ბაუმერის აკადემიამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლება მოიპოვა | Property Georgia

ბაუმერის აკადემიამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლება მოიპოვა

ბაუმერის აკადემიის მიერ შემუშავებულმა უნიკალურმა პროგრამამ სახელწოდებით „მაცივარაგენტზე ანუ ფრეონზე მომუშავე ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურება“ დააკმაყოფილა განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციები, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლება მოიპოვა.

ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში პირველია, რომლის კურსდამთავრებულიც გარემოს დაცვის სამინისტროს სალიცენზიო გამოცდაზე დაიშვება. სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება კი სავალდებულოა ყველა ტექნიკოსისთვის, ვისაც შეხება აქვს მაცივარაგენტზე ანუ „ფრეონზე“ მომუშავე მოწყობილობებთან.

თეორიული და პრაქტიკული სწავლებისგან შემდგარი 3 თვიანი სასწავლო კურსი გათვლილია მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური (MEP) საინჟინრო სისტემების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის  წარმატებით გავლის შემთხვევაში კი კურსის მონაწილეს შეეძლება დასაქმდეს MEP ინდუსტრიაში ტექნიკოსად ან ინჟინერ-სპეციალისტად.
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: