Services | Property Georgia

სერვისები

მარკეტინგი, სტრატეგიული კომუნიკაციები და გაყიდვების მხარდაჭერა

გსურთ გაზარდოთ გაყიდვები? პროექტის ან საინვესტიციო ქონების ცნობადობა? მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა, საერთაშორისო კავშირები, ჩვენს ხელთ არსებული ციფრული ინსტრუმენტები, მედია არხები, ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები განაპირობებს გარანტირებულ უკუგებას ინვესტიციაზე, სწორი სტრატეგიული დაგეგმვის, სწორი სამიზნე აუდიტორიების შერჩევის და ეფექტური ტაქტიკური მიდგომის შემუშავების გზით. ჩვენს გუნდს წვდომა აქვს სექტორის ყველაზე აქტუალურ  ინფორმაციასა და ბაზრის ინსაითებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, თქვენი პროექტის განვითარების თითოეულ სტადიაზე მოგაწოდოთ ყველაზე სწორი და ეფექტური რეკომენდაციები და გადაწყვეტები ჩვენი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში.

ქონებების ლისტინგი

ჩვენი პორტალი გაძლევთ საშუალებას წარმოაჩინოთ თქვენი ახალი პროექტები ან საინვესტიციო უძრავი ქონება გვერდის შესაბამის სექციებში მისი განთავსებით, რომელსაც ყოველთვიურად 30,000 ზე მეტი მიზნობრივი ვიზიტორი სტუმრობს. ლისტინგის გვერდზე გაქვთ შესაძლებლობა დეტალურად აღწეროთ ქონება, განათავსოთ პრეზენტაცია. მედია ინსტრუმენტების გამოყენება ლისტინგთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ზრდის ინტერესს ქონების მიმართ. ქონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ დააგზავნოთ კომპანიის საკომუნიკაციო ბაზებთან (გვერდის გამომწერები, ბროკერები, ინვესტორები).  

ინვესტორთა კონსალტინგი

ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს ვეხმარებით საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში უძრავი ქონების სექტორში. ჩვენ თავს ვუყრით გამორჩეულ პროექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საბაზრო ტენდენციებს და ხანგრძლივ პერსპექტივაში გააჩნიათ ღირებულების გაზრდის პოტენციალი. უძრავი ქონების ბაზრებზე როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ ჩვენი პარტნიორი სააგენტოების დახმარებით შესაძლებლობა გვაქვს კლიენტის დაკვეთის შესაბამისად მოვიძიოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული საინვესტიციო წინადადებები. ფროფერთი ჯორჯია საერთაშორისო კლიენტებს მაქსიმალურად ეხმარება უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარზე ნავიგაციაში და წარმოადგენს მათთვის შეუცვლელ გზამკვლევს საქართველოში.

იურიდიული მომსახურება

1. უძრავი ქონების გადამოწმება, მისი საკუთრების უფლების, სტატუსის და სხვა მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება და იურიდიული რისკების შეფასება; 2. ხელშეკრულებების შედგენა უძრავი ქონების შეძენის ან გასხვისებისათვის;  3. დეველოპერსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი ხელშეკრულების შედგენა; 4. დეველოპერული საქმიანობისათვის საჭირო სრული სამართელებრივი მხარდაჭერა, მშენებლობის წარმოების, მშენებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის და გაყიდვების წარმოებისათვის საჭირო ყველა სახის დოკუმენტაციის შედგენა; 5. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სახის ურთიერთობების, ქირავნობის, იჯარის, აღნაგობა, სერვიტუტის და სხვათა რეგულირებისათვის ხელშკრულების შედგენა და შეთანხმება.

კვლევები & რეპორტები

გვერდის შესაბამის სექციაში თავმოყრილია უძრავი ქონების ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის კვლევების და რეპორტების სახით, რომელსაც ჩვენ მუდმივად თავს ვუყრით სხვადასხვა წყაროებიდან. გაეცანით უძრავი ქონების სფეროს ინსაითებს, სფეროს ლიდერების მოსაზრებებს, ახალ კვლევებსა და კომპეტენტურ პროგნოზებს. უძრავი ქონების #1 ჰაბი და გზამკვლევი მუდმივად თვალს ადევნებს ქართული ბაზრის ტენდენციებს და სამომავლო პერსპექტივებს. მოინახულეთ ჩვენი ვებგვერდის არქივი.

ფროფერთი მედია

ჩვენი მედია მიმართულება იძლევა უნიკალურ საშუალებას თქვენი კომპანიის, პროექტის ან საინვესტიციო ქონების შესახებ ინფორმაცია გააცნოთ უძრავი ქონების სექტორით დაინტერესებულ მიზნობრივ აუდიტორიას, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო მასშტაბით.  ფროფერთი TV, ინტერვიუები, ანალიტიკური გამოცემები, კვლევები, სფეროს ლიდერების მოსაზრებები, ვებინარები, პოდკასტები და უძრავი ქონების ვიდეოტურები - ყველა ეს ინსტრუმენტი ემსახურება უძრავი ქონების სფეროს სიახლეების გაშუქებას და სექტორის გაძლიერებას. საერთაშორისო მკითხველისთვის და ინვესტორებისათვის ჩვენი მედია მიმართულება ერთადერთი საიმედო გზამკვლევია საქართველოს უძრავი ქონების სფეროში.   ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია და გაეცანით ჩვენს მედია სერვისებს
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: