UPCO დეველოპმენტი - ადგილი, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ხარისხი და კრეატიული იდეები ქმნიან იდეალურ საცხოვრებელ გარემოს შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის.
UPCO დეველოპმენტი ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მისიას ხარისხი, სანდოობა, კრეატიულობა და კომფორტი წარმოადგენს, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაშენოთ თქვენი ბედნიერი და მშვიდი მომავალი.
UPCO დეველოპმენტის პროექტები გამოირჩევიან ორიგინალური, დახვეწილი დიზაინით, სადაც თანამედროვეობა, ხარისხი და სიმყუდროვე იდეალურადაა შერწყმული ერთმანეთთან.
შენი სახლი - ესაა ადგილი, რომელიც უნდა გმუხტავდეს დადებითი ენერგით. ესაა ადგილი, რომელიც უნდა გავსებდეს შემდეგი დღისა და მომავლის იმედით. ესაა ადგილი, სადაც ცხოვრობენ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. ადგილი, სადაც აღნიშნავ შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ... ჩვენ ეს ვიცით! ამიტომაც ვაშენებთ განსაკუთრებულს, დახვეწილს, თანამედროვეს, ნათელს!
UPCO დეველოპმენტის მიმდინარე პროექტებს პეტრე იბერის ქუჩაზე მშენებარე სამი საცხოვრებელი კორპური და მაჭავარიანის ქუჩაზე მშენებარე ერთი საოფისე შენობა წარმოადგენენ.
ქართულ დეველოპერულ მარკეტზე 4-წლიანი ოპერირების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით, UPCO დეველოპმენტმა წარმატებიით დაასრულა რამდენიმე სათავსო საწყობის მშენებლობა (საწყობებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით).
ამჟამად, UPCO დეველოპმენტი აშენებს 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს პეტრე იბერის ქუჩაზე, შესახვევი N13-ის მიმდებარედ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში UPCO დეველოპმენტი გეგმავს დამატებით ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასაც. ამ ეტაპზე, მშენებლობისა და განვითარების ფაზაშია მხოლოდ ერთი 12-სართულიანი საცხოვრებელი პროექტი.
ასევე, UPCO დეველოპმენტის მიმდინარე პროექტს წარმოადგენს 6-სართულიანი საოფისე შენობა მუხრან მაჭავარიანის ქუაჩე, ვაშლიჯვრის დასახლების მიმდებარედ. პროექტის მშენებლობა ხარისხიანად და წარმატებით მიმდინარეობს და საოფისე შენობა 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.
UPCO დეველოპმენტის გუნდი
CEO - მიხეილ მერებაშვილი
Head of Operations - გელა რთველაძე
Head of Constructions - ზურა ვარსემაშვილი
CFO - ნინო მოსიაშვილი







