საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ჩატარდება | Property Georgia

საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ჩატარდება

Property Georgia, FIABCI-Georgia, ExpoGeorgia, საქართველოს უძრავი ქონების და ბიზნეს ასოციაციებმა კვირეულის ერთობლივად ორგანიზების და პარტნიორობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კვირეულის ორგანიზატორებმა: Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა- ქეთევან ტაბატაძემ და ExpoGeorgia-ს დირექტორმა რესან ქიქავამ, ასევე, კვირეულის თანაორგანიზატორმა - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ მარიამ დემურიამ და ბიზნესპარტნიორმა - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სამი მთავარი ღონისძიება გაიმართება:

  • 29 აპრილს, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) პატრონაჟით, პირველად საქართველოსა და რეგიონში “FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards Gala 2020“-ი ჩატარდება და მას 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ღონისძიებაზე უძრავი ქონების საუკეთესო დეველოპერული პროექტები 13 ნომინაციაში გამოვლინდება, გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში - FIABCI World Prix d’Excellence-ი. დაჯილდოების ღონისძიება ტარდება საქართველოს ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და „დიჯითალ არეას“ მხარდაჭერით. სტრატეგიული პარტნიორია „Colliers International Georgia“, ხოლო ინტელექტუალური პარტნიორია „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო“ (PwC Georgia).

პროექტების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:        https://propertygeorgia.ge/forum/awards/registration/

  • “GREE” - უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციები რომლებიც მომხმარებლებს წარუდგენენ როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებს საინტერესო შეთავაზებებით. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ამ დარგის ყველა წარმომადგენელს და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით. უძრავი ქონების გამოფენის პარალელურად გაიმართება  “Caucasus Build”-ის ყოველწლიური საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა, რომელიც 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანიას უმასპინძლებს.
  • უძრავი ქონების ასოციაციის ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოება 1 მაისს, აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის (NAR) პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უძრავი ქონების დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან როგორც კომპანიები, ისე კერძო პირები უძრავი ქონების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიებისა და გამოფენის პარალელურად, არაერთი საინტერესო, პარალელური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის თემატური პრეზენტაციები, სემინარები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და საინვესტიციო ტურები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: