ოფისებით მომსახურების მსოფლიო ლიდერი REGUS საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის | Property Georgia

ოფისებით მომსახურების მსოფლიო ლიდერი REGUS საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის

ქეთი ტაბატაძე

22 ივნისს, 17:00 საათზე ბიზნეს ცენტრში „ტაბიძე 1”(კომპანია "რედიქსი") ოფისებით მომსახურების უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის REGUS-ის წარმომადგენლობა გაიხსნება. წამყვანი გლობალური ბრენდის ადგილობრივ ოფისს კომპანიის რეგიონალური დირექტორი ნიკოლაი დეულინი გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

Regus-ი ლიდერია მოქნილი პირობების მქონე სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფის სფეროში მთელ მსოფლიოში. მისი მომხმარებლები არიან ყველაზე წარმატებული სამეწარმეო ორგანიზაციები, ინდივიდუალური პირები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კორპორაციები.

“Regus-ის მსგავსი კომპანია ძალიან ცოტაა მსოფლიოში. დღეს ის 3000 ოფისს ფლობს სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან სწრაფად იზრდება. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, Regus-ის ქსელი 1000 ახალი ოფისით გაფართოვდა,” აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი,უძრავი ქონების განვითარების წამყვანი ქართული კომპანიის “რედიქსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

REGUS-ის ქსელი მოიცავს 3000 ბიზნეს ცენტრს 120 ქვეყნის 900-მდე ქალაქში. მობილური, ვირტუალური და ინდივიდუალური ოფისების გამოყენებით, კომპანია საშუალებას აძლევს მომხმარებელს იმუშაოს ხელსაყრელ ფასად ყველგან, სადაც სურთ, შეუზღუდავი დროით და საორგანიზაციო საკითხების საზრუნავის გარეშე.

REGUS-ი 1989 წელს ბრიუსელში, ბელგიაში,დაარსდა. კომპანიის მთავარი ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს. REGUS-ი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

მისამართი:

ლეონიძის ქ. N 2, ბიზნეს ცენტრი „ტაბიძე 1"

www.regus.com.ge 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: