WellHouse-ი პირველ ენერგო-ეფექტურ სახლს ასრულებს და პირველი სასტუმროს მშენებლობას იწყებს | Property Georgia

WellHouse-ი პირველ ენერგო-ეფექტურ სახლს ასრულებს და პირველი სასტუმროს მშენებლობას იწყებს

თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებელი სახლის წარმატებულად დასრულების შემდეგ WellHouse-ი უნივერსიტეტის ქუჩა #3-ში მდებარე ოცნების უბანში მორიგ მშენებლობას იწყებს. ოცნების ორი სახლის ჯამური ინვესტიცია $25 მილიონს აღწევს. ქართველ დეველოპერს ადგილობრივ ბაზარზე გეგმები სასტუმრო ბიზნესის მიმართულებითაც აქვს. ერთწელიწადში WellHouse-ი თავისუფლების მოედანზე ბუტიკური ტიპის მაღალი კლასის სასტუმროს გახსნის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $20 მილიონია. Property Georgia კომპანიის მიმდინარე პროექტებისა და განვითარების შემდგომი გეგმების შესახებ WellHouse-ის გენერალურ დირექტორს, გიორგი ღვინაძეს ესაუბრა.  

- WellHouse-თქვენი ოცნების სახლი-დასამახსოვრებელი სახელია, ასევე შთამბეჭდავი სლოგანით. რა არის ის მთავარი ფაქტორები რაც, თქვენი პროექტის ოცნების სახლის სტატუსს განსაზღვრავს? 

- WellHouse-მა ოცნების სახლის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო. ჩვენი კომპანია, რომელიც ბაზარზე მშენებლობის სრულიად ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, სწორედ ამ წელს ჩამოყალიბდა. პირველივე პროექტზე მუშაობისას არჩევანი ენერგო-ეფექტურ მასალებზე გავაკეთეთ. ეს კი პირველ რიგში მნიშვნელოვანია “ოცნების სახლის” მაცხოვრებლებისთვის.  მაგალითისთვის, გერმანულ სამშენებლო ბლოკს Ytong–ი, რომელსაც ჩვენ მშენებლობაში ვიყენებთ, სტანდარტულ ბლოკებთან შედარებით შვიდჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, რაც ნაკლებ კომუნალურ გადასახადებს ნიშნავს. შენობის კარ-ფანჯრებიც ასევე გერმანული ბრენდით Rehau არის წარმოდგენილი. გერმანული ხარისხი დაცულია საღებავების მიმართულებითაც, ამ შემთხვევაში Caparol არის ჩვენი მომწოდებელი. 17-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი მაღალი დონის ლიფტებია, ჩვენს მობინადრეებს კი, ამ მხრივ, Otis-ის ამერიკულ ხარისხს ვთავაზობთ. ასევე, რაც აღსანიშნავია, “ოცნების სახლში” ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთებული სივრცული სადარბაზოები და საერთო ფართებია. შენობას აქვს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოპარკინგი.  

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანიის მიზანია ვაშენოთ ევროპული სტანდარტებით, WellHouse-ისთვის ენერგო-ეფექტურობასთან ერთად თანაბრად პრიორიტეტულია ეკოლოგიური მხარე, რაც  “ოცნების სახლის” ინფრასტუქტურულ ნაწილში კარგად არის ასახული. ევროსტანდარტებით აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი ეზო, სადაც მობინადრეებს საშუალება ეძლევათ ისიამოვნონ კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. გვსურს დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ, სადაც თავისუფალი ადგილია იქ აუცილებლად შენობა უნდა აშენდეს. WellHouse-ის “ოცნების უბანში”გაცილებით მეტი ადგილი რეკრეაციულ ზონას ეთმობა, ვიდრე ბეტონის კონსტრუქციებს. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის უნივერისტეტის ქუჩა #3-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი “ოცნების სახლი”. ჩვენ საბურთალოზე მწვანე სივრცეს ვქმნით. 

ჩვენი ხედვა მხოლოდ შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობით არ შემოიფარგლება. მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად კეთდება ახალი ორმხირი გზა, რომელიც ქავთარაძის ქუჩას უნივერსიტეტის ქუჩასთან დააკავშირებს. ამ სასიკეთო საქმისთვის WellHouse-მა “ოცნების უბნის” ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დათმო. შესაბამის საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერია განახორციელებს.

- როგორც აღნიშნეთ, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ მასალებს იყენებთ, რაც ძვირი სიამოვნებაა დეველოპერისთვის. როგორია გაყიდვების საფასო პოლიტიკა?

- “ოცნების სახლში” ბინის შეძენა ხელმისაწვდომია. მიუხედავად მშენებლობაში გამოყენებული ძვირადღირებული მასალებისა, ბაზარზე არსებული საშუალო ფასი შევინარჩუნეთ -$730 - $880 1 კვ.მ-ზე. არჩევანი პროექტში დიდია, მინიმალური ფართები 42,5 კვ.მ-დან იწყება. ამ ეტაპზე არსებული 170 ბინიდან გასაყიდი დარჩენილია 70, რაც ახლად დასრულებული პროექტისთვის კარგი ინდიკატორია. რეალურად, გაყიდვების დაწყებას ახლა ვაპირებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, “ოცნების სახლის” ირგვლივ არსებულმა ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. მობინედრეებს გადახდის პირობების მოქნილობითაც ვანებივრებთ, კომპანიაში ვაწარმოებთ შიდა განვადებას ჯამური თანხის 20-30%-ზე, რომელიც წლის ბოლომდეაგადანაწილებული. საცხოვრებელი კომპლექსი ექსპლოატაციაში 1 ივნისს ბარდება, დარჩენილი სამი თვე კი საკმაოდ მოკლე ვადაა გადახდისთვის, სწორედ ამიტომაც ეს ალტერნატიული, დროში გახანგრძლივებული გეგმა შევიმუშავეთ. წლის ბოლოს ბინის მფლობელი დარჩენილ 70-80%-ს დაფარავს საკუთარი რესურსით ან ისარგებლებს ჩვენი პარტნიორი ბანკის იპოთეკური დაკრედიტებით. ასევე, აღვნიშნავ, რომ  კომპლექსის პირველი ოთხი სართული, რომლებიც კომერციულ და საოფისე ფართებს ეთმობა, მთლიანად ათვისებულია.

- რატომ გადაწყვიტეთ სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით გაფართოვება და კონკრეტულად რას მოიცავს ბუტიკური სასტუმრო, რომელსაც თავისუფლების მოედანზე აშენებთ?

- სასტუმროს პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ მრავალმხრივ უნიკალურია. ერთ-ერთი უმთავრესი მნიშვნელოვანი ღირებულება ლოკაციაა. თავისუფლების მოედანზე არსებულ ძველ შენობას რეკონსტრუქციას ვუტარებთ და მის ადგილას მაღალი დონის ბუტიკური ტიპის სასტუმროს გავხსნით. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინტერიერს, ნომრები მოეწყობა იტალიური ბრენდის, სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი ავეჯით. 6-სართულიანი შენობის პირველი ოთხი სართული (37-40 ნომერი) სასტუმროს დაეთმობა, ბოლო ორ სართულზე კი მოეწყობა საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი ქართულ-ევროპული რესტორანი და ლაუნჯ-ბარი ფრანგული კაფეტერიით. სასტუმრო ქართული ბრენდის ქვეშ გაიხსნება. WellHouse სასტუმროს მართვას თავადვე განახორციელებს და პროექტის ფარგლებში 150 სამუშაო ადგილს შექმნის. პრესტიჟული ადგილმდებარეობის და მაღალი კლასის სტატუსის მიუხედავად,  ბაზარზე დემოკრატიული ფასებით წარვსდგებით,რომელიც მისაღები იქნება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სტუმრებისთვის. რაც შეეხება სასტუმროს სახელს, ვმუშაობთ და უახლოეს ვადებში საბოლოო ვარიანტზე შევჯერდებით. 

- ევროსტანდარტები მშენებლობაში - რას ნიშნავს ეს WellHouse-ისთვის და ზოგადად სამშენებლო-დეველოპერული ბაზრისთვის? 

- ევროსტანდარტების დანერგვა სამშენებლო სექტორში არგებს როგორც მშენებელს და დეველოპერს, ასევე მომხმარებელს. რაც მეტად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და რაც უფრო გამკაცრდება კონტროლი ხარისხზე, მით უკეთესად განვითარდება სექტორი. ხარისხი ნიშნავს ნდობას, რაც თავის მხრივ წარმატებაშიაისახება. 2014 წელს, როდესაც სამშენებლო ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ და ვფიქრობდით რა მიმართულებით წავსულიყავით, ქვეყნის განვითარების ვექტორზე - ევროპულ არჩევანზე გავაკეთეთ სწორება. შესაბამისად, დავასწარით მოვლენებს და ის, რაც ევროპასთან ასოცირების ფარგლებში უახლოეს მომავალში კანონით მოეთხოვებათ სამშენებლო ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს, ჩვენ პირველივე პროექტში შიდა რეგულაციად ვაქციეთ. WellHouse 100%-ით ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ხარისხის ყველა გამოწვევას პასუხობს. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: