Skyline Residence-ის პრემიალური ხაზის 19 ბინა და ახალი პროექტები m² - ისგან | Property Georgia

Skyline Residence-ის პრემიალური ხაზის 19 ბინა და ახალი პროექტები m² - ისგან

ქეთი ტაბატაძე

Skyline Residence-ში ბინების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია! “m2 უძრავი ქონების” პირველი პრემიუმ-ხაზის პროექტი ექსკლუზიურ ადგილას-სოლოლაკში, მთაწმიდის პარკის მიმდებარედ შენდება.

საცხოვრებელ კომპლექსში 19 პრემიალური ხაზის ბინა განთავსდება. კომპანია “m2 უძრავი ქონება” პრემიუმ სეგმენტთან ერთად ოპტიმა-ხაზის განვითარებაზე მუშაობასაც აქტიურად განაგრძობს. Skyline Residence-ის და კომპანიის სხვა პროექტებისა და ახალი სტრატეგიების შესახებ Property Georgia “m2 უძრავი ქონების" გენერალური დირექტორის მოადგილეს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, შორენა დარჩიაშვილს ესაუბრა.

- Skyline  residence ინოვაციური პროექტია. პირველად საქართველოში თქვენმა კომპანიამ გამოიყენა გზის დაგების ინოვაციური ტექნოლოგია, რაც წლის ცივ პერიოდში კომპლექსამდე გზის გათბობას უზრუნველყოფს. როგორ გაჩნდა ეს ინოვაციური იდეა თქვენს ჯგუფში და კომერციულად რამდენად გამართლებულია მსგავსი ტიპის სამშენებლო სიახლეები?

- m2 ცდილობს ყოველი მომდევნო პროექტი რაღაცით გაუმჯობესებული იყოს. მუდმივად ახალი ტექნოლოგიების ძიებაში ვართ და ვცდილობთ ეს ახალი ტექნოლოგიები პრაქტიკაში გამოვიყენოთ. m2-სთვის კომერციულ წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი მაცხოვრებლების კმაყოფილებაა. კლიენტის უკეთესად ცხოვრება ჩვენი კომპანიის მიზანია და ამ მიზნის მისაღწევად ინოვაციურ გზებს ვეძებთ. m2 უკვე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტებს და სწორედ ამიტომაა ის პოტენციური მაცხოვრებლების რჩეული.

- როგორია Skyline Residence-ის მწვანე გარემო?

- პროექტის ავტორების ძალისხმევით Skyline Residence-ი ირგვლივ არსებულ მწვანე გარემოს შეესისხლხორცა. პროექტზე მუშაობისას, არქირეტქტორების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლდათ - შენობა არ უნდა ამოვარდნილიყო გარემოს კონტექსტიდან. ვფიქრობ, რომ ავტორებმა ეს მისია ძალიან კარგად შეასრულეს - Skyline Residence-ი იდეალურად ერწყმის გარშემო არსებულ მწვანე ფერსა და კლდის ბუნებრივ ფერს. რაც მთავარია, თუკი შენობას დაბლიდან, ქალაქიდან შევხედავთ, ის იდეალურად ეწერება გარემოში. ეს შეგრძნება კი შენობის სრულად მოპირკეთების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდება.

- ლოკაცია?- რა დამატებით ღირებულებას ძენს პროექტს შერჩეული ადგილმდებარეობა?

- გასაკვირი არ არის, რომ Skyline residence-ის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებულობა მის ადგილმდებარეობაშია. შენობიდან განუმეორებელი ხედები იშლება. განუმეორებელში კი იმას ვგულისხმობ, რომ სხვა საცხოვრებელი კომპლექსი, ასეთი ხედით, თბილისში არ მეგულება. ამ ხედის დანახვა უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს შეეძლება, რადგანაც პროექტის მიხედვით თითოეული ბინის ვერანდა თბილისს უყურებს.

- ვინ არის Skyline residence-ის მიზნობრივი სეგმენტი?

- Skyline Residence-ი პრემიუმ კლასის პროექტია და ცხადია, მას გარკვეული ექსკლუზიურობა ახლავს თან. მასში სულ 19 ბინაა. შენობაში იქნება საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი. ასევე, მაცხოვრებლები ისარგებლებენ კონსიერჟის მომსახურებითაც.  ბუნებრივია, Skyline Residence-ი  გათვლილია მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, რომელთაც შეუძლიათ თავს განსაკუთრებული სერვისის არჩევის საშუალება მისცენ.

- პროექტი 2017 წლის მაისში სრულდება. რა ეტაპზეა ამჟამად სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოები?

- ამ მომენტისთვის უკვე დასრულებულია კარკასის მშენებლობა და მიმდინარეობს შიდა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ყველა პროექტი ენერგოეფექტურია და გამონაკლისს, რა თქმა უნდა, არც Skyline Residence-ი წარმოადგენს. რაც შეეხება ფასადს, ის ბუნებრიფი ქვით მოპირკეთდება.

- როგორია პროექტის საფასო პოლიტიკა?

- როგორც უკვე გითხარით, Skyline Residence-ი პრემიუმ ხაზის პროექტია და კვ.მ-ის ფასი, საშუალოდ 2500 აშშ დოლარია. ფასში შედის გათბობის სისტემები, მათ შორის იატაკქვეშა გათბობა და რადიატორები, ხმის იზოლაცია და პარკინგი. რაც შეეხება რემონტს, ამ შემთხვევაში, ინდივიდუალურად ვუთანხმებთ კლიენტს მასალებს. 

როგორია გაყიდვების სტატისტიკა დღევანდელი მდგომარეობით?

ამ დროისთვის ბინების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. 

 

მეორე პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრში შენდება, არის m2ჭავჭავაძეზე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის #50-ში მდებარეობს. რას პირდება ვაკის პროექტი პოტენციურ მობინადრეებს?

ლოგიკური იქნება, თუკი ამ პროექტის უპირატესობების ჩამოთვლას მიმზიდველი და პრესტიჟული ადგილმდებარეობით დავიწყებთ. „m2 ჭავჭავაძეზე“ გამოირჩევა ფასადის მოპირკეთებით - ის ბუნებრივი ტრავერტინის ქვით იქნება შესრულებული. პროექტში გათვალისწინებულია ორდონიანი ავტოსადგომი საავტომობილო ლიფტით. გარდა ამისა, m2-ს ჭავჭავაძეზე თან ახლავს ჩვენი კომპანიისთვის დამახასიათებელი სხვა უპირატესობები - უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, 23%-მდე ენერგოეფექტურობა და კომპლექსის მოვლის მომსახურება - 24 საათიანი დაცვა, ტერიტორიის დასუფთავება და ა.შ.

m2 ჭავჭავაძეზე 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. როდის გააქტიურდება გაყიდვები და როგორია ფასები?

m2-ის, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. ამიტომაც, ბინების დიდი ნაწილი იყიდება მშენებლობის დაწყებამდე. კონკრეტულად ამ პროექტის შემთხვევაში, ბინების 42% უკვე გაყიდულია. რაც შეეხება მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს: 1 კვ.მ-ის ფასი დასრულებული რემონტით 1380-სა და 1700 აშშ დოლარს შორის მერყეობს.

ბინები სრულად გარემონტებული სახით ბარდება მობინადრეებს. აქვთ თუ არა მათ საშუალება საკუთარი გემოვნების მიხედვით მოაწყონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები?

რა თქმა უნდა, კლიენტი თავად ირჩევს სარემონტო მასალებს, რომელთა ნახვაც m2-ის გალერეაში შეუძლია. m2-ის გალერეა 500 კვ.მ-ის ფართობის ე.წ შოურუმია, რომელშიც დაინტერესებულ პირს ჩვენს პროექტებში არსებული ბინების რეალურ მასლებისა და იქ გამოყენებული მასალების დათვალიერება შეუძლიათ.

გაქვთ პროექტები ქალაქის გარეუბნებშიც. მაგალითისთვის, უკვე დასრულებილი “ოპტიმა ისანი”. რა განმასხვავებელი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას და გაყიდვებში ქალაქის ცენტრში და გარეუბნებში? კომერციულად რომელი უფრო მომგებიანია?

დიახ, ჩვენ ავაშენეთ ოპტიმალური ხაზის კომპლექსიც და ადამიანებს საშუალება მივეცით ნაკლები ფულით უფრო დიდი ბინა შეეძინათ. თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებს ყველაზე მოთხოვნადი ლოკაცია მაინც საბურთალოა. სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება ძირითადი კონცეტრაცია.

უახლოეს წლებში როგორ ხედავთ დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პერსპექტივებს? სად უნდა ველოდეთ თბილისში მშენებლობების ბუმს?

უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს ის ტენდენცია, რომ ახალგაზრდა წყვილები ცალკე გადადიან საცხოვრებლად. მათი დიდი ნაწილის არჩევანი კვლავაც საბურთალოზე ჩერდება, მაგრამ უკვე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა წყვილები ეკოლოგიურად სუფთა უბნებით ინტერესდებიან.

როგორია თქვენი უახლოესი მომავლის გეგმები? რა ახალი პროექტების დაწყებას აპირებთ?

m2 აპირებს ოპტიმა-ხაზის კიდევ უფრო განვითარებას. კონკრეტული გეგმების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა სიახლეები უახლოეს მომავალში აუცილებლად გვექნება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: