„პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი მყუდრო და ნეიტრალურ უბანში“ | Property Georgia

„პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი მყუდრო და ნეიტრალურ უბანში“

მეგი კავთუაშვილი

თბილისის ცენტრში მწვანე ზონების შემცირების პარალელურად გამწვანებულ უბნებზე მოთხოვნა ყოველღიურად იზრდება. გაზრდილი მოთხოვნის პასუხად ქალაქის ცენტრთან ახლოს პრემიუმ  კლასის შეთავაზება გაჩნდა. „აბრისი დიღომი“, რომელიც დიღმის მასივში შენდება,  საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის გამიზნული პროექტია. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, მყუდრო და ნეიტრალურ საცხოვრებელ უბანში ხარისხით უპრეცედენტო პროექტია. რატომ გადაწყვიტა დეველოპერულმა კომპანიამ დიღმის მასივში პრემიუმ კლასის პროექტის განხორციება და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამ თემებზეფროფერთი ჯორჯია“ „აბრისი დიღომისგაყიდვების დირექტორს, მაია შარაშენიძეს ესაუბრა

- რა საინვესტიციო პოტენციალი აქვს დიღომს, როგორც საცხოვრებელ უბანს?

დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა ცენტრალურ და გარე უბნებზეა ორიენტირებული, სწორედ ამიტომ ახალაშენებული კორპუსები გვხვდება ამ უბნებში და შესაბამისად, სეგმენტიც 2 ძირითად კატეგორიად იყოფა: ძვირადღირებული და შედარებით იაფიანი უძრავი ქონება. ეს მოცემულობა კი, კარგად აჩვენებს დიღმის მასივის, როგორც ყველაზე ნეიტრალური საშუალო სეგმენტის მქონე საცხოვრებელი უბნის პოტენციალს. ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა სწორედ ეს დანაკლისი შეგვევსო მომხმარებლისთვის, რომელიც ეძებს მისაღებ ფასად მყუდრო და ნეიტრალურ ადგილს. დიღმის მასივი კი ამ მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი პირობაა. მარშალ გელოვანის გამზირი უმნიშვნელოვანესი გზა არის, რომლითაც თბილისი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს უერთდება. ამ ტერიტორიაზე  განთავსებულია ქალაქის მთავარი სავაჭრო ობიექტები. დიღომი ქვეყნის მასშტაბით მთავარი სამედიცინო ცენტრია, ასევე  მიმზიდველია საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც, აქ გვხვდება რამდენიმე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი და სკოლა. „აბრისი დიღომისპირველ სართულზე იქნება 755 კვ..-ის კომერციული ფართი, რომელსაც ბაზრის და ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე  მივცემთ დანიშნულებას.

- რა უპირატესობები აქვს აბრისი დიღომის საცხოვრებელი კომპლექსს?

აბრისი დიღომიდიღმის მასივის პირველ კვარტალში მდებარეობს, სახლი მარტივად მისადგომია, როგორც მარშალ გელოვანის, ასევე გრ. რობაქიძის გამზირიდან. მისი მთავარი უპირატესობა არის ხარისხი. საცხოვრებელ სახლში იქნება 3 ევროპული წარმოების ლიფტი - 2 სამგზავრო და 1 სატვირთო. გერმანული, „რეჰაუსფირმის,  მეტალო-პლასტმასის კარ- ფანჯარა, რომელიც ხმის საუკეთესო იზოლატორია და 60 %-ით ამცირებს გათბობა კონდიცირების ხარჯს. პემზო-ბლოკის კედლები დათბუნებით, გენერატორი, ლიფტების შეუფერხებელი მუშაობისთვის, საერთო სარგებლობის ფართების და ძირითადი სისტემების  უწყვეტი განათებისთვის. ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით. სახლს აქვს 2000 კვ.. დახურული ეზო.  ტერიტორიაზე განთავსდება  ვიდეოკამერები, რომელიც 24 საათიან  მონიტორინგს გაუწევს კომპლექსს. მართალია, „აბრისი დიღომსარ შეეხო ახალი სამშენებლო რეგულაცია სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა, კომპანიის დამფუძნებლებმა  უზრუნველყვეს კომპლექსის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების სახანძრო სისტემებით, მათ შორის გათვალისწინებულია დამატებითი სახანძრო კიბე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის კორექტირება, გვსურს, დავამატოთ სართულიანობა, სადაც მოეწყობა სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრი, განთავსდება აუზი, ფიტნესი და ტერასა მაცხოვრებელთათვის.

- რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა თქვენზე არჩევანი?

აბრისი დიღომისმშენებლობა დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში. ამჟამად აშენებულია სახლის 16 სართული - მონოლითური ნაწილი, ასევე მიწისქვეშა პარკინგი 3 სართულზე, რომელიც გათვლილია 158 ავტომანქანაზე. გაყიდვები   დავიწყეთ  2018 წლის ივლისში როცა უკვე სახლის 11 სართული აშენებული იყო და არა .. „ჰაერის“, როგორც ამას ხშირად, ბინის ყიდვით დაინტერესებული ადამიანები ეძახიან. ეს  კომპანიის მყარი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე შევძელით. ასევე კომპანიის პარტნიორია საქართველოს ბანკი. ჩვენთან ბინის ყიდვის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხის გამარტივებული პირობებით, მშენებლობის დასრულებამდე კომპანია უწევს მომხმარებელს თავდებობას. მშენებლობის დასრულების ვადა არის 2019 წლის ოქტომბერი.

- განიხილავთ თუ არა მომავალში სხვა პროექტების მშენებლობას?

გაყიდვების ტემპის გათვალისწინებით, კომპანია უკვე აქტიურად ეძებს საინვესტიციო პროექტებს. უახლოეს მომავალში იხილავთ კომპანიის ახალ და საინტერესო მშენებლობებს, იმავე გუნდითა და მშენებლობის ხარისხით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: