უძრავი ქონება 360 გრადუსით | Property Georgia

უძრავი ქონება 360 გრადუსით

"უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია - საქართველო" წარმოგიდგენთ ინოვაციურ სატრენინგო კურსს - უძრავი ქონება 360 გრადუსით.

პროგრამის თანაორგანიზატორები არიან FIABCI-Georgia და Property Georgia.

აკადემიის მიზანია სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების ინიცირება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარება.

ბიზნესთან დაკავშირებული, ახალ რეალობაზე მორგებული აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრაქტიკოსი ტრენერების ჩართულობით.

სატრენინგო კურსის ფარგლებში შემოგთავაზებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების და პრაქტიკოსი მენტორების მიერ მომზადებულ, მუდმივად განახლებად თემატიკებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან და საჭიროებებთან, ტრენდებთან, სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო თუ კონიუნქტურულ ცვლილებებთან.

სატრენინგო კურსი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკით დაკავშირებულია უძრავი ქონების სფეროსთან, მათ შორის:

  • სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მფლობელები, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები
  • საკონსულტაციო, ფინანსური, იურიდიული, არქიტექტურული და სხვა კომპანიების წარმომადგენლები
  • საკრედიტო მენეჯერები, პოტენციური ინვესტორები, ფონდების მენეჯერები და სხვა.

 

თემები და სპიკერები:

  • ლიდერობა და კორპორატიული კულტურა - სალომე არღვლიანი - EVA;
  • სახელფასო და სამოტივაციო სისტემები სამშენებლო და დეველოპმენტის სექტორში - დავით ქარდავა - Cteam; 
  • პროექტირების როლი მშენებლობაში - ირაკლი გოგოხია - Teamtwo;
  • მშენებლობის მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ასპექტები - ირაკლი ბერიძე - CMC;
  • ციფრული მარკეტინგი - ნიკოლოზ ნინიკაშვილი - Freelance Digital Marketer;
  • უძრავი ქონების დეველოპმენტის კონცეფციის შემუშავება - ეთუნა მუნჯიშვილი- Colliers Georgia;
  • საერთაშორისო ურთიერთობების როლი უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად - ლიკა ქარდავა, ქეთი ტაბატაძე - FIABCI-Georgia/Property Georgia;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები - თათია გუგუნავა - Wise Advice;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები - დავით პაპიაშვილი - Kreston Georgia;
  • მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ბაზარზე- გუგა კობახიძე- Prospect;
  • საინვესტიციო ქონების შეფასება: რისკები და კაპიტალზე უკუგება -ნინო ბერაია PhD MRICS REV | Nino Beraia | Beraiavaluation.com.

 

ჩვენს პარტნიორ  კომპანია CMC -სთან თანამშრომლობით,  2 დეკემბერს  დაგეგმილია პრაქტიკული ვორქშოფი, ვიზიტი სამშენებლო საიტზე,  სადაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ  სამშენებლო ობიექტი, დააკვირდნენ პროცესებს  და დასვან კონკრეტული კითხვები.

ტრენინგის თარიღი: 29- 30 ნოემბერი, 1-2 დეკემბერი, 2024 წ.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით

  • 15 ნოემბრამდე მოქმედებს Early Bird შეთავაზება : 1200 ლარი , FIABCI-Georgia-ს წევრებისთვის - 1000 ლარი. Early Bird შეთავაზების დასრულების შემდეგ კურსის ღირებულება იქნება : 1700 ლარი, FIABCI-Georgia-ს წევრებისთვის 1400 ლარი.
  • კომპანიიდან  ორი ან მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში, კურსზე მოქმედებს 30 % - იანი ფასდაკლება
  • ასევე სტუდენტებზე მოქმედებს 50 % - იანი ფასდაკლება.

რეგისტრაცია გაიარეთ ქვემოთ ან მოგვწერეთ: [email protected]

განათლება

სარეგისტრაციო ფორმა

დასაქმებული ხართ?

სამუშაო ადგილი და პოზიცია, (იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ხართ)

რატომ დაინტერესდით ჩვენი ტრენინგით?

ტრენინგის საფასურის გადამხდელი?

იურიდიული პირის დასახელება (თუ ტრენინგის საფასურს კომპანია დაფარავს)

რეგისტრაცია

მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, დაგიკავშირდებით.

განათლება

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: