FIABCI-Georgia-ს გენერალური ასამბლეა უძრავი ქონების პროექტების ეროვნული გალა დაჯილდოებისთვის ემზადება | Property Georgia

FIABCI-Georgia-ს გენერალური ასამბლეა უძრავი ქონების პროექტების ეროვნული გალა დაჯილდოებისთვის ემზადება

9 სექტემბერს, სასტუმრო ,,რუმსში“ გაიმართა FIABCI-Georgia-ს გენერალური ასამბლეის მორიგი კვარტალური შეხვედრა. უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) ადგილობრივი წარმომადგენლობის მენეჯმენტმა და გენერალურმა ასამბლეამ იმსჯელეს ასოციაციის უახლოეს და გრძელვადიან გეგმებზე. სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს FIABCI-Georgia-ს განათლების, ინვესტიციების მოზიდვისა და საგადასახადო კომიტეტების ხელმძღვანელებმა.

შეხვედრის ფარგლებში FIABCI-Georgia-ს ახალმა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წარადგინეს პრეზენტაციები. დღეს ასოციაცია უკვე 42 წევრ-კომპანიას აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა მსხვილი დეველოპერული, საბროკერო, არქიტექტურული და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომპანიებია.

FIABCI-Georgia-ს გენერალური ასამბლეა უძრავი ქონების პროექტების ეროვნული გალა დაჯილდოებისთვის ემზადება.

FIABCI-Georgia-ს აქტივობების 2022 წლის მთავარი მოვლენა 28 ოქტობრის ,,უძრავი ქონების დღეებია“, რომლის ფარგლებშიც საქართველოში პირველად გაიმართება უძრავი ქონების პროექტების დაჯილდოება FIABCI-Georgia Prix excellence Awards. ღონისძიებას მეოთხე საერთაშორისო კონფერენციით Building Green, Smart and Livable Cities გახსნის FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, ქალბატონი სიუზან გრინფილდი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: