2021 წლის შეფასებები და გამოწვევები უძრავი ქონების სექტორში | Property Georgia

2021 წლის შეფასებები და გამოწვევები უძრავი ქონების სექტორში

პანდემიის მიუხდავად, თავისი საქმიანობა არც ერთი დღით არ შეუჩერებია “ტერასა ჯგუფს”, ახალ რეალობაზე მოსარგებად მათ, კომპანიის სტრატეგია და მიზნები მთლიანად შეცვალეს. კრიზისულ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირების წყალობით, მათ 2021 წელს, ასეულობით ახალი მობინადრე შეიძინეს.

უფრო დეტალურად გასული წლის შესახებ, “ტერასა ჯგუფის” კომერციული დირექტორი , თამარ გაფრინდაშვილი გვესაუბრა.

- პანდემიიდან გამომდინარე2021 წელი გამოწვევა იყო ყველა სექტორისთვის, გამონაკლისი არც უძრავი ქონების სფერო ყოფილა, როგორი იქნება 2021 წლის თქვენი შეჯამება, როგორ შეაფასებდით უკვე ფაქტობრივად გასულ წელს?

- ზოგადად უძრავი ქონების სექტორისათვის 2020 და 2021 წელი დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ სრულად შეცვალა ბიზნეს პროცესების რიტმი, უძრავი ქონების სექტორი იძულებული გახდა სწრაფად გადაწყობილიყო კრიზიულ სიტუაციებში მუშაობის ახლებულ სტილზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა 2021 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. პანდემიის გათვალისწინებით, ჩვენ არ გავჩერებულვართ და კომპანიის სტრატეგია და მიზნები მთლიანად შევცვალეთ. 2021 წელს უკვე ახლებული ხედვით ჩვენ შევძელით 400-მდე ახალი მობინადრის შეძენა,რაც ჯამში 17 440 კვ.მ და 50 000 000 -მდე რეალიზებულ უძრავ ქონებას გულისხმობს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩვენი, როგორც მომხმარებლების ქცევა, სურვილები და მოთხოვნები. 2021 წელს ჩვენ საკმაოდ ბევრ პროექტზე ვმუშაობდით. გავითვალისწინეთ ახალი ტენდენციები, რეგულაციები და ზოგადად საჭიროებები, რაც დაცულ და მშვიდ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.

რა იყო ძირითადი გამოწვევა თქვენთვის 2021 წელს და როგორ გაართვით მას თავი?

- ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იყო სამუშაო დროის შემცირება, კომენდანტის საათისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი შეზღუდვის გამო. ამ ორმა უკანასკნელმა იძულებული გახადა ნებისმიერ სფეროში სამუშაო საათები შემცირებულიყო, რასაც ვადების ცვლილება მოყვა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მსგავსი ცვლილებები გამოწვევად მივიღეთ და ეფექტიანი სტრატეგიით პრობლემის აღმოფხვრა შევძელით. პანდემიის დაწყებიდან არცერთი მშენებლობა არ გაგვიჩერებია და მაქსიმალურად მოვახერხეთ მშენებლობის ვადების კონტროლი და დაკისრებული სამუშაოების შესრულება. ამის ნათელი მაგალითია 2021 წელს ორი პროექტის დასრულება. ჩვენ დავასრულეთ ტერასა ორთაჭალის მშენებლობა ხოლო ტერასა ავლაბარი ექსპლუატაციაშიც შევიდა. მთავარ გამოწვევად ასევე მივიჩნევთ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას. აღნიშნული ცვლილება ალბათ მსოფლიოში ყველასთვის რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემასაც კრეატიულად მივუდეით. დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფით გაგვიადვილა კომუნიკაცია ასევე სამუშაო პროცესების მართვა და დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულება.

- როგორია მომავალი წლის პროგნოზი, რა მოლოდინები გაქვთ?

- 2022 წელი ტერასა ჯგუფისათვის გარდამტეხი წელი იქნება. 2021 წელს საკმაოდ დიდ და გამოცდილ კომპანიებთან დავპარტნიორდით როგორებიცაა: კორპორაცია ICR, ელიტ ელექტრონიქსი, ანაგი, STS hospitality და ა.შ. 2022 წელს ორ გამორჩეულ პროექტს- „ტერასა ბათუმსა“ და „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ მშენებლობებს ვასრულებთ. როგორც ცნობილია „ტერასა ჯგუფი“ თავის მობინადრეებს გაქირავების სერვისს სთავაზობს, რაც უძრავ ქონებაში ინვესტირებასა და მისგან შემოსავლის მიღებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. გაქირავების სერვისისთვის ჩვენ STS hospitality-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ერთ-ერთ მთავარ მოლოდინად შეიძლება ჩაითვალოს რეზორტის ტიპის კომპლექსების ამუშავება. თუმცა, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ზურგს STS hospitality გვიმაგრებს, რომელიც ქართულ-ავსტრიული კომპანიაა და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროს ტიპის კომპლექსების მართვაში. გარდა რეზორის ტიპის კომპლექსების გახსნისა, 2022 წლისათვის საკმაოდ ბევრ ახალ პროექტზე ვიმუშავეთ. ერთ-ერთი პირველი პროექტი იქნება ტერასა ვაზისუბანი, რომლის გაყიდვბი ძალიან მალე დაიწყება. ზოგადად, კვლევებიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად კარგი მოლოდინები გვაქვს 2022 წელთან დაკავშირებით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: