პარიზს სურს ცნობილ ღირსშესანიშნაობებზე „ურბანული ტყეები“ მოაწყოს | Property Georgia

პარიზს სურს ცნობილ ღირსშესანიშნაობებზე „ურბანული ტყეები“ მოაწყოს

ქალაქი გეგმავს რამდენიმე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილი შეავსოს ხეებით  - კლიმატის სტრატეგია, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს პარიზის არქიტექტურული მემკვიდრეობის ჩარჩოები.

მერი ანა ჰიდალგოს მიერ გასულ კვირას გამოცხადებული გეგმის თანახმად, მალე ხეები გაჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც დღეს ბეტონის შენობებია აღმართული. ღირსშესანიშნავ ადგილებს შორისაა: ჰიტელ დე ვილი, პარიზის მერია. ოპერის გარნიერი, პარიზის მთავარი საოპერო სახლი და სინის სანაპირო.

გეგმის მიზანია გადააქციოს პარიზის ზედაპირი მცენარეულად, ნიადაგი კი ერთგვარ არქიტექტურულ ადგილად, რადგან ისინი ისტორიულად ძნელადაა დაცული.

შედეგად, აღნიშნული გეგმა არამხოლოდ გაზრდის გამწვანების მასშტაბებს, არამედ შესაძლოა გამოიწვიოს პარიზის არქიტექტურული მემკვიდრეობის გათანამედროვება.

მიუხედავად იმისა, რომ "ტყე" შეიძლება ძალიან დიდი ტერმინი იყოს ამ კონკრეტული მასშტაბებისთვის, მსგავსი ტიპის გეგმები მაინც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუკი პარიზს სურს მიაღწიოს თავისი ამბიციური გამწვანების მიზნებს. 2030 წლისთვის, ქალაქის მერიას სურს, რომ ქალაქის 50 პროცენტი დაიფაროს მთლიანად ფოროვანი, გაშენებული ტერიტორიებით, ეს კატეგორია კი შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს: დაწყებული ახალი პარკებიდან, დამთავრებული მწვანე სახურავებით.

უახლოესი გეგმა კი ასეთია: ქალაქის მოედნის წინ ქალაქის დარბაზი  ფიჭვნარში იქნება ჩაფლული, ხოლო ყოველი მომდევნო გაზაფხულიდან ოპერის სახლის უკან ალუბლის ყვავილების ბაღის ხედი გადმოიშლება. Gare de Lyon– ის გვერდით მოპირკეთებული პლაზა გახდება ტყის ბაღი, ხოლო ორი ყოფილი სამანაქნო ხაზიდან ერთ – ერთი, ბალახებითა და ბუჩქებით დაიფარება.

ასეთ გეგმებს იმაზე დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ვიდრე მიწაში ნერგების ჩამოსხმაა. ახალი ოპერის სახლის ალუბლის ბაღის შექმნა გულისხმობს ამჟამინდელი ავტოსადგომის გადაადგილებას, რომელსაც  ტურისტული ავტობუსები იყენებენ. ესაა პროცესი, რომლის გამეორებასაც ქალაქი სხვადასხვა ადგილებში გეგმავს.

როგორც მერი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი პერიოდის განმავლობაში პარიზის გზებზე საცობი ყოველწლიურად 5%-ით მცირდება. მანქანების რაოდენობის სტაბილური შემცირება საშუალებას იძლევა, რომ პარკირების ადგილები ჩანაცვლდეს მინი ბაღებით.

რაც უფრო აქტიურად განხორციელდება ქალაქის გამწვანების გეგმები, მცენარეები უფრო მეტად დაფარავს შენობის ფასადებს, მოპირკეთებული მოედნები შეივსება ხეებით, პარიზი კი სულ სხვანაირი იქნება - სხვა თუ არაფერი, ადამიანებისთვის ბევრად ჯანსაღად საცხოვრებელი.  

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: