უპირატესობები, უკეთ წარმოაჩინონ კოლექციები როგორც კორპორატიული, ასევე საცალო კლიენტებისთვის.

ექსკლუზიური მოდელი Grande Carpet, რომლის შექმნაზეც იმუშავეს გამოჩენილმა იტალიელმა დიზაინერებმა Antonio Citterio და Patricia Viel გამორჩეულ ადგილს იკავებს  Marazzi TG შოურუმში წარმოდგენილ მოდელებს შორის.

შოურუმში წარმოდგენილი მოდელები დამზადებულია იტალიაში, გააჩნია ევროსტანდარტის სრული სერტიფიცირება, ეკოლოგიურად სუფთა, 25 წლიანი გარანტიით.

Marazzi TG შოურუმი ვრცელ ასორტიმენტთან და უმაღლესი ხარისხის პროდუქციასთან ერთად მაღალი სტანდარტის სერვისს სთავაზობს კლიენტებს, რითაც მაქსიმალურად უადვილებს მათ სასურველი მოდელების შერჩევას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: