„რეგუსის“ პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა | Property Georgia

„რეგუსის“ პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა

ქეთი ტაბატაძე

რეგუსი“, ოფისებით მომსახურების მოქნილი გადაწყვეტილებების მსოფლიოს უმსხვილესი მიმწოდებელი, საქართველოში შემოვიდა. საოფისე ბაზრის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 3000 ოფისი გააჩნია, 22 ივნისს ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ბიზნეს ცენტრში „ტაბიძე 1“თავისი პირველი ქართული ოფისი გახსნა, რომელიც ამავდროულად კომპანიის პირველ წარმომადგენლობაა რეგიონში.  გახსნის ცერემონიას დაესწრნენ კერძო სექტორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები და დიპლომატები. „ჩვენს A კლასის საოფისე შენობაში „რეგუსის“ განთავსებით შემოგვაქვს ინოვაცია საქართველოს საოფისე ბაზარზე. რეგუსი ძალიან სწრაფად იზრდება, და მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათი ქსელი 2000 ახალი ოფისით გაფართოვდა,“ აღნიშნავს უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და მფლობელი ლაშა პაპაშვილი.

„თავისუფლების მოედანი კავკასიის რეგიონის მასშტაბით ჩვენი პირველი ოფისია, ხოლო მთლიანობაში „რეგუსმა“ შარშან გახსნა 680 ცენტრი, რაც შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე. საქართველოში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ „რედიქს ჯგუფთან“, რომლის    ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალთა გუნდი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლაში დაგვეხმარა. საქართველო ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ვვარაუდობთ, რომ მომავალი ხუთი წლის პერიოდში აქ სხვადასხვა ფორმატის 8-10 ცენტრის გახსნას შევძლებთ,“ განაცხადა „რეგუსის“ რეგიონალურმა დირექტორმა ნიკოლაი დელუინმა. მისივე თქმით, „რეგუსის“ მომსახურებით სარგებლობს ხალხი, რომელიც აფასებს მოქნილობას, მოხერხებულობას და ხარჯების ეფექტურობას: „საოფისე სივრცის გაყოფის მოდელის მეშვეობით ჩვენი კლიენტები დაზოგავენ 20%-იდან 40%-მდე ჩვეულებრივ საოფისე სივრცესთან შედარებით“. Property Georgia-სთან ინტერვიუში, ნიკოლაი დეულინი „რეგუსის ”შესახებ და კომპანიის გეგმებზე საქართველოში კომპანიის გეგმების შესახებ ვრცლად საუბრობს.

  • „რეგუსის“ ქსელი მოიცავს 3000-მდე ბიზნეს ცენტრს მსოფლიოს 120 ქვეყნის და 900-მდე ქალაქში. ამჟამად კომპანიას გააჩნია ერთი ოფისი საქართველოში. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ A კლასის საოფისე ცენტრი „ტაბიძე 1“?

„რეგუსის“ ბევრი სხვა ოფისის მსგავსად, ეს შენობა განლაგებულია პრესტიჟულ ადგილას, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის ქუჩაზე (გ. ტაბიძისა და ს. მაჩაბელის ქუჩებს შორის). ეს არის თბილისის შუაგული - ბიზნეს-ობიექტების, სასტუმროების, კაფე-რესტორნებისა და მაღაზიების ჰაბი.

„რეგუსის“ პირველი ქართული ოფისი კლიენტებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ უამრავ პოპულარულ ობიექტსა და სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს მდებარე პრესტიჟულ ადგილას. ქართულ ფირმები შეიგრძნობენ თანამედროვე და პროფესიულ სამუშაო პირობებში, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი საქმიანობის უპირატესობებს.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბიზნესი უნიკალურია, და გვეამაყება, რომ ჩვენი მრავალმხრივი კლიენტთა ბაზა მოიცავს გეოგრაფიის, სექტორის, პროდუქტთა სახეობისა და ზომის მხრივ განსხვავებულ კომპანიებს - დაწყებული უმსხვილესი მრავალეროვანი კომპანიებიდან, დამთავრებული ერთი ადამიანის ახალწამოწყებული ბიზნესით. „რეგუსი“ წარმოადგენს სამუშაო ადგილების ეკოსისტემას, რომელიც კომპანიებს აკავშირებს მათთვის სასურველ ლოკაციებთან, მათთვის სასურველი გზებით, და ამით ხელს უწყობს მათ საქმიანობას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველას უნიკალური, ინდივიდუალური საჭიროებები აქვს. გამომდინარე აქედან, ყურადღებას ადგილობრივი მართვის მიმართულებაზე ვამახვილებთ. ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვისაც ესაჭიროება სამუშაო ადგილი.

25 წლის წინ, როდესაც “რეგუსი” დაფუძნდა, ის იყო მოქნილი საქმიანობის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი პირველი კომპანია და დღემდე შეინარჩუნა ბაზრის ლიდერობა. ჩვენ გარდავქმენით სამუშაო ადგილების ინდუსტრია. ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, არამედ მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

  • თქვენი პროდუქტები ადგილობრივი ბაზრისთვის რევოლუციურია: კლიენტს შეუძლია ერთ ადგილას ბაზის ჩამოყალიბება და 3000 სხვა ბაზის გამოყენების შესაძლებლობის მოპოვება, ასევე ხარჯთეფექტური საოფისე ფართის შეძენა, რომლის გამოყენების სიხშირესაც ის თვითონ აირჩევს. არსებობს კიდევ უფრო მოქნილი ვარიანტი, რომელიც შეიცავს სამუშაოდ გამზადებულ საოფისე სივრცეს, რომელიც ქირავდება საათობრივად. ერთის მხრივ, აღნიშნული შესაძლებლობები მეტად მიმზიდველი ჩანს. არსებობს თუ არა ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა? შესწავლილი გაქვთ თუ არა ქართული ბაზარი ხალხის მიერ საოფისე სივრცის ქირაობის კუთხით?

ნებისმიერი სხვა დედაქალაქის მსგავსად, თბილისში კომპანიები განიცდიან რესურსების (ხალხის, დროისა და ენერგიის) ნაკლებობას, ისევე როგორც ფართებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას. ადვილი წარმოსადგენია, რომ ოფისები შეიძლება იქცნენ შეხვედრებისთვის შესანიშნავი პირობების მქონე გიგანტურ სოციალურ ჰაბებად - ადგილებად, სადაც განთავსდება კორპორატიული ბრენდი და წახალისდება ინტელექტუალური გაცვლის პროცესები.

ჰაბების ამგვარ კონფიგურაციებზე გადასასვლელად „რეგუსს“ უკავია იდეალური პოზიცია. მისი მცირე ზომის კორპორატიული ცენტრები უკავშირდება რეგიონალურ და/ან სატელიტურ ფილიალებს, ხოლო მისი უპირატესობები მოცულია  სამუშაო სივრცეების მოქნილ, მობილურ ბაზარში. ასე რომ, ოფისები კვლავ იარსებებენ, თუმცა, ისინი რადიკალურად განსხვავებული იქნებიან დღევანდელი მოდელისგან.

  • რაც შეეხება „რეგუსის“ კიდევ ერთ პროდუქტს - საერთო სამუშაო სივრცეს, აქ გაერთიანებულია ორი ქვეპროდუქტი ღია საერთო სამუშაო სივრცისა და დაჯავშნილი საერთო სამუშაო სივრცის სახით. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დღევანდელი შრომითი ბაზარი ერგება ინდივიდუალური სამუშაოების მოდელს, სადაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს პროფესიონალურ, საზიარო გარემოში სამუშაო ადგილის შოვნა ცოცხალი რიგის პრინციპით, ან იგივე პროფესიონალურ, საზიარო გარემოში პირადი მაგიდისა და კარადის გამოყენება?

სამუშაო სივრცის გაზიარება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, და არა მხოლოდ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ინდივიდუალურ გამყიდვლებსა და ახალწამოწყებულ ბიზნესებს შორის. კორპორატიული სამყარო ასევე გადადის მუშაობის უფრო მოქნილ მოდელებზე, და თანამშრომლები უპირატესობას საერთო სამუშაო სივრცეში არსებულ მშვიდ და მეგობრულ გარემოს ანიჭებენ.

ჩვენი კვლევის შედეგების თანახმად, გლობალური მასშტაბით საქმიანი ადამიანების უმრავლესობას (53%) მიაჩნია, რომ სამუშაო სივრცის გაზიარება ამცირებს სტრესს. ამასთანავე, სამუშაო ადგილის უფრო ფართო არჩევანი და უკეთესი სოციალური გარემოს განაპირობებს საერთო სამუშაო სივრცის მომხმარებელთა უმრავლესობის (72%) მიერ მრავალფეროვანი ურთიერთობებისა და მეგობრობების ჩამოყალიბებას.

  • როგორ ფუნქციონირებს ვირტუალური ოფისი, რომელიც ხელმისაწვდომია „რეგუსის“ ნებისმიერ ლოკაციაში?

ბიზნესის რეპუტაცია ხშირად მჭიდროდ უკავშირდება ოფისის ადგილმდებარეობას. თუ გსურთ თქვენი კომპანიის წვდომის არეალის გაფართოება და კლიენტთა ნდობის ამაღლება, ჩვენი ვირტუალური ოფისები წარმოადგენენ მოსახერხებელ და ხარჯთეფექტურ გადაწყვეტილებას - დიდი ბიზნესის იმიჯი, დიდი ბიზნესის ხარჯების გარეშე. ახალწამოწყებული და სახლში დაფუძნებული ბიზნესები იძენენ შთამბეჭდავ ბიზნეს-მისამართს, ისევე როგორც ფოსტის დამუშავებისა და სატელეფონო ზარებზე პასუხის პროფესიონალურ მომსახურებას, ფიზიკურ სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის გარეშე.

ვირტუალური ოფისე ასევე წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტილებას პირებისთვის, ვისაც მცირე ხარჯებისა და რისკების პირობებში ახალ ბაზრებზე შესვლა სურს.

  • რაც შეეხება „რეგუსის“ შეხვედრების ოთახებს, რა ტიპის შეხვედრებისთვის არის შესაძლებელი მათი გამოყენება?

ჩვენ გაგვაჩნია კლიენტის გემოვნებაზე მორგებადი, ხარჯთეფექტური და მოქნილი შეხვედრების ოთახები. შესაძლებელია მათი საათობრივად ქირაობა და სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოყენება, როგორიცაა ბიზნეს-შეხვედრები, ტრენინგები, პრეზენტაციები, კონფერენციები, ინტერვიუები და ვიდეოკონფერენციები. ჩვენი ოთახები აშენებულია ბიზნესისთვის - თქვენ შეგიძლიათ მათი გამოყენება თქვენი საკუთარი სურვილების შესაბამისად.

  • რა უპირატესობები გააჩნია „ბიზნესის სამყაროს“ წევრობას?

ბიზნეს სამყარო წარმოადგენს „რეგუსის“ წევრობის უნიკალურ გლობალურ პროგრამას. ბარათის გატარებით წევრებისთვის მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება ბიზნეს-ლაუნჯები, საერთო სამუშაო სივრცეები და საოფისე სივრცეები „რეგუსის“ 3000 ლოკაციისგან შემდგარი გლობალური ქსელის მასშტაბით.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს პროდუქტიული მობილური მუშაობის პიკს. მას უკვე გააჩნია მილიონზე მეტი წევრი.

  • არის თუ არა ორგანიზაციული შეფერხებების შემთხვევაში დახმარების მომსახურება ყველა ტიპის ბიზნესისთვის შესაფერისი?

ორგანიზაციული შეფერხებების შემთხვევაში დახმარების მომსახურებას იყენებენ სხვადასხვა ზომის კომპანიები. მაგალითად, თუ კომპანიის საკუთარი ოფისი მისთვის ხელმიუწვდომელია უამინდობისა თუ ტექნიკური დაზიანების გამო, ჩვენ მას ვეხმარებით სამუშაო რეჟიმის შენარჩუნებაში, სანამ პრობლემა არ იქნება მოგვარებული. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ ან ვირტუალურ საოფისე ფართს, რომელიც მორგებული იქნება კლიენტის კონკრეტულ საჭიროებებზე, ისევე როგორც სატელეფონო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურებებს.

  • აპირებთ თუ არა „რეგუსის“ ყველა პროდუქტის თავიდანვე საქართველოში შემოტანას, თუ გაგაჩნიათ უფრო ზომიერი საწყისი გეგმა?

კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიზნეს-ლაუნჯი, შეხვედრების ოთახები და მათ კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული ოფისები.

„რეგუსი“ წარმოადგენს სამუშაო ადგილების ეკოსისტემას, რომელიც კომპანიებს აკავშირებს მათთვის სასურველ ლოკაციებთან, მათთვის სასურველი გზებით, და ამით ხელს უწყობს მათ საქმიანობას.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: