#propertyleaders: York Towers- ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ხალედ ოსამა | Property Georgia

#propertyleaders: York Towers- ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ხალედ ოსამა

ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტებისა და უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ

COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად გაზრდილი რისკების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარზე გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, მოთხოვნის ზრდისა და ბაზარზე გაურკვევლობის შემცირების შედეგად, უძრავი ქონების ფასები სტაბილურობას ინარჩუნებს. არსებული ტენდენციების ფონზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზეა კომპანია „იორკ თაუერსიც“, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სტრუქტურულად, იდეურად და ბრენდის განვითარების მიმართულებით. საერთაშორისო კლიენტების მოთხოვნებზე ფოკუსირებამ კომპანიას გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების საშუალება მისცა. ჯგუფს მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. ხოლო საქართველოს ბაზარზე 5 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, „იორკ თაუერსი“ უკვე ჰოლდინგურ კომპანიად გარდაიქმნა.

York Holding Group-ის აქტივების მართვისა და საბროკერო მიმართულების შვილობილ კომპანიას - York Towers-ს ახლა ხალედ ოსამა ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე წლებია, კომპანიის დაარსების პირველი დღიდან, უზრუნველყოფს York აქტივების მთელი კატალოგის შეძენა-გაყიდვა. York Towers-ის მთავარი წარმატება მისი კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულების შექმნაა, რაც მაქსიმალურად ზრდის შემოსავლებსა და მოგებას. ბაზრის კვლევა და განვითარებადი ტენდენციების პროგნოზირების შესაძლებლობა ამ გუნდს უპირატესობას ანიჭებს ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბროკერთან.

ფროფერთი ჯორჯია - ოსამას კომპანიის საქმიანობაზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ York Towers-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დაწინაურებას, დავიწყოთ თქვენი გეგმებით, როგორია თქვენი ხედვა დღევანდელ საკმაოდ კონკურენტულ უძრავი ქონების ბაზარზე ეფექტიანად მუშაობის გაგრძელების კუთხით?

ჩვენი მთავარი სამოქმედო სტრატეგია დაფუძნებულია მომსახურების მაღალ დონეზე, ასევე პასუხისმგებლობასა და მუშაობის აქტიურ ტემპზე. ჩვენ ერთის მხრივ, თავად ვაშენებთ საკუთარ პროექტებს, რა მიმართულებითაც ბოლო დროს საკმაოდ გავაქტიურდით და მეორეს მხრივ, ვყიდულობთ უკვე აშენებულ პროექტებს სხვადასხვა კომპანიებისგან, ეს არის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი კლიენტებისთვის შესათავაზებლად მუდმივად გვქონდეს პორტფოლიოში უძრავი ქონების ფართო არჩევანი, მათ შორის საინვესტიციოდ მიწა, ბინები, ვილები და ა.შ. პროექტების შეძენამდე, რა თქმა უნდა გავდივართ ყველა საჭირო პროცედურას და შემოწმებას იმისთვის, რომ ნაყიდი პროექტები სრულად აკმაყოფილებდეს ხარისხის მაღალ სტანდარტს და ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს.

როგორ აღწერდით თქვენი მართვის სტილს და მიზნებს?

უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ იმას, რომ კომპანიაში ყველა დონეზე გამართულ შეხვედრებს დავესწრო, რაც საშუალებას მაძლევს გავიგო, რა ხდება მთელ ორგანიზაციაში და ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. ეს მეხმარება ყველა შესაძლებლობას და ყველა საუკეთესო იდეას მოვუყარო თავი. მე მომხრე ვარ ისეთი საკვანძო ტერმინისა, როგორიცააგამჭვირვალობა“. მე მჯერა, რომ დღეს ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე იყოს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შევინარჩუნო ყველაფერი საუკეთესო, რასაც York Towers-მა ბოლო 6 წლის განმავლობაში მიაღწია და ფოკუსირება მოვახდინო შემდგომ ეტაპობრივ განვითარებაზე. ჩვენ უკვე წამოვიწყეთ არაერთი ინიციატივა, რომელიც ფოკუსირებულია შიდა ეფექტურობასა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის შიგნით და ჩვენს კლიენტებთან ინტერაქცია უფრო სწრაფი და ეფექტური გავხადოთ. მე მჯერა, რომ აღმასრულებელი დირექტორის მთავარი მიზანი და ამოცანაა კომპანიის თითოეული განყოფილების სინქრონიზაცია, რათა ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს როგორც ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი.

მომხმარებლებთან კომუნიკაციის ნაწილში თუ იცვლება კომპანიის მიდგომა?

როდესაც წელიწადში ოთხასამდე ახალ მომხმარებელს იღებთ, უფრო ადვილია თითოეულ მათგანთან დაკავშირება. თუმცა როდესაც თვეში 100 ახალი მომხმარებელი გემატება და, ამავდროულად, ჩვენ უკვე არსებულ მობინადრ ვემსახურებით, ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება და სისტემური მიდგომ პრიორიტეტულ ხდება. ჩვენ მუდმივად ვნერგავთ ახალ სტანდარტებს და ვინარჩუნებთ კომუნიკაციას ჩვენს კლიენტებთან მათი საჭიროებებისა და მოლოდინების დასადგენად. ასევე, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ინდივიდუალური მიდგომა, რათა შევინარჩუნოთ ემოციური კავშირი ჩვენს მომხმარებლებთან.

თქვენი დირექტორობის დასაწყისი პანდემიის მწვავე ფაზასაც დაემთხვა. ამიტომ საინტერესოა, რა სიგნალები მიიღეთ ბაზრიდან?

ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ უძრავი ქონების ბაზარზე, ვინაიდან ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, არამედ ვქმნით ახალი ცხოვრების სტილს. მაგალითად, ჩვენ ვიყავით პირველთა შორის, ვინც ბაზარს შესთავაზა ვილები და ბინები დასრულებული რემონტით, ასევე ვიყავით ნოვატორები ენერგოეფექტიანი ბინების მშენებლობასა და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაში. ჩვენი პროექტები შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ჩვენი კლიენტები ჩვენი თანადგომითა და სტუმართმოყვარეობის (საერთაშორისო კლიენტებისთვის) სერვისით 24 საათის განმავლობაში სარგებლობენ, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას, უსაფრთხოებასა და სრულ კომფორტს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი თბილისში უკვე საკმაოდ გაჯერებული და კონკურენტულია, შესაბამისად, როცა სიახლის დრო მოვიდა, დავსხედით და ვიმსჯელეთ, გვინდოდა გადასვლა ახალ ეტაპზე, გვინდოდა კიდევ უფრო მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასე შევქმენით უბნური კომპლექსების განვითარების კონცეფცია, ასე დაიბადა York Town-ისა და Lisi View- საცხოვრებელი კომპლექსების ე.წ. „gated communities” იდეა, რომლის მშენებლობაც ორი წლის წინ დავიწყეთ და ამ პერიოდში წარმატებით დავასრულეთ მიწის სამუშაოები, პროექტის საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურული ნაწილი და მშენებლობის პირველი ფაზა. ამით აღნიშნული პროექტები გადავიყვანეთ სხვა განზომილებაში, ჩვენ ვყიდით სივრცეს და არაკვადრატულ მეტრს, ვყიდით გარემოს და ცხოვრების წესს.

არსებულ მოთხოვნას უპასუხეთ თუ ის შექმენით?

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში თითო ბინაში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ევროპის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია, უფრო მეტიც, არსებობს საერთაშორისო მოთხოვნა როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვისაც, შესაბამისად, საქართველოში ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია მოთხოვნა. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის უპირატესობა არის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, აც თავისთავადაც ქმნის მოთხოვნას. როდესაც ვახორციელებთ ურბანული განვითარების ასეთ მასშტაბურ ინიციატივებს და ვქმნით ახალ მოთხოვნას, რომელიც შემდეგ ვითარდება და წარმოგვიდგება ახალი პროექტის სახით.  

და რასაც აკეთებთ, შემდეგ ტრენდი ხდება?

მართლაც, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ახალი ტენდენციები ბაზარზე, დავნერგოთ სიახლეები და ბუნებრივია, რომ სხვებიც, ამას იმეორებენ - ჩვენ ვაშენებთ უბანს, სამეზობლოს, ვყიდით ვილებსა და ბინებს დასრულებული რემონტით, ვავითარებთ ენერგოეფექტიან შენობებს, ეს ყველაფერი თავის დროზე ინოვაცია იყო ბაზრისთვის, რაც სარისკოა, მაგრამ ასევე ძალზედ მომგებიანი; ეს ყველაფერი უკვე ტრენდად იქცა.

 

ლიდერები

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: