უძრავი ქონების მიწოდების გადასახადებით დაბეგვრისა და გადასახადებისგან განთავისუფლების აქტუალური საკითხები | Property Georgia

უძრავი ქონების მიწოდების გადასახადებით დაბეგვრისა და გადასახადებისგან განთავისუფლების აქტუალური საკითხები

ვებინარი განკუთვნილია უძრავი სფეროს კომპანიების წარმომადგენლებისათვის.

სპიკერი : ვებინარს გაუძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრების ( ACCA - ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის და სხვა სასწავლებლების) ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Georgia - ს მმართველი პარტნიორი, პრაქტიკოსი, აუდიტორი და საგადასახადო ექსპერტი დავით პაპიაშვილი.

სარეგისტრაციო ბმული : https://bit.ly/3KDAxqG

ხანგრძლივობა: 2,5 საათი

ვებინარის თემატიკა და საკითხების ჩამონათვალი:

1. სამშენებლო სექტორის კომპანიების დღგ - ით დაბეგვრისა და დღგ - სგან განთავისუფლების მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვა:

* 2018 წლამდე არსებული მიდგომების მიმოხილვა.
* 2018 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში უძრავი ნივთის მიწოდებისას დღგ - ით დაბეგვრის თავისებურებები.
* 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში უძრავი ნივთის მიწოდებისას დღგ - ით დაბეგვრის თავისებურებები.
* უძრავი ქონების მიწოდებისას დღგ - სგან გათავისუფლების საკანონმდებლო ნორმის გამოყენების მნიშვნელოვანი მომენტები ( 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სამშენებლო ობიექტებისთვის).
* გრძელვადიანი კონტრაქტების პრინციპის გამოყენება სამშენებლო სექტორში.
* სხვა მნიშვნელოვანი და საგადასახადო რისკის შემცველი საკითხების მიმოხილვა

2. სამშენებლო სექტორის კომპანიების საგადასახადო რისკების მიმოხილვა ქონების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში.

3. ფიზიკური პირების მიერ უძრავი ნივთის მიწოდების საგადასახადო დაბეგვრისა და გადასახადებისგან გათავისუფლების თავისებურებები:

* ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მიწოდებისას მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიმოხილვა ( 20 % და 5 % განაკვეთების გამოყენება )
* ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისა და გათავისუფლების თავისებურებები ბინის / სახლის მიწოდებისას.
* ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისა და გათავისუფლების თავისებურებები არასაცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდებისას.
* ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული უძრავი ნივთის დღგ - ით დაბეგვრის თავისებურებები. 

ივენთები

ივენთები

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: