საქართველო უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს და დაჯილდოვებას მასპინძლობს | Property Georgia

საქართველო უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს და დაჯილდოვებას მასპინძლობს

13 სექტემბერს, 12 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით და “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, გაიმართება შეხვედრა- მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის ინდუსტრიის დესტინაცია.“ შეხვედრის მიზანია, 15-16 ოქტომბერს დაანონსებული უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმის “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობის“ და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.

შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.

FIABCI www.fiabci.org უძრავი ქონების პროფესიონალთა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელიც წარმოდგენილია 70 ქვეყანაში. საქართველოში მისი წარმომადგენლობა FIABCI Georgia კი ამ ეტაპისთვის 20 წევრ კომპანიასა და ასოციაციას აერთიანებს, როგორებიცაა: Georgian National Real Estate Association, Colliers international Georgia, Tbilisi City Institute, REMAX Capital, Alliance Group,  Responsible Property Investment Council, Property Management Group, Dux Development, Star City, Dirsi, Dreamland Oasis, Schuchman Luxury Villas, Loialte, Riverside Invest, Lisi Development, Marshal Gudauri, Simetria.

“უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველო მსოფლიო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ცენტრი. ღონისძიების საერთაშორისო  მედია პარტნიორია Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებენ წამყვანი გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, "PwC", “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.”

მედია კონტაქტი: ნინი კუჭავა: +995 555 265544

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: