საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი | Property Georgia

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი

თბილისში Fast and Furious 9-ის გადაღება დაიწყო!

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტისგადაიღე საქართველოშიფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი უცხოური პროექტი განხორციელდა.

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს.კინოწარმოებით დაინტერესებულ პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAL PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის  „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

„მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ და მალე საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება დაიწყება. ჩვენ ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული „cash back“ პროგრამა შევთავაზეთ. შესაბამისად, ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ ფილმში იდენთიფიცირებული იქნება საქართველო და თბილისი, ასეთ ფილმებში მსგავსი რამე ხშირ შემთხვევაში არ ხდება.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.  გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე. 

„პროექტი არის უპრეცენდენტო, როგორც ქართული კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, თბილისის პოპულარიზაციის საკითხიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ჩვენს დედაქალაქს რამდენიმე ათასი ტურისტი ეწვევა და საქართველო მოხვდება სხვადასხვა წამყვანი კინოინდუსტრიების ფოკუსში“ - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებშია გადაღებული ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „მზის გოგონები“ ("Girls of the Sun”), რომელიც 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში „ოქროს პალმის რტოსთვის“  იბრძოდა.

რეჟისორ, ევა ჰასონის ფილმზე ქართულ საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობდა და ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბერის ბოლოს დაიწყო,  ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: