შეიძინე ბინა GreenHill Residence-ში და იცხოვრე ახლებურად ახალი წლიდან | Property Georgia

შეიძინე ბინა GreenHill Residence-ში და იცხოვრე ახლებურად ახალი წლიდან

 GreenHill Residence-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი, მეგი სარიშვილი.

არსებობს ერთი ძალიან კარგი და პოპულარული წინასაახალწლო დათქმა: ”მე ახალი წლიდან...” ამ წინადადებას ყველა თავისებურად ასრულებს, თუმცა, ყველა ამ ფრაზას საერთო მუხტი აქვს და ეს არის ცვლილება. ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად კი რა იქნება უკეთესი თუ არა ახალი ბინა. რადგან თქვენ გადაწყვიტეთ იცხოვროთ ახლებურად, GreenHill Residence-ი თქვენი პირობის შესასრულებლად საუკეთესო არჩევანია. ამ თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში თქვენ არ ყიდულობთ მხოლოდ საცხოვრებელ ფართს, თქვენ ხდებით ყველა იმ კომფორტის გამზიარებელი, რასაც 21-ე საუკუნის საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია გულისხმობს: ხედი, გამწვანებული გარემო, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, უსაფრთხო, მყარი შენობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა. 

Property Georgia  GreenHill Residence-ის პროექტის შესახებ ესაუბრა  მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელს, მეგი სარიშვილს.

რატომ GreenHill Residence-?

პირველ რიგში, იმიტომ რომ GreenHill-ის წინ არასოდეს  აშენდება სხვა შენობა. რადგან აქ „ვერეს ხეობაა“ და მასზე განაშენიანება შეუძლებელია. რაც შეეხება არსებულ ტერიტორიას – 33 500 მ2 მთლიანად კომპანიის მფლობელობაშია და, ფაქტობრივად, ადგილი არ არის ახალი მშენებლობისათვის. მხოლოდ კომპლექსის უკან მდებარე ტერიტორიაზე იგეგმება 2018 წლიდან მეორე ეტაპის მშენებლობა და მობინადრეები წინასწარ ინფორმირებულები არიან. კორპუსებს შორის დაშორება 80 მეტრია, რაც არა თუ შეესაბამება, არამედ აღემატება დადგენილ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ყველა ბინას ხედი და სივრცე აქვს.  

არქიტექტურა, ეკოლოგია, მდებარეობა

ცნობილი ქართველი არქიტექტორის ირაკლი მურღულიას მიერ დაპროექტებული გამორჩეული იერსახის მქონე შენობა თბილისში ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემოში, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩა N5-ში შენდება. GreenHill Residence-ს საინვესტიციო კომპანია “ჩემი სახლი” აშენებს. ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საცხოვრებელი, კომერციული და რეკრეაციული ზონები. კომპლექსის წინ გადის საავტომობილო-სატრანსპორტო კვანძი ორი ალტერნატიული მიმართულებით. GreenHill Residence-დან 50 მეტრში ფუქნციონირებს საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი. ობიექტის სიახლოვეს განთავსებულია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი - 300 მეტრში. კომპლექსიდან 500 მეტრში მდებარეობს მეტრო სადგური “უნივერსიტეტი”.

ფასები და შეძენის პირობები

GreenHill Residence-ი მოიცავს სხვადასხვა ტიპის გეგმარებას, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში შეიძინოს ბინა.  კომპლექსი, რომელიც  მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გამოირჩევა არქიტექტურით, მშენებლობაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები და მაცხოვრებლებს მოვლა-პატრონობის მომსახურებას სთავაზობს, გათვლილია საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე. საცხოვრებელი ფართების შეძენის მსურველებისთვის კომპანიაში მოქმედებს როგორც შიდა უპროცენტო, ასეცე 10-წლიანი საბანკო განვადება.  

მყარი და ენერგოეფექტური მშენებლობა - GreenHill Residence-ის ძირითადი შენობის კარკასი რკინა-ბეტონის მონოლითური ნაგებობაა, კომპლექსი სეისმურად გათვლილია 9 ბალიან მიწისქვეშა ბიძგებზე. გარდა ამისა, შენობა კლდეზეა ნაშენი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სიმყარეს. ბეტონის ნარევის ექსკლუზიური მომწოდებელია HEIDELBERGCEMENT-ი.

ფასადის გარე კედლების მშენებლობისას გამოყენებულია 30 სმ-იანი ენერგოეფექტური პემზის ბლოკი. შიდა ტიხრებისთვის კი განკუთვნილია აკუსტიკური 10სმ-იანი ბეტონის ბლოკი.

ბინები ბარდება ალუმინის Saray-ს ბრენდის ვიტრაჟებით.

გამწვანება

GreenHill Residence-ის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპლექსის საკუთრებაში არსებული 33 500 მ2 მიწის ნაკვეთიდან 10 000 მ2  განკუთვნილია რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, სადაც განთავსდება ღია ტიპის საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, საცალფეხო და ველობილიკები. ტერიტორიაზე დაირგვება სპეციალურად შერჩეული მრავალწლიანი ხეები და მოეწყობა ორიგინალური ლანდშაპტური დიზაინით შექმნილი დასასვენებელი ბაღები.

პარკინგი

GreenHill Residence-ის მაცხოვრებლების კიდევ ერთი კომპფორტია. კომპლექსი სრულად უზრუნველყოფილია, როგორც მიწისზედა ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომით, სადაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ მაცხოვრებლების, არამედ სტუმრების ავტომანქანების უსაფრთხოდ და კომფორტულად პარკირება.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი განთავსდება.

ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით

GreenHill Residence-ი ბინის ყიდვის მსურველებს სთავაზობს საბაზისო პაკეტს, რომელიც გულისხმობს ბინის ისეთი მდგომარეობით ჩაბარებას, სადაც დარჩენილი იქნება მხოლოდ შიდა ინტერიერის და კოსმეტიკური სამუშაოების შესრულება. ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.

საერთო სარგებლობის ფართები

GreenHill Residence-ში საერთაშორისო სტანდარტებითაა მოწყობილი. სადარბაზოები მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვის კომბინაციით, კარები კი ელექტრონულად ოპერირებადი და ინტერკომით აღჭურვილია, ინდივიდუალური საკომუნიკაციო ოთახებია ყველა სართულზე, კიბეებს აქვს ქვით მოპირკეთებული საფეხურები და ლითონის მოაჯირები.  

GreenHill Residence-ის მოსაპირკეთებელი სამუშაოები წინასაახაწლოდ,  2017 წლის დეკემბერში დასრულდება. კომპლექსი ექსპლუატაციაში 2018 წლის აპრილში შევა. შენობის ჩაბარების შემდეგ კომპლექსში ამოქმედდება მოვლა-პატრონობის სამსახური, რაც საერთო მოხმარების ფართებზე ვრცელდება: 24 საათიანი დაცვის სამსახური, სადარბაზოების დასუფთავება, განათება, ლიფტების გამართული მუშაობა, მებაღე - ყველაფერი, რაც მობინადრეების კომფორტზე მუდმივ ზრუნვას გულისხმობს.

#გადმოდიჩვენთან

 ქეთი ტაბატაძე

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: