#propertyleaders: ბათუმის რესტარტი | Property Georgia

#propertyleaders: ბათუმის რესტარტი

 

#propertypeople აკაკი სონგულია: ,,ბათუმში უძრავი ქონების  საერთაშორისო პროექტების განვითარება შეუქცევადი პროცესია.”

აკაკი სონგულია  უძრავი ქონების განვითარების ბიზნესში 2010 წელს ჩაერთო. კომპანია, კი რომელსაც ის წარმოადგენს 15 წელზე მეტია ქართულ დეველოპერულ ბაზარზე წამყვან პოზიციებს იკავებს. პროფესიით ფინანსისტისთვის სფერო, რომელიც აჭარის რეგიონში წარმატებულ სტარტს აჩვენებდა, საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. დღეს უკვე განვლილი წარმატება ციფრებშია ასახული. "ალიანს ჯგუფის" დამფუძნებლებმა სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით ააშენეს ოცზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, ხუთი ათასზე მეტი ბინა და აპარტამენტი, ჩაბარებული აქვთ ერთ მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართობი. ,,ალიანს ჯგუფის” სახელი ასოცირდება თანამედროვე ბათუმთან. კომპანიამ აპარტ-ოტელების ბიზნეს მიმართულება ჯერ კიდევ მაშინ დანერგა ბათუმში, როცა კურორტი საერთაშორისო აღიარებისკენ საწყის ნაბიჯებს დგამდა. ამას მოჰყვა ,,ალიანს ჯგუფის” მიერ მსოფლიოში ცნობილი არაერთი სასტუმრო ბრენდის შემოყვანა, როგორებიცაა ,,მარიოტი”, ,,ვინდემი”, ,,ჰილტონი” და ახლა უკვე ,,ჰაიატი.”

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოში Hyatt Centric-ი შემოდის. Hyatt Centric Boulevard Batumi-ი პანდემიის დაწყების შემდეგ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის საქართველოში შემოსვლის პირველი შემთხვევაა. კომპანია „ჰაიატმა" შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა 2021 წლის იანვარში ოფიციალურად გააფორმა. Property Georgia ესაუბრა აკაკი სონგულიას, ,,ალიანს ჯგუფის” თანა-დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს.

propertygeorgia.ge

ფოტო კრედიტი: FORBES Georgia

- დავიწყოთ სიახლით, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის პირველი პოზიტიური სიგნალია სასტუმროების ბიზნესისთვის საქართველოში, მას შემდეგ რაც პანდემიამ გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა სექტორი. “ალიანს ჯგუფთან” პარტნიორობით, ბათუმში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi შენდება. რას ნიშნავს ეს ბათუმისთვის და ზოგადად სტუმარმასპინძლობის სფეროსთვის საქართველოში?

- ბათუმში უძრავი ქონების საერთაშორისო პროექტების განვითარება შეუქცევადი პროცესია. ამის დასტურია ,,ჰაიატის” შემოსვლა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ხდება პანდემიის პირობებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები ენდობიან ქვეყანას. ლოგიკას თუ მივყვებით და ისტორიულ გამოცდილებას მოვიშველიებთ, კოვიდ-19-მდეც იყო მსოფლიო ისტორიაში არაერთი პანდემია, რამაც მოკლევადიანი ეფექტი რა თქმა უნდა იქონია ეკონიმიკის  ბევრ სექტორზე, თუმცა დასრულდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას დრამატული ცვლილებები არ მოჰყოლია, ვგულისხმობ  მათ შორის უძრავი ქონების სფეროს. ამ გამოცდილებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, ასევე პარალელურად ახალ რეგულაციებთან ადაპტირებით, ახლო მომავალში დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. ხალხი კვლავ დაიწყებს მოგზაურობას. ნდობა, რომელიც ,,ჰაიატმა” გამოუცხადა ბათუმს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ადამიანები დასვენებისთვის უსაფრთხო გარემოს ეძებენ. მსგავსი სიახლეები წარმოადგენს რეკომენდაციას უცხოელი ტურისტებისთვის და ეს პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ ბათუმზე, არამედ სრულად ქვეყანაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, პრეპანდემიურ პირობებში არაერთი ახალი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი შემოვიდა საქართველოში. ბათუმი დღეს უკვე საერთაშორისო საზღვაო კურორტია.

- ,,ალიანს ცენტროპოლისი” კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით არის ცნობილი. კომპლექსში რეგიონში პირველი “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი” განთავსდება. ,,ალიანს ჯგუფის განცხადებით, ეს იქნება “საქმიანი ტურიზმის” პირველი პრემიუმ-კლასის პროექტი საქართველოში და ზოგადად, რეგიონში,” როგორ ხედავთ ბათუმში ე.წ ,,მაის ტურიზმის” განვითარების პერსპექტივებს?

- ,,მსოფლიო სავაჭრო ცენტრი” ბათუმში უფრო მეტია ვიდრე საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა. ეს არის გლობალური კავშირების ეკოსისტემა. დღეისთვის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი წარმოდგენილია ისეთ მეგაპოლისებში, როგორებიცაა: ნიუ იორკი, ბუენოს აირესი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მოსკოვი, ტოკიო, დუბაი, ჰონგ კონგი, სინგაპური, შანხაი, სიდნეი და სხვები, მათ გვერდით კი უკვე ბათუმიც. აღსანიშნავია, რომ  ,,მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციას” წინასწარ აქვს დაგეგმილი ყოველწლიური აქტივობები, რაც განაპირობებს მაღალ დატვირთულობას მთელი წლის განმავლობაში.

“ალიანს ცენტროპოლისი” უნიკალური საინვეტსიციო პროექტია. ის აერთიანებს: პირველ WTC საგამოფენო და ბიზნეს ცენტრს რეგიონში, საინვესტიციო აპარტამენტებს, სასტუმრო ,,ჰაიატს” და კაზინოს, A კლასის სავაჭრო ცენტრს და 5-ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო აპარატმენტებს.

,,მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” ბრენდის შემოსვლა ბათუმში, თვითონ ქალაქისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის  წარმოუდგენლად დიდი ღირებულების მომტანია; რეგიონში პირველად საქმიანი ტურიზმის ჰაბი იქმნება.

- ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე შავიზღვისპირეთის ეს საერთაშორისო  კურორტი 2020-შიც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. რას ნიშნავს ეს ბათუმის უძრავი ქონების სექტორისთვის?

- ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უცხოური ინვესტიციების წახალისებისკენ. ბათუმი მართლაც რომ სამაგალითოა განვითარების სწრაფი ზრდის ტემპებით. გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ, ეს არის ძალიან საამაყო და დასაფასებელი ჯილდო, მეორეს მხრივ ეს თავისთავად მუშაობს დესტინაციის პიარზე. ქართულ კურორტებს ქონდათ მკვეთრად განსაზღვრული ნიშა საბჭოთა პერიოდში, რაც იმ დროს, გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, კარგად მუშაობდა. ბათუმი დღეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გახდა საქართველოს საზღვაო კურორტი თანაბრად სასურველი ტურისტული მიმართულება ვიზიტორებისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. 

- საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მსოფლიო ტურიზმი გამოცოცხლებას მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს და პრე პანდემიურ მაჩვენებლებს 2024-ში დაუბრუნდება. როგორ ხედავთ ბათუმის პერსპექტივას?

- ბათუმი მსოფლიოში კვლავ იხმაურებს. 2019 წელს თუ აქ მოსახლეობის რაოდენობაზე 10-ჯერ მეტი საერთაშორისო ვიზიტორი იყო, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო წლებში და რაც ასევე ხაზგასასმელია, მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ. შესაბამისად, დაგვჭირდება კიდევ უფრო მეტი მაღალი დონის და მასშტაბის სასტუმროები და განთავსების ობიექტები. თუმცა, პარალელურად სამუშაოა როგორც პანდემიის მიერ განპირობებული, ასევე პანდემიამდე არსებული გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის რეგულარი ფრენების სიხშირეზე, ახალი მიმართულებების დამატებასა და ზოგადი ინფრასტრუქტურის გამართვაზე. ვიზიტორს, რომელიც ჩამოდის საქართველოში უნდა დახვდეს არა მხოლოდ უცხოური ბრენდის სასტუმრო, არამედ საერთაშორისო დონის გარემო და მომსახურება აეროპორტიდან გამოსვლიდან დაწყებული მისი ქვეყენაში გატარებული დღეების და უკან აეროპორტში გაცილების ჩათვლით. რაც შეეხება სტუმარმასპინძლობას, ამაზე არ ვღელავთ, ეს ნამდვილად არის ქართველების ისტორიულად ძლიერი მხარე და სხვათაშორის, ემოციური მეხსიერება პირდაპირ აისახება ტურისტების ჩვენს ქვეყანაში მრავალჯერადად დაბრუნებაში.

- რით იქნება განსხვავებული 2021 ბათუმისთვის გასული წლებისგან?

- ბათუმის განვითარების სტრატეგია მეტნაკლებად უცვლელი რჩება უძრავი ქონების გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ. თუმცა, იცვლება მიდგომები, დასახული მიზნების განხორცილების საშუალებები. წელსაც, როგორც 2020-ში მნიშვნელოვანი რესურსი იქნება ციფრული გადაწყვეტები. გამომდინარე იქიდან, რომ 2021-ში პირდაპირ ვერ დავუბრუნდებით 2019-ის მაჩვენებლებს და როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ამას მინიმუმ რამდენიმე წელი დასჭირდება, მაქსიმალურად იკვეთება ონლაინ სერვისებზე გადაწყობის აუცილებლობა. ეს პროცესი წლებია დაწყებულია, დაჩქარდა 2020-ში და უკვე დღის წესრიგის ნაწილია 2021-ში. ზაფხულში ბათუმში გვაქვს როგორც შიდა ტურიზმის მოლოდინი, ასევე ველით უცხოელ ვიზიტორებსაც, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არის არაამბიციური გათვლები. გასული წლებისგან განსხვავებით ბევრი ახალი უნარები შეიძინა სექტორმა, გამომდინარე არსებული გამოწვევებიდან. ამიტომ, 2021 ნამდვილად იქნება უკეთესი ვიდრე გასული წელი და ვიქნებით უკეთესად მომზადებულები მომდევნო წლებისთვის. 2024-ში ტურიზმის გაჯანსაღების პარალელურად ბათუმში გაიხსნება ,,ცენტროპოლისი” ,,მსოფლიო სავაჭრო ცენტრი”, სასტუმრო ,,ჰაიატით” და სრული ინფრასტრუქტურით, რაც ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორის მოთხოვნებს და გემოვნებას დააკმაყოფილებს. 

ლიდერები

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: