28 ივნისს, სასტუმროში Pullman Tbilisi Axis Towers, FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიების Get Together შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ Property Georgia. შეხვედრას უძრავი ქონების სექტორის წამყვანი კომპანიებიდან 50-მდე მონაწილე დაესწრო.
Get Together შეხვედრის ფარგლებში FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო აქტივობებზე, მათ შორის, FIABCI-Georgia Prix d’Excellence 2024 დაჯილდოების- ,,უძრავი ქონების ოსკარების“ შესახებ. ღონისძიება გაგრძელდა სექტორში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების გაცნობით. Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა, ზუკა თავყელიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: ,,უძრავი ქონების ტენდენციები და მოლოდინები.“
ღონისძიებას ონლაინ ჩართვით შემოუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მწვანე მშენებლობის კონსულტანტი ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, ბატონი დევიდ სერნა ვალენსია (საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან). მისი პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოში მწვანე მშენებლობის საინვესტიციო პოტენციალს და შენობების სერტიფიცირების ტექნიკურ ასპექტებს.
შეხვედრის მსვლელობისას შემოთავაზებული იქნა საინტერესო პრეზენტაციები, როგორც ახლადშემოერთებული, ასევე ასოციაციის ძველი წევრებისგან. ღონისძიება დასრულდა ბიზნეს ლანჩით. FIABCI-Georgia-ს წევრმა კომპანიებმა საქმიანი ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განაგრძეს.
FIABCI-Georgia წევრი კომპანიებისთვის Get Together შეხვედრებს წელიწადში რამდენჯერმე აორგანიზებს. აღნიშნულ ფორმატში ასოციაციის მენეჯმენტი და წევრები განიხილავენ სექტორის სიახლეებს, გამოწვევებს და გეგმავენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას.