Ambassadori Island Batumi | Property Georgia

Ambassadori Island Batumi

დეველოპერი:Ambassadori Development
ქონების ტიპი: მრავალფუნქიური
მდგომარეობა:გარემონტებული
მდებარეობა:ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის 11
დაწყების თარიღი:2025
დასრულების ვადა:2029
ფასი:
$
N/A
ფასის ცვლილება:N/A

ამბასადორი აილენდ ბათუმის ინოვაციური პროექტი, აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა, რომელიც ადგილმდებარეობის, მასშტაბისა და ფუნქციური მრავალფეროვნების გათვალისწინებით რეგიონის ახლებური ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციებისა და ადგილობრივი ვიზუალური მოტივების სინთეზით დაგეგმარებული, პირველი ცათამბჯენი გამორჩეული ხედებისა და ინტერიერის მქონე აპარტამენტებთან ერთად, აერთიანებს თანამედროვე სამუშაო სივრცეებს, სახურავზე განთავსებულ ვერტოდრომს, მაღალი ხარისხის სარესტორნო და გამაჯანსაღებელ ობიექტებს.

პირველ ცათამბჯენში განთავსებული სხვადასხვა ზომის აპარტამენტები, თქვენი მშვიდი და კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის დაგეგმარებული. შავი ზღვის საუცხოო ხედების ფონზე აღმართულ შთამბეჭდავ ნაგებობას, ფუნქციური მრავალფეროვნებაც გამოარჩევს, სადაც ერთ ჭერქვეშ ერთიანდება: ბრენდული სუპერმარკეტი, აფთიაქი, ფიტნეს ცენტრი, კაფე და რესტორანი, სახურავზე განთავსებული ტერასა, ღია აუზი და ვერტოდრომი.

ამბასადორი აილენდ ბათუმი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელოთ ისტორიული მნიშვნელობის პროექტში, რომლის სწრაფი ზრდის ტემპიც, თქვენი საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალური ზრდის მთავარი წინაპირობა გახდება

ამბასადორი აილენდ ბათუმი, მდგრადობის, ინოვაციების, საზოგადოებისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპების გათვალისწინებით, ურბანული ცხოვრების ახლებურ სტანდარტებს ამკვიდრებს. ჩვენი ძირითადი ორიენტირი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკო-მეგობრული გადაწყვეტების დახმარებით, ზღვისპირეთში, როგორც ფიზიკური, ასევე შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებისკენ არის მიმართული. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, გვაძლევს შესაძლებლობას რომ რეალობად ვაქციოთ ცხოვრების ის სტილი, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებში არსებობდა.

ამბასადორი ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სტუმარ მასპინძლობის, საცალო ვაჭრობის, გართობისა და უძრავი ქონების მიმართულებით. დღეისათვის, ამბასადორი ჯგუფი აერთიანებს შემდეგ ბრენდებს:

• სასტუმრო ამბასადორი თბილისი

• სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი

• პირველი გოლფის მოედანი საქართველოში

• პოლოს და გოლფის სპორტული აკადემია

• მეღვინეობა ქებურია

• აპარტამენტების კომპლექსი კაჭრეთში

• სასტუმრო ამბასადორი გოდერძი

• სასტუმრო ამბასადორი ბათუმი

• სარესტორნო ქსელი

• სტეფანო რიჩის ფრენჩაიზი
 

ID: 175160
საკონტაქტო ინფორმაცია
2025.03.24
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

სხვა დეველოპერული პროექტები

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: