ცათამბჯენეთა საუკუნე?

Property Georgia

სალომე ნოზაძე

2017 წელს მსოფლიოში ცათამბჯენების რეკორდული რაოდენობა აშენდა. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ 2018 წელს ეს რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.  

მსოფლიოში ამჟამად 144-მდე ცათამბჯენია რომლის სიმაღლეც 200 მეტრს აღემატება. ეს რაოდენობა აღემატება ნებისმიერ წინა წლებში აშენებულ ცათამბჯენთა რაოდენობას. გასულ წელს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის, 15 ე.წ. „სუპერ მაღალი შენობა“ ააშენეს. ამაში იგულისხმება, რომ ამ შენობათა სიმაღლეები 300 მეტრს ცდებოდა.

Property Georgia

გასულ წელს მშენებლობები 23 ქვეყანასა და 69 ქალაქში მიმდინარეობდა. ამ ქალაქებში მინუმუმ ერთი ახალი ცათამბჯენი აღიმართა. 2016 წლის 54 ქალაქთან შედარებით ეს რაოდენობა, როგორც ხედავთ საგრძნობლად გაიზარდა.

ჩინეთი ცათამბჯენების აშენების მხრივ კვლავაც ლიდერად რჩება მსოფლიოში. ჩინეთის 35 ქალაქში აღიმართა ან აქტიურად მიმდინარეობს მაღალი შენობების კონსტრუქცია. გამორჩეულად ბევრი ცათამბჯენის მშენებლობა ხდება ქალაქებში შენჟენსა და ნანინგში. მაღალი შენობების ასეთი რაოდენობით და სისწრაფით მშენებლობა ამ ქვეყნის აქტიურ ურბანულ განვითარებაზე მიუთითებს. ისევე როგორც ხელისუფლების მისწრაფებაზე, რომ ქვეყანა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშად აქციოს.

Property Georgia

მეორე ადგილს 2017 წელს დასრულებული ცათამბჯენების რაოდენობით კი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში უკანასკნელ წელს დაახლოებით 10 ახალი ცათამბჯენი აშენდა.

მანამ სანამ ჩინეთი აქტიურად აგრძელებს ცათამბჯენთა მშენებლობას, აფრიკაში, კერძოდ კი კენიაში პირველი ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდა. ვინაიდან აფრიკის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ სწრაფია, ექსპერტები თვლიან, რომ უახლოეს წლებში მათ უფრო მეტი მაღალი შენობის აშენება დასჭირდებათ.

Property Georgia

მსოფლიოში ამჟამად ჯერ კიდევ ყველაზე მაღალ ცათამბჯენად დუბაიში არსებული „ბურჯ კალიფა“ ითვლება, რომელიც ექსპულატაციაში 2010 წელს შევიდა.

2018 წელს გეგმაში არის დაახლოებით 130-დან 160-მდე ახალი ცათამბჯენის დასრულება/აგება.

Property Georgia

Property Georgia

რაც, შეეხება საქართველოს და კონკრეტულად თბილისს, არც აქ არის მაღალი შენობების ნაკლებობა, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წლებში. ამის მაგალითია თუნდაც სასტუმრო „ბილტმორის“ შენობა, რომელიც 138 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. ასევე აქტიურად განახლდა თბილისში ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობა. შენობის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. ასევე "თბილისი გარდენსის" მიერ აშენებული შენობაც გამოირჩევა თავისი სიმაღლით. გარდა ამისა თბილისის ცათამბჯენების სიას უერთდება „ქინგ დეივიდ რეზიდენსი“ რომლის სიმაღლე 115 მეტრს შეადგენს.

თბილისში ცათამბჯენების შენება ქალაქის აქტიურ ურბანულ განვითარებაზე მიუთითებს. სავარაუდოა, რომ ცათამბჯენთა რაოდენობა მომავალ წლებში უფრო გაიზრდება საქართველოს დედაქალაქში.

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: