პირველად საქართველოში სათხილამურო ტრასა სახურავზე მოეწყობა | Property Georgia

პირველად საქართველოში სათხილამურო ტრასა სახურავზე მოეწყობა

www.propertygeorgia.ge

ზაფხული, მწვანე საფარი და თხილამურები - ეს “ლენდმარკ ბაკურიანია”, უპრეცენდენტოდ ინოვაციური პროექტი საქართველოში. DUX Development-ის  ახალ, უნიკალურ კომპლექში ზამთრის მიწურულს თოვლის დნობის მიუხედავად, სეზონი მაინც გრძელდება. “ლენდმარკ ბაკურიანის” 102-მეტრიანი სათხილამურო ტრასა, რომელიც შენობის სახურავზე განთავსდება, დამსვენებლებს მთელი წელი მოემსახურება. სასრიალო ტრასა საშუალებას აძლევს მობინადრეებსა და დამსვენებლებს ტერიტორიიდან გაუსვლელად ასრიალონ ბავშვები, თავად კი დატკბნენ საუკეთესო ხედებით ტერას ბარიდან. გამოცდილ მოთხილამურეებსა თუ სნოუბორდისტებს, კი, რომლებსაც სახურავის ტრასის მასშტაბები არ აკმაყოფილებთ, “ლენდმარკ ბაკურიანის” სიახლოვე სათხილამურო ტრასა დიდველთან, დამატებით კომფორტს უქმნით.  პროექტის განხორციელებაზე ადგილობრივ დეველოპერთან ერთად, რომელიც თავის მხრივ აზერბაიჯანული Ori Group-ის შვილობილი კომპანიაა, გერმანული Hueck-ი მუშაობს, რომელსაც მსგავსი კონცეფციის შენობის განვითარების გამოცდილება აქვს კოპენჰაგენში. რაც შეეხება სასრიალო ტრასას, ამ ნაწილში ასევე ცნობილი სართაშორისო კომპანია, იტალიური წარმოშობის Neveplast-ი ერთვება. 

“ლენდმარკ ბაკურიანში” ზამთრის სპორტული აქტივობებისთვის დამატებით ასევე განთავსდება ავსტრიული კომპანია Skiworld Pro-ს ნოუ-ჰაუს გაზიარებით შექმნილი სასრიალო სავარჯიშო დარბაზი, 2 სასრიალო 5 მეტრიანი ბილიკით. აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდ ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება. კურორტს უფრო მეტი პერსპექტივაც აქვს, 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პოტენციურ მასპინძელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საქართველოა.

Property Georgia

გარდა, სპორტული ატრაქციონებისა, “ლენდმარკ ბაკურიანის” კომპლექსი მოიცავს მაღალი კლასის სასტუმრო-აპარტამენტისთვის დამახასიათებელ ყველა სახის ინფრასტრუქტურას: ლობი, სკიდეპო, ბარი, რესტორანი, ბავშვებისათვის განკუთვნილი გასართობი სივრცე.  აღსანიშნავია, რომ კომპლექსში „სუიტის“ და „ჯუნიორ სუიტის“ ტიპის სასტუმრო-აპარტამენტები განთავსდება, რომლის მართვას საერთაშორისო კომპანია ჩაიბარებს. პროექტში გათვალისწინებულია 100 მანქანაზე გათვლილი ღია  და 30 მანქანაზე გათვლილი დახურული ავტოსადგომები. სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსს გარშემო ერტყმის 10 ჰექტარი რეკრეაციული ზონა, მოწყობილი სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი ზონებით და ექსტრემალური სათავგადასავლო პარკით. ბაკურიანის 4-სეზონიან ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ კურორტზე, დამსვენებლები სწორედ, რომ ადგილობირივი წიწვოვანი ტყეების პირობებში შექმნილი მიკროკლიმატის გამო მოეშურებიან ზამთარ-ზაფხულ. კურორტი ზაფხულის ცხელ დღეებში მათ სიგრილეს, სუფთა ჰაერს  და სურვილის შემთხვევაში,  ცხენებით და  ზურგჩანთებით გასავლელ მარშუტებს, ექსტრემალური გართობის მოყვარულებს კი სამთო ველოსიპედების ბილიკებს სთავაზობს.

მალე რეალობად იქცევა ინოვაციური ბაკურიანიც. სრიალი სახურავზე- ის, რაც დღემდე ბევრ ჩვენგანს ალბათ მხოლოდ “რედბულის” ვიდეო რგოლებში გვინახავს, 2 წელიწადში საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდება, თანაც ოთხ სეზონზე. DUX Development-ის ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით ახალი განაცხადია სამთო-სათხილამურო კურორტებზე საქართველოში და მთლიანად რეგიონში, 2020 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. 
 

აზერბაიჯანული კომპანია ORI GROUP-ი საქართველოში 2007 წლიდან წარმოდგენილია შვილობილი კომპანიებით - DUX Development და HUECK Georgia. DUX Development-ი სამშენებლო-დეველოპერია, HUECK Georgia-ს კი, რომელიც გერმანული ალუმინის მწარმოებელი კომპანიის პარტნიორი ამიერკავკასიაში, ისეთი ცნობილი პროექტები აქვს განხორციელებული, როგორებიცაა: „მერსედეს ბენცის ცენტრი“, „პანორამა თბილისი“ და „ჰაუსარტ პლაზა.”

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: