2021 წლის შეფასებები და გამოწვევბი უძრავი ქონების სექტორში | Property Georgia

2021 წლის შეფასებები და გამოწვევბი უძრავი ქონების სექტორში

პანდემიიის დროს, მკაცრი შეზღუდვების პირობებში, მაშინ როცა სხვადასხვა ტიპის კრიზისი ერთმანეთს ენაცვლება, ახალი საქმის, მით უფრო მშენებლობასთან დაკავშირებულის, დაწყება შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთამიტომ, როდესაც 2021 წლის შეფასებებზე და გამოწვევბზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით საინტერესოისეთი კომპანიებია, რომლებმაც პროექტები სწორედ რომ პანდემიის დროს წამოიწყეს, ერთ-ერთი ასეთი კილისი ტოპოგრაფია”. კომპანიის წლის შეფასებას  პროექტის განვითარების კონსულტანტი ნინო აბსანძე გვიზიარებს.

- როგორ შეაფასებთ "ლისი ტოპოგრაფის" საქმიანობის პირველ, 2021 წელს?

- ლისი ტოპოგრაფი ბაზარზე სწორედ 2021 წლის დასაწყისში გამოჩნდა და მიუხედავად პროექტის პრემიალურობისა, მის მიმართ ინტერესი აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი. ეს განაპირობა პროექტის ბევრმა უნიკალურმა მახასიათებელმა, თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო მიწის ნაკვეთებზე ზოგადად ძალიან გაზრდილი მოთხოვნა, რაც სწორედ პანდემიამ განაპირობა. კერძო სახლი, ეზო, სიმწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების ტრენდი სწორედ 2021-ში გამოიკვეთა მნიშვნელოვნად, რასაც არაერთი კვლევაც ამყარებს.  "ლისი ტოპოგრაფმა" ეს ყველაფერი დახურულ და დაცულ უბანში, ლისი ტბის ნაპირთან, შესთავაზა მომხმარებელს და შესაბამისად არც არის გასაკვირი, რომ გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილი თბილისში.

- რა იყო კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა 2021 წელს?

- ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა ახალი პროექტის ცნობადობის ფორმირება და ნდობის მოპოვება, რაც ვფიქრობ შევძელით, ვინაიდან ვხედავთ რომ ბევრი ჩვენი მობინადრე "ლისი ტოპოგრაფს" გრძელვადიან საცხოვრებელ ადგილად განიხილავს.

- როგორია მომავალი წლის პროგნოზი, რა მოლოდინები გაქვთ? 

- მომავალი წლის პროგნოზი ძალიან ოპტიმისტური გვაქვს, ვინაიდან პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყება პარკების და სკვერების მოწყობა, ბევრი მობინადრე უკვე დაიწყებს სახლის მშენებლობას, ტერიტორიამდე დეკემბერში უკვე მოვიდა ყველა ძირითადი კომუნიკაცია და მალე დაიწყება თითოეულ ნაკვეთამდე მათი მიყვანა. 2022- ში "ლისი ტოპოგრაფი" მიიღებს უბნის სახეს და მომავალ წელს ვფიქრობთ 100-ზე მეტი ახალი ოჯახი შემოგვიერთდება.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: