„რედიქს ჯგუფის“ ახალი „რედ კაფე“ თავისუფლების მოედანზე | Property Georgia

„რედიქს ჯგუფის“ ახალი „რედ კაფე“ თავისუფლების მოედანზე

თავისუფლების მოედანზე „რედ კაფეს“ ახალი რესტორანი გაიხსნა.  „რედ კაფე“ მოხმარებლებს სთავაზობს ჯანსაღ საკვებს, გემრიელ კერძებს, სწრაფ მომსახურებას,  საინტერესო და იდეალურ  გარემოს როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ბიზნესლანჩებისა და კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

„რედ კაფეში“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიირთვან ჯანმთელად, სწრაფად და გემრიელად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რადგან ეს არის ადგილი, სადაც  გაერთიანებულია საუზმე, ლანჩი, სადილი და საღამოს ბარის მშვიდი გარემო; საუზმეზე შესაძლებელია დააგემოვნონ უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი, ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული, რძის პროდუქტები, სენდვიჩები, ტოსტები, ახალგამოწურული წვენების, არომატული ყავისა და ჩაის ფართო არჩევანი.

რესტორანი მორგებულია ძირითადად დატვირთული ცხოვრების მქონე მომხმარებელზე, ითვალისწინებს ლანჩისთვის განკუთვნილ ლიმიტირებულ დროს და მომხმარებლებს ღია „ბუფეტს“ სთავაზობს. ყოველდღე დღის 12-დან 18 საათამდე  ლანჩზე წარმოდგენილია ნატურალური პროდუქტებით მომზადებული ფრეშსალათები, წვნიანის ფართო არჩევანი, ცხელი კერძები და საკონდიტრო ნაწარმი.

ვახშამზე, კი გთავაზობთ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებულ ქართული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს, ტრადიციული იტალიური მეთოდით დამზადებული პასტის და პიცის ნაირსახეობას.

 „რედ კაფეში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო ნორმების დაცვას. რესტორანი აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით. კერძები მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით, გამოცდილი შეფ მზარეულის მიერ.

„რედ კაფეს“ ქსელი დეველოპერული კომპანია „რედიქს გრუპის“ HoRECA ქსელში შემავალი კვების ობიექტია, რომელიც ვაჟა-ფშაველას ბიზნესს ცენტრში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სამომავლოდ იგეგმება „რედ კაფეს“  ქსელის გაფართოება და მალე  თბილისის მასშტაბით, მარჯანიშვილის ქუჩაზე კიდევ ერთ ახალ რესტორანს ვიხილავთ.  

მისამართი: თბილისი, ლეონიძის ქ. #2

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: