UNWTO-სთან და შვეიცარულ SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება | Property Georgia

UNWTO-სთან და შვეიცარულ SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიაზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება. 

ამასთანავე, იქმნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემია, საერთაშორისო ცენტრი თბილისში, რომლის დამფუძნებლები ბიზნესის წარმომადგენლები და ათი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი გახდება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის აღმასრულებებლი დირექტორი ომარ ვალდესი, შვეიცარული სკოლა SHL - ის ვიცეპრეზიდენტი ტიმო ალბიეზი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ. 

ტურიზმის სფეროში საქართველოში ტოპ-მენეჯერის 80% უცხოელია - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შვეიცარული სკოლის - LES ROCHES-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს დიეს დე ლა ლასტრამ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანას უცხოელი ლიდერებისთვის და მათი საქართველოში ჩამოყვანისთვის დიდი ფინანსების გაღება უწევს. 

„როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში? დააკვირდით და ნახავთ, რომ ტურიზმის სფეროში თითქმის ყველა ტოპ-მენეჯერი, დაახლოებით, 80% - უცხოელია. ამ უცხოელი ლიდერებისთვის ქვეყანას ძალიან დიდი ფინანსების გადახდა უწევს იმისთვის, რომ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. თუ საქართველოს უნდა ლიდერი გახდეს ტურიზმის მიმართულებით რეგიონში, მაშინ ასე გაგრძელება არ გამოვა. ტოპ-მენეჯერების გადამზადებით შეიქმნება ერთგვარი ციკლი, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს ადგილობრივი პროფესიონალების ყოლას. ქვეყანამ უნდა შექმნას ტალანტები და შეინარჩუნოს ისინი“, - აცხადებს LES ROCHES-ს აღმასრულებელი დირექტორი. 

სკოლა წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს ტურიზმის სფეროში, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან. 

სკოლაში განხორციელდება ლექტორების მომზადების პროგრამები საერთაშორისო პარტნიორების მიერ. 
იგეგმება საინვესტიციო ფორუმების ორგანიზება, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. 
აკადემია შეასრულებს რეგიონული ჰაბის როლს.

 

წყარო: https://www.bm.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: