FIABCI-Georgia-მ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის ბათუმის ბიზნეს ფორუმში | Property Georgia

FIABCI-Georgia-მ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის ბათუმის ბიზნეს ფორუმში

მიმდინარე წლის 19-23 ივლისს, კომპანია IBCCS Georgia-სა და საქართველო- კვიპროსის ბიზნეს კლუბის ორგანიზებით, საქართველოს ინვესტორთა ჯგუფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში 21 ივლისს „ბათუმის ბიზნეს ფორუმი 2022“ გაიმართა, რომელსაც სასტუმრო „შერატონ ბათუმმა“ უმასპინძლა. დელეგაციის ვიზიტი და ბიზნეს ფორუმი ქართული თუ უცხოური ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

ღონისძიება IBCCS Georgia-ს ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ბიზნეს ფორუმს ესწრებოდა 150-ზე მეტი სტუმარი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის: საინვესტიციო ჯგუფები პოლონეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან, დუბაიდან და სხვა; წამყვანი დეველოპერული კომპანიები და უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული ჯგუფები; კომპანიები სოფლის მეურნეობის, ადამიანური რესურსის მართვის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მსუბუქი მრეწველობის, გემთმშენებლობის სექტორებიდან.

მონაწილეებს შორის იყვნენ FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიები: ,,ალიანს ჯგუფი“, ,,შუხმან ჯგუფი“, ,,გუმბათი ჯგუფი და ,, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია.“

FIABCI-Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტის, ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, რომელიც ფორუმზე ასევე წარმოადგენდა ,,შუხმან ჯგუფს“,  აღნიშნული ღონისძიება მასშტაბური და საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების გამყარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მისი თქმით, FIABCI-Georgia-სა და  ბათუმის ფორუმის ორგანიზატორს, IBCCS Georgia-ს შორის უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეთანხმების მიზანია მეტი გლობალური შესაძლებლობები შეიქმნას ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორისთვის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: