ტურიზმი აჭარაში | Property Georgia

ტურიზმი აჭარაში

24 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება კონფერენცია ტურიზმის სექტორის გამოწვევების შესახებ, რომელსაც აჭარის რეგიონის, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები დაესწრებიან.

კონფერენციის დაწყებამდე ჩატარდება Where.ge/Ajara სპეციალური გამოცემის და ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს ივლისის ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარ თემას სწორედ აჭარისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის შეფასება წარმოდგენს, ორივე ჟურნალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით გამოიცა.

კონფერენციის გამართვა არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ მცირე მეწარმეებმა მოისმინონ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის ინიციატივები ტურიზმის განვითარებისთვის, გაეცნონ სხვა რეგიონების წარმატებულ გამოცდილებას და ერთად დასახონ კონკრეტული გზები ვითარების სწრაფად გამოსწორებისკენ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოაგთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა http://bit.ly/2JStltc

ფეისბუქ ივენთი - http://bit.ly/2SuJuJa

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: